ეს ქვეყანა შენია - მოხისი.
მარიამის და ლიზის ნამუშევარი
სოფელი მოხისი ქარელის მუნიციპალიტეტი / Village Mokhisi Kareli Municipality
სოფელი მოხისი , ქარელის მუნიციპალიტე?
22/10/2024
ისევ მარიამი და ლიზა
ისევ ,,დავიწყებული ისტორიები"
გახსოვთ ალბათ იზა ფოჩხუა ვახსენეთ, ჩვენი სკოლის ყოფილი დირექტორის ქალიშვილი 💛
დღეს ვაგრძელებთ მისი ნაამბობის თქვენთან გაზიარებას🤗
მეც ვმონაწილეობდიო სხვადასხვა სპექტაკლებშიო🤗
გუშინდელი დღესავით მახსოვს, ქაქალომ გ. ნახუცრიშვილის ,,აჩაკუნე" დაგვადგმევინა, სადაც ბიჭის როლს ვასრულებდიო.
იმ პერიოდში მოხისში სარწყავი არხი გაჰყავდათო.
თბილისიდან ჩამოსული ინჟინერი ხელმძღვანელობდაო არხის მშენებლობას. ინჟინერი ოჯახით ცხოვრობდა სოფელში( და თითქოს სიმბოლურია, ჩვენს ძიებასთან)ლიზა ცხვარაშვილის დის, ელენეს სახლში...
ჰოდა, იმას სწორედ ამ ინჟინრის ვაჟისგან უთხოვია ქუდი, მეტი დამაჯერებლობისათვის.
სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურაო.
ასევე გვიამბობს, როგორ წავიდნენ სოფელ ჩორჩანაში, წარმატებით გამოვიდნენ და ღამე სკოლის შენობაში გავათენეთო.
საღამოს კოცონი დავანთეთ, ადგილობრივი ახალგაზრდებიც შემოგვიერთდნენო,
ქაქალო ბიჭის ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, ძალიან კოხტად ცეკვავდა და იქაური გოგონები, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ყველას მასთან უნდოდაო ცეკვა🥰ყველა გოგო ეპრანჭებოდაო💛
გაგრძელება იქნება
21/10/2024
მორიგი გაგრძელება
ისევ ჩვენ ვართ მეგობრებო🤗
მარიამი და ლიზი
და
ვაგრძელებთ ,,დავიწყებული ისტორიების" გამომზიურებას💛🤗
როგორც წინა წერილში შეგატყობინეთ, ნორჩ მოხისელ მსახიობებს ხელმძღვანელობდა მარიამ(ქაქალო) რევაზაშვილი.
მეტი ინფორმაციის მისაღებად დავუკავშირდით მის ძმისშვილი, ქალბატონ ლალი რევაზაშვილს, რომელიც სიამოვნებით დაგვთანხმდა შეხვედრას და რამდენიმე სურათიც მოგვაწოდა.
გვიამბობს, რომ თავადაც მონაწილეობდა სხვადასხვა სპექტაკლებში, რომლებსაც ატარებდნენ როგორც სოფლის კლუბში, ასევე ე.წ. კალოზე და მეზობელ სოფლებშიც- ახალსოფელში, ფცა...
გაიხსენა ის ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული სპექტაკლების მომზადება-ჩატარებაში, იზო ელიაშვილი, როლანდი ნოზაძე, ნუკრი მელიქიძე...
ქალბატონმა ლალი, ასევე გვიამბობს რომ მისი მამიდა, გათხოვების შემდეგ გორში ცხოვრობდა, ბამბეულის კომბინატში მუშაობდა და იქაც სპექტაკლებს დგამდა.
14/10/2024
დაპირებისამებრ
ვაგრძელებთ მოხისელი ნორჩი მსახიობების ისტორიების გაცნობას და სიამოვნებით გიზიარებთ თქვენ.
მოხისის საჯარო(მაშინ საშუალო)სკოლის დირექტორის,არკადი ფოჩხუას ქალიშვილის იზა ფოჩხუა-პაპოშვილის რჩევით ვეწვიეთ ციცო(ციცინო)ჯოჯიშვილი-ნაკაშიძისას.
ქალბატონ ციცოსთან სტუმრობისას შევიტყვეთ რომ ახლად გარემონტებულ სასოფლო კლუბში,რომელიც ახალი ავეჯით იყო გაწყობილი ლოჟაც კი ჰქონიათ.
