ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია-Kharagauli Municipality Hall

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია-Kharagauli Municipality Hall

Share

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება

Photos from იმერეთის მხარე's post 16/06/2022

#საერთაშორისოფესტივალი
#თეატრალურიიმერეთი2022

🎭 საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2022“ გაიხსნა

🎭 ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრში ფესტივალის ფარგლებში პირველი წარმოდგენა ზესტაფონის, უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრმა გამართა.

,,ვულოცავ იმერეთს მე-13 თეატრალური ფესტივალის დაწყებას, ფესტივალის რომელიც დიდიხანია გასცდა, როგორც იმერეთს ასევე, საქართველოს ფარგლებს და შეიძინა საერთაშორისო მასშტაბები. წელს ფესტივალი განსხვავებული ფორმატით ტარდება. თეატრები სპექტაკლებს თავიანთ მუნიციპალიტეტებში წარმოადგენენ, ამ ნაბიჯით ვცდილობთ, კიდევ უფრო გავაცოცხლოთ თეატრალური ცხოვრება მუნიციპალიტეტებში“ - ზვიად შალამბერიძე.

🎭 წელს ფესტივალზე რეგიონის თეატრალური დასების მიერ წარმოდგენილი განსხვავებული ჟანრისა და შინაარსის სპექტაკლების გარდა, მაყურებელი ნახავს ყაზახეთის თეატრისა და თბილისის ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენებს.

🎭 ფესტივალის ფარგლებში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილი იქნება 17 სპექტაკლი. მაყურებელს საშუალება ეძლევა 16 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით მისთვის სასურველ წარმოდგენას დაესწროს.

🎭 სპექტაკლებს შეაფასებს პროფესიული ჟიური და ფესტივალის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ფესტივალის დახურვის ღონისძიება ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრში 1 ივლისს გაიმართება.

🎭 პროექტს უკვე მეცამეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდაჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ,,თეატრალური იმერეთი“ ყოველწლიურად უფრო მასშტაბურია და რეგიონის თეატრების გარდა სხვა დასებიც მონაწილეობენ. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

16/06/2022

👏👏👏
💃🕺

🎭იმერეთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება.

🎭 ფესტივალის ფარგლებში საპრემიერო ჩვენება ხარაგაულში გაიმართება , რომელსაც ფესტივალის ჟიური დაესწრება.

🔵ხარაგაულის თეატრი ფესტივალზე ნინო მირზიაშვილის სპექტაკლით ,,მაცეკვე ტანგო“ წარსდგება.

🟡პრემიერა 23 ივნისს გაიმართება.
სპექტაკლის რეჟისორი, ირინე ჩხეიძე.
მონაწილეობენ: ბათუ კიკნაძე , ირინე ჩხეიძე, ლია ჭიპაშვილი, გიორგი მაქაძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი, ვასილ კიკნაძე. თეატრის მხატვარი - გაიოზ შუბითიძე.

🎭იმერეთის თეატრალური ფესტივალი ოფიციალურად დღეს, 16 ივნისს გაიხსნა.
🎭

Photos from ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია-Kharagauli Municipality Hall's post 15/06/2022

🟢👇 ხარაგაულში ოჯახში ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერის მიზნით ახალი, სამ წლიანი პროექტი იწყება.

🟡 პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.

🟡 „გენდერული და ოჯახში ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა-PASS” - ასეთია პროექტის სახელწოდება, რომლის შესახებაც სრული ინფორმაცია ფონდ ,,აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლებმა მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსს, ნანა კიკნაძეს, მერის თანაშემწეს , ჟანა ნემსაძეს და ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსს, თეა ბერიძეს მიაწოდეს.

🟢 როგორც შეხვედრაზე აღინიშნა პროექტი ძალადობის შედეგად დაზარალებულთა ფსიქო-სოციალურ და სამართლებრივ მხარდაჭერას ითვალისწინებს. პროექტით მოსარგებლეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ პროფესიული განათლება მიიღონ და მცირე გრანტების პროგრამაში ჩაერთონ.
👇👇👇
🤝მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე:
,,ვგეგმავთ აქტიურად ჩავერთოთ პროექტში, შევხდეთ ისეთ ოჯახებს, რომლებსაც ეკონომიკური გაძლიერება ესაჭიროებათ და ძალადობის მსხვერპლნი არიან. მოხდება მათი გადამზადება, შეისწავლიან კონკრეტულ პროფესიას და გრანტის სახით მიიღებენ დაფინანსებას 1500 ევროს ფარგლებში, რაც ასეთ ოჯახებს კიდევ უფრო გააძლიერებთ.“

🤝ალექსანდრე ქურციკიძე(აფხაზინტერკონტის წარმომადგენელი):

,,პროექტი სამი წელი გაგრძელდება. ძირითადი მიზანია გენდერული და ოჯახში ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერა. პროექტი მოიცავს მსხვერპლთა მიმართ იურიდიულ, სოციალურ და ეკონომიკურ დახმარებას. ძალადობის განმეორებით თავიდან აცილებას, რათა ამ ტიპის შემთხვევები მინიმუმამდე დავიყვანოთ.“

✋პროექტს ASB საქართველო, ღია სივრცე კავკასია, მედიაცენტრი კახეთი და ფონდი „აფხაზინტერკონტი“ ახორციელებს.

