გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანება

გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანება

Share

ა.(ა.)ი.პ გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანება

Photos from გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანება's post 01/06/2026

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ჩვენო პატარებო. უღრუბლო ცა და ნათელი მომავალი გქონოდეთ მუდამ 💚💛

01/06/2026

✨️ჰფარავდეს წმინდა ნინოს ჯვარი სრულიად საქართველოს! 🙏✨️🇬🇪

Photos from გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანება's post 30/05/2026

29 მაისი. 2026 წელი.
🎼 ✨️კაჭრეთის სამუსიკო სკოლაში წლის საანგარიშო კონცერტი გაიმართა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. კონცერტში მონაწილეობდნენ სამუსიკო სკოლის ფორტეპიანოს, გიტარის, საესტრადო ვოკალის, ხალხური სიმღერისა და საკრავების კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგები. საანგარიშო კონცერტს ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბატონი ვაჟა ბენაშვილი, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ბატონი ლევან წინწალაშვილი, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი სოფ.ზემო კაჭრეთში კახა შიოშვილი, გაერთიანების დირექტორი ქალბატონი ნინო ჯოხაძე, მთ.სპეციალისტი რუსუდან ჩიტაური, მოწვეული სტუმრები, პედაგოგები, მშობლები. კონცერტი ჩატარდა სამუსიკო სკოლის მენეჯერის ეკა მეშველიშვილის ორგანიზებითა და უშუალო ჩართულობით. გაჟღერდა ქართული საფორტეპიანო პიესები, საესტრადო და ხალხური სიმღერები; კონცერტი დაამშვენა ფინალურმა გუნდმა შ.დავითაშვილის სიმღერით "ჩონგურს სიმები გავუბი", ხელმძღვანელი ტატო ბულისკერია,
კ/მაისტერი მაკა ზირაქაშვილი.
️დასასრულს, გაერთიანების დირექტორმა ქალბატონმა ნინო ჯოხაძემ დამსწრე საზოგადოებას მიულოცათ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;✨️ მადლობა გადაუხადათ - ბავშვებს და პედაგოგებს მონაწილეობისთვის, ჩართულობისთვის, მენეჯერს - ღონისძიების სათანადო დონეზე ორგანიზებისათვის და უსურვათ წინსვლა და წარმატებები. ✨️მონაწილე ბავშვებს წარმატებული გამოსვლა მიულოცათ მერის მოადგილემ ვაჟა ბენაშვილმა და უსურვათ დამოუკიდებელ საქართველოში ბედნიერი ცხოვრება.
გაერთიანების დირექცია.

Photos from გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანება's post 30/05/2026

🎼 29 მაისს გურჯაანის სამუსიკო სკოლაში ჩატარდა პედაგოგ ხათუნა ზარდიაშვილის კლასის მოსწავლეთა საანგარიშო კონცერტი "აღდგომიდან ამაღლებამდე". კონცერტზე პედაგოგის ყველა მოსწავლე სათანადოდ წარსდგა მსმენელის წინაშე. მათ მიერ შესრულებულ იქნა ქართველ კომპოზიტორთა საფორტეპიანო ნაწარმოებები, საესტრადო და ხალხური სიმღერები. ✨️ კონცერტის ფინალი დაამშვენა სკოლის მოსწავლეთა გუნდმა. (პედ.ხათუნა ზარდიაშვილი, კ/მაისტერი
ციალა ღლიღვაშვილი).
🎶🌟დასასრულს, პედაგოგის ინიციატივით გუნდის ბავშვებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები.
🎼 კლასის კონცერტს ესწრებოდა გაერთიანების დირექტორი ქალბატონი ნინო ჯოხაძე, მთ.სპეციალისტი რუსუდან ჩიტაური, სკოლის მენეჯერი ნინო არაყიშვილი, პედაგოგები, მშობლები.
წარმატებებს ვუსურვებთ ხათუნა მასწავლებელს და მისი კლასის ყველა მოსწავლეს მომავალშიც!✨️🎶🎹
გაერთიანების დირექცია.

28/05/2026

📌 მშობელთა საყურადღებოდ!
✨️ გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანებაში შემავალ სამუსიკო სკოლებში 2026 - 2027 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა რეგისტრაცია იწყება შემდეგ განყოფილებებზე:
🎹 საფორტეპიანო
🎻 სიმებიანი (ვიოლინო)
🎷 ჩასაბერი (ფლეიტა)
🎤 საესტრადო ვოკალი
🎸 კლასიკური და საესტრადო გიტარა
🪈 ფოლკლორი(ხალხური სიმღერა და საკრავები)
🎼 საგუნდო-სადირიჟორო
🎶 მოსამზადებელი ჯგუფი
✨️ სწავლების ხანგრძლივობა 6 წელი;
🎼 სამუსიკო სკოლებში მიიღებიან 6-18 წლის მოსწავლე-ახალგაზრდები (ასაკი სპეციალობის შესაბამისად. მოსამზადებელ ჯგუფში მიიღებიან 5 წლის ასაკიდან).
✨️ გაერთიანება გთავაზობთ სკოლების მენეჯერთა საკონტაქტო ნომრებს:
1. გურჯაანის სამუსიკო სკოლა - 595 244 227 ნინო არაყიშვილი;
2. ველისციხის სამუსიკო სკოლა-599 914 303, მარინა სარიშვილი;
3. ვაჩნაძიანის სამუსიკო სკოლა-577 679 238 ლალი მენაბდიშვილი;
4. კაჭრეთის სამუსიკო სკოლა-599 484 324 ეკა მეშველიშვილი;
5. კარდენახის სამუსიკო სკოლა-577 678 786 ნინო კორკოტაშვილი.
რეგისტრაცია იწარმოებს 01 ივნისიდან 01 ივლისამდე;
მოსწავლეთა რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
1. დაბადების მოწმობის ასლი;
2. 1 ფოტო 3/4;
3. ცნობა საჯარო სკოლიდან;
4. განცხადება დირექტორის სახელზე.
გაერთიანების დირექცია.