თეატრალური დასის ხელმძღვანელი იყო მარიამ(ქაქალო)რევაზაშვილი.სპექტაკლებში მონაწილეობდნენ თავად ქალბატონი ციცო,მზია გოქაძე,ნათელა ტურაშვილი,ციალა ქელეხსაშვილი......
სპექტაკლები სოფლის გარეთაც გაჰქონდათ,იხსენებს აბისში,ფცაში,ქარელში,გორში სტუმრობას.
ქალბატონი ციცო გულისტვილით გვიყვება,როგორ ჩაირიცხა თეატრალურ სასწავლებელში თუმცა სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო ოჯახური პირობების გამო.მამის გარდაცვალების შემდეგ რძალმა აითვალისწუნა და იძულებული გახდა 18 წლის გათხოვილიყო.არადა 5 წლიდან სცენაზე მდგარა.მონაწილეობდა სხვადასხვა ღონისძიებებში,განსაკუთრებით ახსოვს გუგულქედზე ჩატარებული საღამო სადაც დიდი კოცონის ირგვლივ შემოკრებილან ომის ვეტერანი მოხისელები და ნორჩი მსახიობები,რომლებიც ვალმოხდილ მამულიშვილებს ლექსებს უკითხავდნენ,მღეროდნენ და ცეკვავდნენ.ქალბატონი ციცო ლიზა ცხვარაშვილს ბუნებრივია არ იცნობდა, რადგან ეს უკანასკნელი 1926 წელს დაიღუპა,ქალბატონი ციცო კი 1942 წელსაა დაბადებული.თუმცა ეს ტრაგიკული ისტორია მოსმენილი ჰქონდა და იცნობდა მის დებს,თამარა და ელენე ცხვარაშვილებს.
ასევე გავარკვიეთ რომ ბიძა რომელსაც ლიზა შემოაკვდა დედის ძმა ყოფილა.ლიზას მშობლების სახლი გაყიდულა და ამჟამად იქ სოსო ელიაშვილი ცხოვრობს.
მომავალ შეხვედრამდე
ავტორები: მარიამ ელიაშვილი და ლიზი ტურაშვილი
ეს ქვეყანა შენია!
მოხისის საჯარო სკოლა -ის მოსწავლეების ნამუშევარი - ერთი საფლავის ისტორია.
ლევან ყაულაშვილი - დირბის საჯარო სკოლის მოხისელი დირექტორი ❤️
18/08/2024
ლევან ✌️❤️
23 წლის ლევან ყაულაშვილი პროფესიით ჟურნალისტია, ის მოსწავლეებს 19 წლის ასაკიდან ამზადებს. სკოლაში მსურველებისთვის ჩინური ენის სწავლების დანერგვას გეგმავს.
ლევან ყაულაშვილთან ვრცელი ინტერვიუ - https://rustavi2.ge/ka/news/289289
09/07/2024
📌 გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ მოხისის მკვიდრი და ამავე სოფლის სკოლის კურსდამთავრებული ლევან ყაულაშვილი აირჩიეს სოფელ დირბის საჯარო სკოლის დირექტორად.
📚გვერდის ადმინისტრაცია ვულოცავთ ლევანს და მეტ წარმატებას ვუსურვებთ ❤️
02/05/2024
☦️ დიდი ხუთშაბათი
მოხისი 2024
10/04/2024
☦️⛪💒
26/03/2024
გილოცავთ 🇬🇪🇬🇪
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა ❤️🇬🇪
12/02/2024
გიორგი სოიტაშვილი ინფორმაციას ავრცელებს:
📢 მეგობრებო, სიხარულით მინდა გაცნობოთ, რომ სულ მალე დაიბეჭდება ჩემი სახელმძღვანელო, რომლის ანალოგიც ქართულ რეალობაში არ არსებობს.
🔹 წიგნი განკუთვნილია აბიტურიენტებისა და მასწავლებლებისთვის, ასევე ხელოვნებით დაინტერესებული ყველა პირისთვის.
🔹 სახელმძღვანელო უკვე სტამბაშია და სულ მალე იხილავთ წიგნის თაროებზე. 🤝
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Contact the business
Website
Address
Kareli
