სსიპ-ლესია უკრაინკას სახელობის დაბა სურამის N3 საჯარო სკოლა

სსიპ-ლესია უკრაინკას სახელობის დაბა სურამის N3 საჯარო სკოლა

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სსიპ-ლესია უკრაინკას სახელობის დაბა სურამის N3 საჯარო სკოლა, Public School, Khashuri.

14/05/2026

ადამიანის ყველაზე დიდი სიმდიდრე ის სიყვარული და პატივისცემაა, რომელსაც წლების განმავლობაში სხვების გულებში ტოვებს. თქვენ სწორედ ასეთი ადამიანი ხართ — ღირსეული დირექტორი, გამორჩეული მასწავლებელი და მრავალი თაობის აღმზრდელი.
თქვენი შრომა მხოლოდ სკოლის კედლებში არ დარჩენილა — ის ცხოვრებებში გაგრძელდა. უამრავი მოსწავლე დღესაც მადლიერებით იხსენებს თქვენს სიბრძნეს, ადამიანურ დამოკიდებულებასა და იმ ფასეულობებს, რომლებიც მათში დათესეთ.
თქვენ იყავით ადამიანი, რომელმაც სკოლა არა მხოლოდ მართა, არამედ ოჯახად აქცია. თქვენი სიტყვა, გამოცდილება და მაგალითი დღემდე ბევრისთვის გზის მაჩვენებელია.
გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმშვიდეს, სიხარულს და სიყვარულით სავსე დღეებს.
დაე, მუდამ გეგრძნოთ იმ ადამიანების მადლიერება, რომელთა ცხოვრებაშიც ასეთი დიდი კვალი დატოვეთ.

დიდი პატივისცემითა და სიყვარულით - სსიპ ლესია უკრაინკას სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N3 საჯარო სკოლა

Photos from სსიპ-ლესია უკრაინკას სახელობის დაბა სურამის N3 საჯარო სკოლა's post 28/04/2026

სსიპ ლესია უკრაინკას სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N3 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ ჩაატარა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელსაც შემოუერთდა დაწყებითი საფეხურის და ხელოვნების მასწავლებლები. ხელოვნების მასწავლებელმა, ინგა ჩაჩანიძემ მოსწავლეებს შეაქმნევინა კალიგრაფიის ნიმუშები, რომელიც გამოფინეს დასკვნით ღონისძიებაზე. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს სახალისო აქტივობები , ,,არა ბარბარიზმებს'', ,,სწორია არასწორია'', ,,ყველაზე ლამაზი ქართული სიტყვა'' , ,,სიტყვების კონსტრუქტორი''. ისაუბრეს 1978 წლის მოვლენებზე და გაიხსენეს ქართულ ენასთან დაკავშირებული მხატვრული გამონათქვამები.

Photos from სსიპ-ლესია უკრაინკას სახელობის დაბა სურამის N3 საჯარო სკოლა's post 28/04/2026

სსიპ ლესია უკრაინკას სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N3 საჯარო სკოლის მე-6 კლასი 2026 წლის 23 აპრილს, საგაკვეთილო პროექტიდან გამომდინარე, მომზადებული პროექტით იმყოფებოდნენ ქ. ქუთაისში, ზაქარია ფალიაშვილის მუზეუმში. დირექტორმა მარინა სულაქველიძემ სიღრმისეულად გააცნო ბავშვებს ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა. ასევე ესტუმრნენ ლადო მესხიშვილის თეატრს, სადაც უყურეს ოპერას ,,ქეთო და კოტე''.
პროექტის ორგანიზატორი მუსიკის პედაგოგი მაია თათარაშვილი. კლასის ხელმძღვანელი ნინო საველიევი.

Photos from სსიპ-ლესია უკრაინკას სახელობის დაბა სურამის N3 საჯარო სკოლა's post 28/04/2026

სსიპ ლესია უკრაინკას სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N3 საჯარო სკოლაში 2026 წლის 20 აპრილს გაიმართა ,,ტვინების ბრძოლის'' მორიგი საგაზაფხულო თამაში.

Photos 22/04/2026

სსიპ ლესია უკრაინკას სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N3 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ორმოცაძე მონაწილეობას იღებს საჯარო დებატების პროექტში "ახალგაზრდები რეგიონული განვითარებისთვის".
პროექტი ხორციელდება სახელმწიფო გრანტის ფარგლებში სსიპ - სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს მხარდაჭერით.

Photos from სსიპ-ლესია უკრაინკას სახელობის დაბა სურამის N3 საჯარო სკოლა's post 14/04/2026

14 აპრილი- ქართული ენის დღეა! 💫🇬🇪
სსიპ ლესია უკრაინკას სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N3 საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეულის ფარგლებში II კლასის მასწავლებელმა, ქეთევან გოგინაშვილმა, ჩაატარა შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება.
მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია 1978 წლის 14 აპრილს განვითარებული მოვლენების შესახებ. ისაუბრეს ქართული ენის მნიშვნელობასა და მისი დაცვის აუცილებლობაზე.
ითამაშეს ინტელექტუალური თამაში -,,ვინ უკეთ იცნობს ქართულ ენას“. მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, ქართულ ენაზე და ცნობილი ადამიანების მიერ გამოთქმული საინტერესო ფრაზები. ბოლოს, შეასრულეს სიმღერა ,,აი ია“
იაკობ გოგებაშვილის დედა ენის დაბეჭდვიდან 150-ე წლისთავთან დაკავშირებით წაიკითხეს ,,საგანძურიდან“ სხვადასხვა მოთხრობები.
II კლასის მოსწავლეებს მხარს უჭერდა და ყურადღებით უსმენდა VI კლასი.

