05/05/2026
განაცხადების მიღება დაიწყო!
კონკურის 2026
კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებები
1. კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია:
ა) სოფლის მეურნეობა:
ა.ა) მემცენარეობა, მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ბაღების მოწყობა, არსებულის აღდგენა-განახლება: ნერგების შეძენა, სარწყავი სისტემის შესყიდვა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებისათვის საჭირო შესაბამისი მანქანა-დანადგარებისა და ტექნოლოგიური საშუალებების შესყიდვა;
ბ) მეცხოველეობა:
ბ.ა) მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება-გადამუშავებისათვის საჭირო მანქანა-დანადგარებისა და ტექნოლოგიური საშუალებების შესყიდვა;
გ) სოფლად ტურიზმის განვითარება;
დ) კულინარია;
ე) ხელოვნება და ხელსაქმე.
ვ) და სხვა.
2. პროექტი არ უნდა ეხებოდეს სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს წარმოების მიმართულებებს, მის პოპულარიზაციას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას ან/და აღჭურვას.
✔︎ ქედის მუნიციპალიტეტის მერია, ,,ქალთა ოთახი“ აცხადებს კონკურსს ,,ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც შემდგომში განაპირობებს ქალთა აქტიურობასა და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას. პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელ 45 000 ლარს შეადგენს.
✔︎ თითოეულ პროექტზე, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან თანადაფინანსების მინიმალური ოდენობა შეადგენს 1000 ლარს, ხოლო მაქსიმალური - 7000 ლარს, რაც განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი პროექტის ღირებულების - 80%-ია, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა - არანაკლებ - 20%, თანადაფინანსების ოდენობა შეიძლება გაიზარდოს პროექტის ჯამური ღირებულების შესაბამისად.
✔︎ კონკურსით ისარგებლებს:
🔘 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი ქალი ან ქალთა საინიციატივო ჯგუფი;
🔘 ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირებულია ქედის მუნიციპალიტეტში.
✔︎ კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება:
🔘 პირს, რომელიც არის აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული გასულ წლებში.
🔘 პირს, რომელსაც აქვს საბანკო დავალიანება, ყადაღა და რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში;
🔘 ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში და საკრებულოში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრს (შენიშვნა: ამ კონკურსის მიზნებისათვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება პირის მეუღლე, შვილი, გერი, და და ძმა, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი), აგრეთვე ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დაფუძნებულ/დაქვემდებარებაში არსებულ სამეწარმეო და არასამეწარმეო ორგანიზაციებში დასაქმებულ მოსამსახურეებს;
🔘 ბენეფიციარს კონკურსში ჩართვის მიზნით ეკრძალება ისეთი პროექტის წარმოდგენა რომელიც ფინანსდება სახელმწიფოს ან/და აჭარის ბიუჯეტის შესაბამისი პროგრამებიდან.
ბიზნეს-იდეის შევსების ფორმა იხილეთ ლინკზე: 👇https://we.tl/t-GE7OG9JYRpc9GukE
✔︎ განცხადების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 04 ივნისი 18:00 საათი.
👉 განაცხადი უნდა შემოიტანოთ:
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია;
ელ-ფოსტა: [email protected]
კონსულტაციის მიღება შესაძლებელია:
ლინკი: https://we.tl/t-T0f52n2TOgjM3fGs
მობილური: 599 32 64 00; 595 01 05 69.
27/01/2026
📣 ცხადდება კონკურსი სათემო ინიციატივების შესარჩევად! გაქვს იდეა, რომელიც შენს თემს გააძლიერებს? ახლა დროა იმოქმედო!
📣პროექტის „დემოკრატიის ხმები: მედია წიგნიერებისა და სამოქალაქო შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში ცხადდება კონკურსი, სათემო ინიციატივების შესარჩევად, რომლებიც განხორციელდება თემის წევრების მიერ.
🔹 ვისთვისაა კონკურსი?
