20/07/2022
“უძირო ტბა” - თრუსოს ხეობა
Giorgi Kirikashvili
ყაზბეგის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაცია
ასოციაციის საქმიანობის მიზნებია:
ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის გაძლიერება და მისი საქმიანობის ეფექტურობის ზრდა;
ყაზბეგის ეროვნული პარკის პოპულარიზება საზოგადოებაში;
ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა ყაზბეგის ეროვნული პარკის და მისი დამხმარე ზონის დაგეგმვასა და მართვაში;
ყაზბეგის ეროვნული პარკის დამხმარე ზონის სოფლების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების მხარდა
20/07/2022
“უძირო ტბა” - თრუსოს ხეობა
Giorgi Kirikashvili
21/02/2022
🤩ჩვენმა ფოტომახემ საინტერესო და იშვიათი კადრი დააფიქსირა -ლეშს შესეული ორბები,🦅🌿 მოშორებით ბატკანძერი ელოდება თავის რიგს,🦅 აქვე მაღრანებსაც მოუყრიათ თავი.🍀🤩
ყაზბეგის ეროვნული პარკი
31/12/2021
29/10/2021
An award winning photo by Piper Mackay Photography while on safari in Masai Mara.
A cheetah mother shades her cub from the scorching sun.
www.discoverafricawildlife.com
16/10/2021
ჯიქი კვლავ საქართველოშია!
12 წლიანი თავდაუზოგავი ძებნის შემდეგ, და მაშინ, როცა თითქოს ყველა იმედი გადაწურული იყო, ნაკრესის კონსერვაციული კვლევის ჯგუფმა კვლავ დააფიქსირა ეს ცხოველი საქართველოში 🐆
ჯიქის, ანუ ლეოპარდის (Panthera pardus) ა.წ. აგვისტოში გადაღებული ფოტო დღეს აღმოვაჩინეთ
თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ჩვენს მიერ ორი თვის წინ დამონტაჟებული ერთ-ერთი ფოტოხაფანგის შემოწმებისას.
ამ რთული და ძვირადღირებული კვლევის ჩატარება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა; როგორც წინა, ისე ეს მცდელობაც აწ განსვენებული ბატონი ნუგზარ ზაზანაშვილის მეოხებით განხორციელდა და ამ წარმატებას სწორედ მას ვუძღვნით.
-----------
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ლეოპარდი 2009 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა, მას შემდეგ, რაც ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, მისი ბოლო ნაკვალევი იქნა ნაპოვნი 🐾
WWF Georgia
დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia)
Nugzar Zazanashvili
06/09/2021
Camera 📸 trap photo of a Snow Leopard 🐆 in the Indian Himalayan mountains 🏔.
Even though they're known as Snow 'Leopards', this big cat is actually more closely related to the Tiger than the Leopard.
📸 Photo by .fonseca
🐆 Follow Us 🐅
21/07/2021
11/05/2021
ჯერ კიდევ 1980-იან წლებში, 23 წლის ახალგაზრდა, ბუნების სიყვარულითა და ენთუზიაზმით სავსე ნუგზარ ზაზანაშვილი, საქართველოში ეკოლოგიური მოძრაობის სათავეში ჩაება. ამ დროიდან მოყოლებული, უდიდესი და ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა საქართველოს გარემოს დაცვასა და დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებაში. რომ არა ის, და მისი მსგავსი ადამიანები, საქართველოს დაცული ტერიტორიები არ იარსებებდა იმ სახით, რა სახითაც დღეს არის წარმოდგენილი.
წლების შემდეგ, ნუგზარ ზაზანაშვილს საქართველოს ყველა ბუნების მოყვარული გაიცნობს, და სამაგალითო პიროვნებად იქცევა. მის სახელთან კი დაკავშირებული იქნება უამრავი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაზე.
1990 წლებში ბატონი ნუგზარისა და მისი ენთუზიასტი მეგობრების წყალობით საქართველოში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამა იწყებს არსებობას და მას შემდეგ ნუგზარ ზაზანაშვილი ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და მთავარი ფიგურა ხდება. მისი კოორდინაციითა და უშუალო მონაწილეობით განხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით.
სწორედ ამ პერიოდიდან იწყება საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარება მყარი ნაბიჯებით. ნუგზარ ზაზანაშვილი ხდება ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ვისი ჩართულობითაც დამოუკიდებელ საქართველოში პირველი ეროვნული პარკი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი იქმნება, რომელიც ევროპაში დღემდე ერთ-ერთი უდიდესია.
ნუგზარ ზაზანაშვილი არის ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, ვისაც წვლილი შეაქვს საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებაში, ევროპული და ამერიკული გამოცდილების შესაბამისად. იგი ჩართულია დაცული ტერიტორიების ირგვლივ შემუშავებულ ყველა კანონპროექტში, მათ შორის, ნუგზარ ზაზანაშვილთან და მასთან ერთად რამდენიმე ქართველ ენთუზიასტთან არის დაკავშირებული საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ კანონის შემუშავება.
ნუგზარ ზაზანაშვილი აქტიურად იყო ჩართული და იბრძოდა საქართველოს უნიკალური და იშვიათი სახეობების აღდგენა, დაცვასა და შენარჩუნებისთვის. მის სახელს უკავშირდება არაერთი მნიშვნელოვანი კონსერვაციული პროექტი, რომლითაც დღეს ასე ვამაყობთ. მათ შორისაა ქურციკების რეინტროდუქციის პროექტი, სადაც განსაკუთრებული როლი შეიტანა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებასა და პროექტის განხორციელებაში. დღეისთვის კი ქურციკების რაოდენობა 150 ინდივიდს აღწევს.
აღსანიშნავია ის ფასდაუდებელი წვლილი, რომლის შედეგადაც, საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს დაცული ტერიტორიების შერჩევა UNESCO - ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის საიტის მისანიჭებლად მოხდა.
დღეს საქართველოში 93 დაცული ტერიტორიაა და მათი საერთო ფართობი შეადგენს 793 351 ჰექტარს. რომ არა ბატონი ნუგზარ ზაზანაშვილი და მისი მსგავსი ადამიანები, ამ უმოკლეს პერიოდში საქართველოს დაცული ტერიტორიების მსგავსი განვითარება არ მოხდებოდა. მისი ექსპერტული გამოცდილება და აზრი ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო. მან არაერთი თაობა გამოზარდა გარემოს დაცვისა და დაცული ტერიტორიების მიმართულებით.
მადლობა, ბატონო ნუგზარ, ყოველი ნაბიჯისთვის, რომელიც საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით გადადგით, ყველა უნიკალური პროექტისთვის, რომელმაც დღეს ჩვენ აქამდე მოგვიყვანა. თქვენ იყავით ადამიანი, რომელიც მუდმივად იბრძოდით და გვახსენებდით ჩვენი ქვეყნის ფასდაუდებელი ბუნებრივი მემკვიდრეობის შესახებ.
სამწუხაროა, რომ თქვენი სახით საქართველოს უდიდესი ადამიანი და ბუნების დამცველი დააკლდა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო უსამძიმრებს ბატონი ნუგზარის ოჯახს, კოლეგებს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს გარემოსდამცველებს.