29/05/2026
🎈🎈🎈
გელოდებით 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო
29/05/2026
🎈🎈🎈
გელოდებით 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე
29/05/2026
2026 წლის 29 მაისს გაიმართა ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმური სხდომა.
საკრებულოს სხდომაზე განხილულ იქნა:
1. ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ზაზა გულიაშვილის 2026 წლის 14 მაისის №104-1042613415 წინადადება - დადგენილების პროექტი: ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 მარტის №07 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“
მომხსენებელი ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - გიორგი ტიტვინიძე
2. ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ზაზა გულიაშვილის 2026 წლის 15 მაისის №104-1042613514 წინადადება - დადგენილების პროექტი: ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 3 დეკემბრის №12 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“
მომხსენებელი ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი - ნელი ლომიტაშვილი
3. ა(ა)იპ „ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანების“ მიერ 2025 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ანგარიში“
მომხსენებელი ა(ა)იპ „ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანების“ მმართველი - გიორგი ეგნატაშვილი
4. ა(ა)იპ „ქარელის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის“ მიერ 2025 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ანგარიში“
მომხსენებელი ა(ა)იპ „ქარელის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის“ დირექტორი - ირინა ფარეხელაშვილი
5. ა(ა)იპ ,,სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ქარელის მუნიციპალური გაერთიანების“ მიერ 2025 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ანგარიში“
მომხსენებელი ა(ა)იპ ,,სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ქარელის მუნიციპალური გაერთიანების“ მმართველი - ნინო მეზვრიშვილი
6. სხვადასხვა
გთავაზობთ საკრებულოს სხდომის ფოტომასალას:
29/05/2026
28/05/2026
📣 პროექტი „ჯარის ბანაკი“ იწყება!
🔷 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდში „ჯარის ბანაკს“ გამართავს.
📍 პროექტი წელს ორ ლოკაციაზე - კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიასა და საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში განხორციელდება.
🎯 ბანაკის მიზანია ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ქართული ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
🔷პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ თავგადასავლებით სავსე, სახალისო, მრავალფეროვან შემეცნებით პროგრამაში და დაეუფლონ ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორებიცაა: საცეცხლე მომზადება, ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია.
თითოეულ ლოკაციაზე ბანაკი 6-დღიანი პროგრამით 8 ნაკადს უმასპინძლებს.
✅ “ჯარის ბანაკში” მონაწილეობა შეუძლიათ:
🔹IX-XI კლასის (14 – 17 წლის) მოსწავლეებს;
🔹მოსწავლეებს, რომლებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა “ჯარის ბანაკში” 2023-2025 წლებში;
🔹მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ ბანაკში მონაწილეობის მაღალი მოტივაცია.
📋 შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ: მრავალშვილიანი, იძულებით გადაადგილებული ოჯახის წევრ, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ, ობოლ ან/და სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს.
✅ შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსს, ვახტან თურქაძეს.
ტელ: 551 166 221
შერჩეულ კანდიდატებს დამატებით დავუკავშირდებით.
ბანაკში მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ, შეავსონ თანდართული ფორმა მიმდინარე წლის 10 ივნისის ჩათვლით.
https://forms.gle/SRTiwpwgREBtUPcQA
26/05/2026
| Monday | 09:00 - 18:00 |
| Tuesday | 09:00 - 18:00 |
| Wednesday | 09:00 - 18:00 |
| Thursday | 09:00 - 18:00 |
| Friday | 09:00 - 18:00 |