Photos from ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია-Kharagauli Municipality Hall's post 15/06/2022

📚☀️
🤗🤝

ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა👏👏👏
იხილეთ: https://bit.ly/3HnyAOY

Photos from ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია-Kharagauli Municipality Hall's post 15/06/2022

🟢 სპორტისა და ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის პირველობამ, მინი ფეხბურთში ორგანიზაციებს შორის, სტარტი აიღო.
ნახეთ: https://bit.ly/39s5l0W

Photos from ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია-Kharagauli Municipality Hall's post 15/06/2022

📚☀️

🤗🤝

📕📚ხარაგაულის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ კამპანია ,,ცოცხალი წიგნები - სოფლად“ დაიწყო.

📕მკითხველთან ურთიერთობის ასეთი ფორმატი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობილი პროექტის ,,ცოცხალი წიგნები“ გამოძახილია.

🏡შეხვედრები მკითხველთან, ღია სივრცეში, სოფელ მარელისსა და ვახანში გაიმართა.

📕📚მსმენელის წინაშე თავიანთი შემოქმედებით წარსდგნენ ხარაგაულის ,,ცოცხალი წიგნები“: იზა ვეფხვაძე, გურამ სახვაძე, ზეინაბ ბუაჩიძე, მამუკა ჭიპაშვილი,სპარტაკ ლაცაბიძე, ნანუკა ჭანკვეტაძე.

📕როგორც კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი , მამუკა ჭიპაშვილი განმარტავს,
მკითხველთან შეხვედრები ზაფხულის პერიოდში ხარაგაულის სხვა სოფლებშიც ჩატარდება.

Photos from ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია-Kharagauli Municipality Hall's post 15/06/2022


🤲
🤲სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე ,მატერიალური დახმარების გაწევის კომისიამ სამუშაო შეხვედრა გამართა.

✍️სხდომას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ხელმძღვანელობდა.

🤲კომისიის წევრებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, სტიქიის შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეთა განცხადებები განიხილეს. არსებული მდგომარეობის შესაბამისად კატეგორიები განსაზღვრეს და დადებითი გადაწყვეტილებები ერთობლივად მიიღეს.

✍️ სტიქიის შემსწავლელი კომისია ამ ეტაპზე 68 ოჯახის განცხადებას სწავლობს.

‘ივნისის თვე აქტიური იქნება,’-განცხადებები, რომელიც ხარაგაულის მერიაში გამართულ თათბირზე გა 13/06/2022



🤝

‘ივნისის თვე აქტიური იქნება,’-განცხადებები, რომელიც ხარაგაულის მერიაში გამართულ თათბირზე გა ხარაგაულის მერიაში ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა, რომელსაც ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ....

Photos from ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია-Kharagauli Municipality Hall's post 13/06/2022

🟢 მერიის სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.კომისიის წევრებმა მოქალაქეების განცხადებები განიხილეს, რომელზეც დადებითი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

✍️კომისიას, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ხელმძღვანელობს.

🤲ხარაგაულის მერია მოქალაქეებს 21 სახის სოციალურ პროგრამას სთავაზობს.

#მუდამთქვენსგვერდით🤝
🤲

Photos from ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია-Kharagauli Municipality Hall's post 13/06/2022

🆕 დღეს ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა.
👇👇👇👇
🟦 თათბირს ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელსაც მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ინგა ლურსმანაშვილი,მერის თანაშემწე , ჟანა ნემსაძე და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის უფროსი, ალექსანდრე ტაბატაძე ესწრებოდნენ.

🏡 ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელება იწყება. ამის შესახებ თათბირზე განცხადება მერის მოადგილე, დავით დევდარიანმა გააკეთა.

🟦 თათბირზე მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს დაევალათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაში.

💬 მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი:
,,ჩვენი მთავარი მიზანია, ყველა პროექტი დროულად და ხარისხიანად განხორციელდეს. მერის წარმომადგენლებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში სამუშაოებზე მკაცრი კონტროლი უნდა განახორციელონ, რომ მოსახლეობის მოთხოვნები მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს.“

🤲🤲 ივნისის თვე აქტიური იქნება სოციალური მიმართულებით. სოციალურ საკითხთა კომისია მოქალაქეების განცხადებების განხილვისას და გადაწყვეტილებების მიღებისას მერის წარმომადგენელების შეფასებებს დაეყრდნობა.

✍️ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, ინგა ლურსმანაშვილის განცხადებით , ხარაგაულის მერია ინვენტარიზაციის საკმაოდ შრომატევად პროცესს იწყებს. სპეციალური ჯგუფი გასვლით სამუშაო შეხვედრებს თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში ჩაატარებს.
#დღესორშაბათია

12/06/2022
ბაზალეთსა და ქროლში საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს 10/06/2022

მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ✋

საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ბესიკ კვირიკაშვილი ✋

🤝

ბაზალეთსა და ქროლში საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკით.....

Want your business to be the top-listed Government Service in Kharagauli?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


9 აპრილის ქ. #15
Kharagauli
433