Photos from გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანება's post 28/05/2026

27 მაისი.2026 წელი.
🎼 კაჭრეთის სამუსიკო სკოლა;
🎹 სამუსიკო სკოლის საფორტეპიანო განყოფილების პედაგოგების ორგანიზებით ჩატარდა წლის შემაჯამებელი კლასის კონცერტი.
🎹 პედაგოგები: მაკა ზირაქაშვილი, თამარ გეთიაშვილი, მზია ღვინაშვილი;
პროგრამა: ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა საფორტეპიანო პიესები და ანსამბლები.
✨️ საანგარიშო კონცერტს ესწრებოდნენ - სამუსიკო სკოლის მენეჯერი ეკატერინე მეშველიშვილი, პედაგოგები, მონაწილე მოსწავლეთა მშობლები.
🎹 მიზანი: წლის განმავლობაში შესწავლილი მასალისა და მიღწეული შედეგის ჩვენება.
გაერთიანების დირექცია გისურვებთ წარმატებებს მომავალში. ✨️🎹

Photos from გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანება's post 27/05/2026

27 მაისს გურჯაანის სამუსიკო სკოლაში ჩატარდა საფორტეპიანო განყოფილების პედაგოგების - ნინო ქაჩლიშვილის, ლალი ჯავშანაშვილის, გვანცა ნიკოლაშვილისა და ნეილა ხარშილაძის მოსწავლეთა კლასის საანგარიშო კონცერტი. მოსწავლეების მიერ შესრულდა ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა საფორტეპიანო პიესები და ანსამბლები. თვითეული მოსწავლე კონცერტზე სათანადოდ მომზადებული წარსდგა და მსმენელისგან მოწონება დაიმსახურა. კონცერტს ესწრებოდნენ გაერთიანების დირექტორი ქალბატონი ნინო ჯოხაძე, მოადგილე შორენა ფროდიაშვილი, მთ.სპეციალისტი რუსუდან ჩიტაური, სკოლის მენეჯერი ნინო არაყიშვილი, პედაგოგები, მშობლები. კონცერტის დასასრულს მენეჯერმა ნინო არაყიშვილმა მადლობა გადაუხადათ მოსწავლეებს კონცერტზე მონაწილეობისათვის და პედაგოგებს წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის; გაერთიანების დირექტორმა ქალბატონმა ნინო ჯოხაძემ მოსწავლეებს მიულოცათ კონცერტზე აკადემიურად გამოსვლა და წარმატება უსურვათ მომავალში.
გაერთიანების დირექცია.

Photos from გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია • City hall of Gurjaani Municipality's post 27/05/2026
26/05/2026
Photos from გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანება's post 24/05/2026

22 მაისი. 2026 წელი.
🎼 ვაჩნაძიანის სამუსიკო სკოლა;
🇬🇪 საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა კლასიკური მუსიკის კონცერტი ვაჩნაძიანის სამუსიკო სკოლაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საფორტეპიანო და ხალხური სიმღერისა და საკრავის განყოფილების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, მოწვეულმა კურსდამთავრებულმა მოსწავლეებმა; კონცერტი მისალმებით გახსნა სკოლის მენეჯერმა ლალი მენაბდიშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბატონი ვაჟა ბენაშვილი, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ბატონი ლევან წინწალაშვილი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი სოფ.ვაჩნაძიანში სიმონი ლოლაძე, გაერთიანების დირექტორი ქალბატონი ნინო ჯოხაძე, მთ.სპეციალისტი რუსუდან ჩიტაური, მოწვეული სტუმრები, მოსწავლეები, მშობლები.
✨️საქართველოს მუსიკალური საზოგადოება 2026 წელს აღნიშნავს ეპოქალური კომპოზიტორის რევაზ ლაღიძის დაბადებიდან 105 წელს; ამდენად, კონცერტის მუსიკალური ნაწილი გაიხსნა რ.ლაღიძის ცნობილი "საჭიდაო"-თი პედაგოგების - ბელა კასრელიშვილისა და მარიამ პარწიკანაშვილის შესრულებით. მოსწავლეების მიერ შესრულებულმა ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა ნაწარმოებების შესრულებამ დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. ღონისძიების საზეიმო განწყობა დააგვირგვინა სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებულმა გუნდმა. დასასრულს, გაერთიანების დირექტორმა ქალბატონმა ნინო ჯოხაძემ სკოლის პედაგოგებს, ბავშვებს, მოწვეულ სტუმრებს მიულოცათ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მადლობა გადაუხადათ კონცერტში მონაწილე პედაგოგებს, მათ მოსწავლეებს და უსურვათ წარმატებული მომავალი; დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტის აკადემიურად ჩატარება, მასში მონაწილეთ მიულოცა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ბატონმა ვაჟა ბენაშვილმა.✨️
წინსვლა და წარმატება მომავალში სამუსიკო სკოლას.
გაერთიანების დირექცია.

Want your business to be the top-listed Government Service in Gurjaani?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address


Gurjaani