Photos from სსიპ-ლესია უკრაინკას სახელობის დაბა სურამის N3 საჯარო სკოლა's post 06/03/2026

სსიპ ლესია უკრაინკას სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N3 საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგმა მაია თათარაშვილმა დედის დღესთან დაკავშირებით ჩაატარა ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ I, II, III, IV, V, VI და VII კლასის მოსწავლეები. ღონისძიება იყო მრავალფეროვანი, ხალისიანი და საინტერესო.

Photos from სსიპ-ლესია უკრაინკას სახელობის დაბა სურამის N3 საჯარო სკოლა's post 05/03/2026

სსიპ ლესია უკრაინკას სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N3 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა მუსიკის გაკვეთილზე განახორციელეს პროექტი. თემა: ,,მითი და რეალობა.'' მათ შორის გააკეთეს მსგავსება და განსხვავება. შექმნეს პოსტერები.

03/03/2026

სსიპ ლესია უკრაინკას სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N3 საჯარო სკოლა, 2026-2027 სასწავლო წლისთვის, პირველ კლასში დაარეგისტრირებს მოსწავლეებს, რომლებსაც 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება – საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების აზრის მოსმენა და გათვალისწინება. იცით, რომ რეფორმის ეროვნული კონცეფციის წარდგენა და დაანონსება 2025 წლის დეკემბერში მოხდა, შესაბამისად, შევეცადეთ, გარდამავალი პერიოდი ყოფილიყო მაქსიმალურად გამარტივებული სასკოლო საზოგადოებისთვის.

მშობელთა უმეტესობა უკვე აწარმოებდა მოლაპარაკებებს კონკრეტულ სკოლებთან და ბავშვებს ამზადებენ პირველი კლასისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ პრიორიტეტად დავაყენეთ მშობელთა საუკეთესო ინტერესები,“ – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში სასკოლო ასაკთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საზოგადოებაში განხილვის საგნად იქცა. მისი თქმით, არაერთი დისკუსიის შედეგად, საქართველოს მთავრობამ მშობელთა პოზიცია და მათი საუკეთესო ინტერესები გაითვალისწინა.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დავიწყეთ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც, სკოლებში განათლების ხარისხის ზრდისა და სასკოლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ. მათ შორის, ერთ-ერთი ინიციატივა შეეხება სასკოლო ასაკს. კერძოდ, იმას, რომ რეფორმის ფარგლებში ბავშვის პირველ კლასში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი. ჩვენი ეს ინიციატივა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც ითვალისწინებს სასკოლო პროცესში ჩართვისთვის ბავშვის სოციალურ-ემოციურ მზაობასა და მისთვის მინიმალური კომპეტენციებისა და საჭირო უნარების განვითარებას.

ბოლო პერიოდში აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებაში იქცა განხილვის საგნად. გვქონდა აქტიური დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით – სხვადასხვა რეგიონში შევხვდი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის მშობლებს, რომელთა მხრიდან, სასკოლო ასაკის გარდა, არაერთი აქტუალური გამოწვევის შესახებ მივიღე ინფორმაცია. ამასთან, სისტემატურად ვეცნობოდით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, არაერთ მომართვასა და განცხადებას.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით მსურს, აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ განათლების ხარისხის ზრდას და პროცესები მაქსიმალურად იყოს საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული. არაერთხელ გვითქვამს, რომ ყოველთვის საინტერესოა განსხვავებული პოზიციების მოსმენა, მათ შორის, კრიტიკულისაც, თუ ის არგუმენტებით გამყარებული და დასაბუთებულია.

ჩვენ რეფორმის უმთავრეს მიზნად დავსახეთ სკოლებში მოსწავლეზე და მის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა. ამის შესაბამისად, კვლავ გავაგრძელებთ თანამშრომლობას სასკოლო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან, მშობლებთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან, რათა ყველა გადაწყვეტილება ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ იყოს მიმართული და ეფუძნებოდეს პროფესიულ ანალიზს,“ – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

Photos from სსიპ-ლესია უკრაინკას სახელობის დაბა სურამის N3 საჯარო სკოლა's post 19/02/2026

სსიპ ლესია უკრაინკას სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N3 საჯარო სკოლის მე-7 კლასი, 13 თებერვალს საგაკვეთილო პროექტიდან გამომდინარე მომზადებული პროექტით იმყოფებოდნენ ქ. ქუთაისში ზაქარია ფალიაშვილის მუზეუმში. დირექტორმა მარინა სულაქველიძემ სიღრმისეულად გააცნო ბავშვებს ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა. ასევე ესტუმრნენ ლადო მესხიშვილის თეატრს, სადაც უყურეს ოპერას ,,ქეთო და კოტე''.
პროექტის ორგანიზატორი მუსიკის პედაგოგი მაია თათარაშვილი. კლასის ხელმძღვანელი მაყვალა გოგნაძე.

Want your business to be the top-listed Government Service in Khashuri?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


Khashuri
5700