✔️ სრულწლოვანი პირებისთვის - ინდივიდუალურად
✔️ საინიციატივო ჯგუფებისთვის (16+), სრულწლოვანი ლიდერის მონაწილეობით
✔️ საინიციატივო ჯგუფის/პირის ფორმალური რეგისტრაცია საჭირო არ არის
✔️ პრიორიტეტი მიენიჭება „დემოკრატიის ხმების“ პროექტის ბენეფიციარებს
🔹 დაფინანსების პრიორიტეტული მიმართულებები:
📚 საგანმანათლებლო ინიციატივები (მედიაწიგნიერება, კრიტიკული აზროვნება, სამოქალაქო განათლება)
📢 ცნობიერების ამაღლება (დეზინფორმაცია, პროპაგანდა, დემოკრატიული პროცესები)
🤝 სამოქალაქო ჩართულობა და თემის პრობლემების მოგვარება
📍 ინიციატივების განხორციელების ლოკაციები:
ქედა, ჯვარი, სენაკი, ჩოხატაური, ხონი, ხარაგაული, ამბროლაური, ახალციხე, ახალქალაქი, წეროვანი, კასპი, ლელიანი, კოდა, მარნეული, ბოლნისი
💰 დაფინანსება:
✔️ შეირჩევა 15 ინიციატივა
✔️ თითოეული ინიციატივის მაქსიმალური ბიუჯეტი – 2577 ლარი
✔️ მონაწილეები მიიღებენ მენტორულ და საკონსულტაციო მხარდაჭერას
🗓 ვადები:
📌 განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 16 თებერვალი
📌 ინიციატივის ხანგრძლივობა – მაქსიმუმ 2 თვე
📌 განხორციელება შესაძლებელია 2026 წლის 20 ივნისამდე
📨 როგორ უნდა შეიტანოთ განაცხადი?
გადადით მოცემულ ბმულზე - https://drive.google.com/drive/folders/1AdyjSv-PyHU-U9638wccqFl5pNROKQXu?usp=drive_link გაეცანით დეტალურ ინფორმაციას, ჩამოტვირთეთ და შეავსეთ მოკლე განაცხადის ფორმა. შევსებული განაცხადი გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: 📧 [email protected]
📌 Subject: საინიციატივო განაცხადი
12/11/2025
მეგი ჩხაიძის - წარმატების ისტორია
ჩვენი, კონკურსის კიდევ ერთი გამარჯვებული.
ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია მიზანმიმართულ პროგრამებს ხელიშეუწყოს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებასა და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას სოფლად.
ბათუმის–ახალციხის დამაკავშირებელი მაგისტრალის გასწვრივ, სოფელ ახოში, იჯარით აღებული აქვს 90 კვ.მ ფართი, სადაც აწარმოებს აჭარულ ტრადიციულ პროდუქტებს — სინორსა და ერიშტას. აღნიშნული პროდუქცია გამოირჩევა მაღალი
მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა წარმოების გაფართოების საჭიროება, რისთვისაც საჭირო გახდა დამატებითი 6 ლანგრიანი ელექტრო ღუმელის შეძენა. ქედის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახის პროგრამის ფარგლებში მიიღო მონაწილეობა მოიპოვა დაფინანსება, შეიძინა ახალი ღუმელი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს წარმოების ზრდასა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას.
როგორც, თავად აღნიშნავს - ,,პროგრამის მნიშვნელობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა სოფელში, სადაც ქალებს ხშირად ნაკლები რესურსი და ფინანსური შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ბიზნესის დასაწყებად ან გასაფართოებლად. აღნიშნული პროგრამა ქალებს გვაძლევს საშუალებას მიიღონ ფინანსური მხარდაჭერა, გაიუმჯობესონ ცოდნა, განავითარონ საწარმოო უნარები და შექმნან საკუთარი შემოსავლის წყარო“.
Send a message to learn more
12/11/2025
ქედაში, “აწარმოე საქართველოში” სააგენტოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ,,აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს აჭარის საკონსულტაციო ცენტრის მენეჯერი ნინო წულაია და ბიზნეს კონსულტანტი მერი შავაძე უძღვებოდნენ.
შეხვედრის მიზანს ადგილობრივი მეწარმეების ინფორმირება სააგენტოს მიერ განხორციელებულ ბიზნესმხარდამჭერი პროექტებისა და სერვისების შესახებ წარმოადგენდა.
ღონისძიება წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას მეწარმეებისთვის, რომლებსაც სურთ გააფართოვონ თავიანთი საქმიანობა, დაამყარონ ახალი პარტნიორობა და გამოიყენონ სახელმწიფო მხარდაჭერის შესაძლებლობები ბიზნესის გასავითარებლად.
შეხვედრას მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძე, ქალთა ოთახის წარმომადგენლები და ადგილობრივი მეწარმეები ესწრებოდნენ.
ღონისძიებას ორგანიზებას სააგენტო - „აწარმოე საქართველოში“ აჭარის რეგიონული საკონსულტაციო ცენტრი და ქედის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახი უწევდნენ.