01/11/2025
🟠 #ხარაგაულელები
🎶 ქართული ტრიუმფი მსოფლიო ოპერაში! 🇬🇪
21 წლის ქართველი მეცო-სოპრანო ეკატერინე ბუაჩიძე (Kato Buachidze) გახდა 2025 წლის მსოფლიო ოპერის კონკურსის – Operalia-ს გამარჯვებული! 🏆
ეკატერინე (კატო) ბუაჩიძე, ამ შესანიშნავი გვარის კიდევ ერთი, ახალი წარმომადგენელია, ვინც საქართველოს სახელი შორს გაიტანა, ამჯერად საოპერო დარგში.
კატო ქართველი პოეტისა და ესეისტის - ანდრო ბუაჩიძის შვილია, წარმოშობით "კორიფეების სამჭედლოდ წოდებული სოფელ ფარცხნალიდან.
დაიბადა თბილისში. მისი მუსიკალური გზა დაიწყო ბავშვთა ფოლკლორულ გუნდში „პატარა გეორგიკა“, რომლის შემადგენლობაშიც მან 2017 წელს ბერლინში მოიგო Grand Prix of Nations.
2020 წელს მან ჩააბარა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში და უკვე 2023 წელს შეუერთდა Teatro dell’Opera di Roma-ს ახალგაზრდული პროგრამას Fabbrica Young Artist Programme, სადაც დებიუტი ჰქონდა Kate Pinkerton-ის როლში ოპერიდან Madama Butterfly.
ასევე შესრულებული აქვს ისეთი პარტიები, როგორიცაა: Flora (La Traviata), Drummer (The Emperor of Atlantis), Shepherdess (Jenůfa)
2024/25 სეზონიდან ეკატერინე მიუნხენის ბავარიული სახელმწიფო ოპერის წევრია, (Bavarian State Opera Studio), სადაც უკვე ასრულებს ისეთ როლებს, როგორიცაა: Glascha (Kát’a Kabanová), Sandman (Hansel and Gretel), Second Girl (The Marriage of Figaro), Annina (La Traviata)
🌟 Operalia 2025:
საოპერო მომღერალთა საერთაშორისო კონკურსზე "ოპერალია 2025", რომლის მიზანი ახალგაზრდა მომღერლების აღმოჩენაა, ეკატერინემ მოიპოვა პირველი პრემია (ქალი მონაწილეებში) და ასევე მიიღო:
Pepita Embil Prize of Zarzuela (ზარზუელის ჟანრში საუკეთესო შესრულებისთვის)
Rolex Prize of the Audience (მაყურებლის პრიზი)
ფინალი გაიმართა 2025 წლის 26 ოქტომბერს სოფიაში (ბულგარეთი), სადაც იგი ბრწყინვალედ შესრულებულმა როსინის არიამ “Nacqui all’affanno” (La Cenerentola, II აქტი) სრულიად მოხიბლა ჟიურიც და მაყურებელიც. 🎭
#ბუაჩიძე
ფოტო: Operalia
სტატიის ავტორი - გივი კურტანიძე
22/10/2025
🟠 ✝⛪ 21 ოქტომბერი ხარაგაულის საკათედრო ტაძარზე ჯვრის აღმართვის დღეა!
☦ შვიდი წლის წინ, 2018 წლის 21 ოქტომბერს ხარაგაულის მშენებარე საკათედრო ტაძარზე ჯვარი აღმართეს.
📽 ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის ამსახველი ვიდეოს ნახვა შეგიძლია ჩვენი გვერდის იუთუბის არხზე.
🎬 ვიდეოს ბმულს გაგიზიარებთ კომენტარში.
#ხარაგაული #ხარაგაულელები
☦ მას შემდეგ, რაც ხარაგაულის მშენებარე საკათედრო ტაძარს გუმბათი დაედგა, შენობა უკვე ძალიან ბევრი ისეთი ადგილიდან გამოჩნდა, საიდანაც აქამდე შეუმჩნეველი იყო.
📸 სწორედ ამის გამოხმაურებაა ჩვენი ახალი ფოტო აქცია.
მაშ ასე, ფოტო გამოწვევას #გადაუღეტაძარს პირველი გამოხმაურება აქვს ეკა მახარაშვილისგან:
🎙 "ხარაგაულელი არ ვარ მაგრამ მაინც მიყვარს მაქაურობა", მომწერა ეკამ ფოტოების გამოგზავნის შემდეგ.
❗ ასე, რომ ჩაერთე ფოტოგამოწვევაში: გადაუღე ფოტო ხარაგაულის მშენებარე საკათედრო ტაძარს განსხვავებული, ორიგინალური და საინტერესო რაკუსით ახალი ადგილიდან და მონიშნე სათანადო ჰაშტაგით #გადაუღეტაძარს, ან გამოგვიგზავნე ფოტოები ჩვენს გვერდზე.
--------------------------------------------------------------------------
🤝 ჩვენი პარტნიორია https://fb.com/GivifilmsStudio
17/10/2025
🟠 რუბრიკა გაყვითლებული ფურცლებიდან ⤵️
🔵🟢 დაბა ხარაგაული, 1990 წ.
🔙 ხარაგაულის რაიონის ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტი.
