14/05/2026
თამარი გამორჩეული მეფეა ბაგრატოვანთა დინასტიაში. პირველ ყოვლისა, ქალის მეფედ მოხსენიება და მით უფრო მეფედ ყოფნა XII საუკუნეში განსაკუთრებული შემთხვევა იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დანარჩენი სამყაროსთვისაც. მისი მმართველობის პერიოდს „საქართველოს ოქროს ხანას“ უწოდებენ.
თამარი დაიბადა 1160 წელს. მისი მშობლები იყვნენ მეფეთ-მეფე გიორგი III, დავით აღმაშენებლის შვილიშვილი და ოსთა მეფის ასული ბურდუხანი. მათ ორი ქალიშვილი შეეძინათ — თამარი და რუსუდანი. რადგან ვაჟიშვილი არ ჰყავდათ, 1179 წელს მამამ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა და ერთად მართავდნენ სახელმწიფოს. 1184 წელს თამარ მეფე საქართველოს მონარქი გახდა. „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი“. *
თამარი, ცნობილი როგორც თამარ მეფე (დაბადებული დაახლოებით 1160 წელს, გარდაიცვალა 1213 წელს, თუმცა ზოგიერთი წყაროს მიხედვით 1210 ან 1207 წელს), იყო საქართველოს მონარქი 1184 წლიდან. იგი გახლდათ მეფე გიორგი III-ის ასული და წარმოადგენდა ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას. თამარს წილად ხვდა ემართა საქართველო მისი ისტორიის ოქროს ხანაში და ის გამორჩეულად წარმატებული მმართველი აღმოჩნდა.
თამარ მეფე ატარებდა შთამბეჭდავ ტიტულს: “მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი”.
პოლიტიკური კარიერის დასაწყისი
1179 წელს მამამისმა, მეფე გიორგი III-მ, თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა, რითაც შეამზადა იგი სამეფო ტახტის მემკვიდრეობისთვის. 1184 წელს, გიორგი III-ის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რთული პოლიტიკური ვითარება შეიქმნა. ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო აქტიური ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად.
თამარის მმართველობის პერიოდში საქართველო კავკასიის რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. ისტორიკოსები განსხვავებულად აფასებენ ამ ძლიერების საფუძვლებს:
თამარის მეფობის პერიოდში საქართველომ რამდენიმე მნიშვნელოვანი სამხედრო გამარჯვება მოიპოვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია:
• 1195 წლის შამქორის ბრძოლა
• 1203 წლის ბასიანის ბრძოლა
ეს სამხედრო წარმატებები კიდევ უფრო განამტკიცებდა საქართველოს პოზიციებს რეგიონში და ხელს უწყობდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ აღმავლობას.
თამარ მეფე გულმოდგინედ ცდილობდა დიდი პაპის, დავით IV აღმაშენებლის პოლიტიკური კურსის გაგრძელებას როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში. პოლიტიკური წარმატების პარალელურად, ქვეყანაში შეინიშნებოდა ეკონომიკური განვითარების მაღალი დონე. სოფლის მეურნეობა განსაკუთრებით დაწინაურდა — გაყვანილი იყო სარწყავი არხები მუხრანში, სამგორში და კახეთში, რამაც ხელი შეუწყო მარცვლეული კულტურების, მევენახეობისა და მეხილეობის განვითარებას. წყლის წისქვილები აქტიურად გამოიყენებოდა, შენდებოდა საქალაქო წყალსადენებიც.
ხელოსნობა და ვაჭრობა ასევე აღმავლობას განიცდიდა. თბილისი და ქუთაისი წარმოადგენდა მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრებს. განვითარებული იყო კერამიკის წარმოება, გავრცელებული იყო მოჭიქული ჭურჭლის, სპილენძისა და ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული ნივთების წარმოება. საქართველო ვაჭრობდა არაბეთთან, ბიზანტიასთან და სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან.
კულტურული და საგანმანათლებლო სფეროებიც აღმავლობას განიცდიდა. ფუნქციონირებდა სკოლები ეკლესია-მონასტრებთან, განვითარებული იყო რიტორიკული სკოლები. აკადემიებში ისწავლებოდა შვიდი ძირითადი დარგი: გრამატიკა, ფილოსოფია, რიტორიკა, არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა და ასტრონომია, ასევე, სავარაუდოდ, მედიცინაც.
ამ პერიოდში არქიტექტურა განსაკუთრებულ განვითარებას განიცდიდა. აშენდა მნიშვნელოვანი ტაძრები ახალი სტილისტური ნიშნებით — იკორთა, ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი, წუღრუღაშენი და სხვები. მნიშვნელოვანი იყო კლდეში გამოკვეთილი სამონასტრო კომპლექსი ვარძია, რომლის მშენებლობაც გიორგი III-მ დაიწყო და თამარმა დაასრულა.
ლიტერატურულ სფეროში თამარის პერიოდს უკავშირდება ქართული მწერლობის უდიდესი ძეგლი — შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის‘’ეპოქა მართლაც იმსახურებს “ოქროს ხანის” წოდებას საქართველოს ისტორიაში, რადგან ის წარმოადგენდა მრავალმხრივი განვითარების, სტაბილურობისა და კულტურული აღმავლობის პერიოდს.