19/02/2019
ა(ა)იპ-ი "სავანეს" უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების მოვლა-პატრონობის განყოფილებაში 19.02.2019წ. შემოვიდა ზარი ქ.ხაშურში სააკაძის ქუჩაზე მობინადრე ძაღლების გაყვანის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე შეივსო რეაგირების ბარათი N27 და ჯგუფი გავიდა მითითებულ მისამართზე. ადგილზე მისულებს დაგვხვდა შემდეგი გარემოება კერძოდ: აღნიშნულ ძაღლებს ჩატარებული აქვთ კასტრაცია-სტერილიზაცია არიან დათაგულები(დაბირკულები) და ჩატარებული აქვთ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.ასევე ძაღლები არ არიან აგრესიულები არ უქმნიან საფრთხეს როგორც მოსახლეობას ასევე სხვა მობინადრე ცხოველებს.აქედან გამომდინარე აღნიშნული გარემოება არ გვაძლევს საფუძველს ცხოველების დროებით თავშესაფარში გადასაყვანად.
25/09/2018
ა(ა)იპ-ი "სავანე"-მ შეაკეთა და შეალამაზა სასეირნო ბაღის შესასვლელი,სპორტული მოედანი,შეიღება სკამები,ბორდიურები,საყვავილეები და შადრევანი.მოგმართავთ თხოვნით. გაუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ ჩვენი ქალაქის სილამაზე..
24/09/2018
ისრაელი
ავტომობილი უკანა მინაზე წარწერით: "აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა"
😍😍😍😍😍
თხოვნაა გააზიაროთ ფოტო, რათა უფრო ბევრმა ადამიანმა შეიტყოს ჩვენს შესახებ.
17/09/2018
12 სექტემბერს ა(ა)იპ-ი "სავანე"-ს უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების განყოფილებაში შემოვიდა ზარი რომ ტაბიძის ქუჩაზე მანქანა დაეჯახა ძაღლს.აღნიშნული ძაღლი გადმოვიყვანეთ დროებით თავშესაფარში ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა. აღნიშნული ძაღლი გამოჯამრთელდა. აქვე ვაქვეყნებთ ფიტოებს თუ ვინმეს ეცნობა ან იცით ძაღლის მეპატრონის ვინაობა მოგვმართეთ დროებით თავშესაფარში.
ქ.ხაშური გორგასალის ქუჩაN27 ტელ. 551-200-206
17/09/2018
დღეს ა(ა)იპ-ი "სავანე"-მ შეაკეთა სასეირნო ბაღში დაზიანებული სკამები. მოგმართავთ თხოვნით გაუფრთხილდეთ და დააფასოთ ჩვენი შრომა.
22/08/2018
გუშინ ა(ა)იპ-ი "სავანე"-მ შეაკეთა გაგარინის ქ. და კეცხოცელის ქ. მდებარე სკვერებში ბავშვთა გასართობი ატრაქციონები. მოსახლეობას მივმართავთ თხკვნით, ნუ დააზიანებენ და გაუფრთხილდნენ..