საფეხბურთღო კლუბი "ჩხერიმელა"
კალენდარი
🔙საქართველოს სსრ პირველობის ხარაგაულის "ჩხერიმელას" გუნდისათვის
ცენტრალური ქვეჯგუფი, II ლიგა.
📄 ხარაგაულის სტამბა, შეკვეთა 864, ტირაჟი 1000
#ხარაგაული #ჩხერიმელა
16/10/2025
🟠 დაბა ხარაგაული 29.09.2025
ფოტო - 𝐆𝐢𝐯𝐢 𝐅𝐢𝐥𝐦𝐬 𝐏𝐡𝐨𝐭𝐨
💛 მოიწონე, დააკომენტარე, გაიზიარე.
#ხარაგაული #ხარაგაულელები
16/10/2025
#გიორგისთვის
მეგობრებო, 37 წლის ხარაგაულელ ახალგაზრდას გიორგი ნიქაბაძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.
მკურნალობა რომელსაც გიორგი გადის ძვირადღირებულია. ამ დრომდე ოჯახი ახერხებდა საკუთარი ხარჯებით მკურნალობას.
ამ ეტაპზე მათთვის უკვე შეუძლებელია თანხის მოძიება რადგან ყველა შესაძლო სახსრები უკვე მოძიებული და გამოყენებულია.
გთხოვთ, მხარი დავუჭიროთ ერთად გიორგის რათა მან შეძლოს მკურნალობის გაგრძელება.
თანხის დარიცხვა შესაძლებელია შემგედ ანგარიშებზე:⤵️
👇
საქართველოს ბანკი:
მიმღ: ლიანა ღამბაშიძე (დედა)
თიბისი ბანკი:
მიმღ: ლაშა ნიქაბაძე
ლიბერთი ბანკი:
მიმღ: ლაშა ნიქაბძე (ძმა)
მადლობა თითოეულ თქვენგას მხარდაჭერისა და გვერდით დგომისთვის❤️
12/10/2025
🟠 შემეცნებითი გასეირნება სპეციალურად ხარაგაულელებისათვის!
🟠 ნაადრევად გადავიარეთ მშენებარე გზა, რომ თქვენთვის გვეჩვენებინა!
🚗 ერთად ვიმოგზაურებთ მშენებარე გზით, რომელიც მოლითიდან გადის წიფა–ფონას მიმართულებით ხარაგაულის აღმოსავლეთის გადმოსახვევამდე — რომელიც არის ჩუმათელეთში.
🎬 ვიდეოში ნახავთ:
გზის მიმდინარე მდგომარეობას — რა დასრულდა და რა ეტაპები დარჩა;
ულამაზეს ხედებს, რომლებიც მომავალში ამ გზაზე მგზავრობას ნამდვილ სიამოვნებად აქცევს;
მოკლე ისტორიებსა და ამბებს გზასთან ახლოს მდებარე საინტერესო ლოკაციებზე.
📌 თუ ხარაგაულელი ხარ — ეს ვიდეო შენთვისაა.
📌 თუ ტურისტი ხარ — გაიგებ, როგორი სამოთხეა იმერეთის გული.
🎬 გაიზიარე და ჩაუჯექი!
#ხარაგაული #ხარაგაულელები
მშენებარე გზით ვიმგზავრეთ ხარაგაულიდან, მოლითის წიფას და ფონას გავლით ჩუმათელეთამდე.
🟠 შემეცნებითი გასეირნება სპეციალურად ხარაგაულელებისათვის!🟠 ნაადრევად გადავიარეთ მშენებარე გზა, რომ თქვენთვი....
12/10/2025
🟠 ნაადრევად გადვიარეთ მშენებარე გზა, რომ თქვენთვის გვეჩვენებინა!
🟠 დღეს, იუთუბის არხზე "ხარაგაული და ხარაგაულელები" დაიდება ახალი ვიდეო, სადაც ერთად ვიმოგზაურებთ მშენებარე გზით, მოლითიდან წიფა - ფონას გავლით - ხარაგაულის აღმოსავლეთის გადმოსახვევამდე, რომელიც ჩუმათელეთში მდებარეობს.
🎬 ვიდეოში ნახავთ მშენებარე გზის ახლანდელ მდგომარეობას, თვალს შეავლებთ იმ ულამაზეს ბუნებას, რომლის ფონზე მგზავრობაც დიდი სიამოვნება იქნება და გაეცნობით მოკლე ამბებს გზასთან ახლოს მდებარე მნიშვნელოვანი ლოკაციების შესახებ.
🔻 არხის ბმული: https://www.youtube.com/
გამოწერა აუცილებელია 😉
გაიზიარეთ!
#დევები #დევისხვრელი #ხარაგაული
@გამომწერები 𝐆𝐢𝐯𝐢 𝐅𝐢𝐥𝐦𝐬 𝐏𝐡𝐨𝐭𝐨
21/09/2025
🟠🎬🗿 ამ წუთებში იუთუბის არხზე "Givi Films მოგზაური" მიმდინარეობს პრემიერა დაანონსებული ფილმისა:
"დევისხვრელის მღვიმე და დევების ქანდაკებები
ისტორიული ამბები და ლეგენდები ხარაგაულიდან"
პრემიერის ბმული იხილე კომენტარში ⤵️
და არხის გამოწერაც არ დაგავიწყდეთ.