ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

Share

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
5700 ხაშური, ტაბიძის 2.
ტელ: 24 31 23

Photos from ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 07/05/2026

✔7 მაისს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი უძღვებოდა.

✔საკრებულომ მხარი დაუჭირა ცვლილებას დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“;

✔სხდომას ესწრებოდა მერის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელი ივანე ლოლაძე, რომელმაც განმარტა
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს მოვალეობები და მუნუციპალიტეტში მაღალმთაინი სოფლების კუთხით არსებული ვითარება გააცნო;

✔ დაამტკიცა განკარგულებები: ქალაქ ხაშურში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის ქსელური გავრცელების არეალში არსებული გეოგრაფიული ობიექტებისა და მასზე დაკავშირებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ;

✔დაბა სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში მდებარე მიხეილ მურვანიშვილის ქუჩის მიმდებარედ უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის მიხეილ მურვანიშვილის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ;

✔ქალაქ ხაშურში, აგრარული ბაზრის მიმდებარედ უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის ერეკლე II-ის ქუჩის სახელის მიჭების შესახებ.

✔მოისმინა ა(ა)იპ სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის მიერ 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

🔎ვრცლად სხდომის მასალები იხილეთ საკრებულოს ვებგვერდზე: Khashuri.org.ge

Photos from ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 07/05/2026

✔7 მაისს საკრებულოს მორიგი ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი უძღვებოდა.
✔ბიურომ თანხმობა მისცა საკრებულოს მორიგ სხდომაზე გასატან საკითხებს.
პროექტები საკრებულოს კომისიამ და მერიის ადმინისტრაციულმა სამსახურმა წარმოადგინეს.
🔎ვრცლად სხდომის მასალები იხილეთ საკრებულოს ვებგვერდზე: Khashuri.org.ge

Photos from ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 07/05/2026

✔დღეს, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ, მიხეილ ჯანაშვილის თავმჯდომარეობით, სხდომა გამართა.

✔კომისიამ წარმოადგინა მორიგ სხდომაზე გასატანი საკითხები ქალაქ ხაშურში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის ქსელური გავრცელების არეალში არსებული გეოგრაფიული ობიექტებისა და მასზე დაკავშირებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ;

✔დაბა სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში მდებარე მიხეილ მურვანიშვილის ქუჩის მიმდებარედ უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის მიხეილ მურვანიშვილის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ;

✔ქალაქ ხაშურში, აგრარული ბაზრის მიმდებარედ უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის ერეკლე II-ის ქუჩის სახელის მიჭების შესახებ.

🔎ვრცლად სხდომის მასალები იხილეთ საკრებულოს ვებგვერდზე: Khashuri.org.ge

Photos from ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 07/05/2026

✔7 მაისს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა, ვაჟა ხარშილაძის თავმჯდომარეობით.
კომისიამ იმსჯელა „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ✔პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და დაეთანხმა საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანას. პროექტი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა დავით კიკნაძემ წარმოადგინა.
🖇️ვრცლად სხდომის მასალები იხილეთ საკრებულოს ვებგვერდზე: Khashuri.org.ge

Photos from ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 07/05/2026

✔7 მაისს, ზვიად ქურდაძის თავმჯდომარეობით, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც მოისმინეს ა(ა)იპ „ხაშურის მუნიციპალიტეტის წყლისა და გამწვანების კომპანიის“ ხელმძღვანელის ნუკრი ცხოვრებაძის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.

✔ვრცლად სხდომის მასალები იხილეთ საკრებულოს ვებგვერდზე: Khashuri.org.ge

Photos from ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია's post 07/05/2026

📌 ხაშურში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
📌 გაგარინის ქუჩა №76-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 96 865 ლარს შეადგენს.
📍უახლოეს მომავალში დაიწყება თევდორე მღვდლის ქუჩა №45 და ტაბიძის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსების სახურავების რეაბილიტაციაც. ამჟამად შესაბამისი დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს.
📍პარალელურად, თავდადებულის ქუჩა №52, გორგასლის ქუჩა №5ა და რუსთაველის ქუჩა №97-ზე მდებარე კორპუსების სახურავების რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს.
📍ქალაქის მასშტაბით სულ 166 მრავალბინიანი კორპუსია, რომელთა ნაწილის სახურავები წინა წლებშიც შეკეთდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტად გაგრძელდება და საჭიროებიდან გამომდინარე, ყველა კორპუსს ეტაპობრივად ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია.
@გამომწერები

Photos from Civic Budgeting in Khashuri/სამოქალაქო ბიუჯეტირება ხაშურის მუნიციპალიტეტში's post 06/05/2026

📍ხაშურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო (მონაწილეობითი) ბიუჯეტირების პროექტი მიმდინარეობს
2026 წელს ინიციატივა ოთხ სოფელში ხორციელდება: ცხრამუხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში — თაგვეთსა და კოდისწყაროში, ასევე სოფელ დიდ ხალებსა და წრომში.
დღეს, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის პაატა ჩადუნელისა და საკრებულოს თავმჯდომარის ნინო ლიპარტელიანის ჩართულობით, მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭომ ფარული კენჭისყრის შედეგები ოფიციალურად გამოაცხადა.
მოქალაქეთა გადაწყვეტილებით:
✅️ სოფელ წრომში მოეწყობა სასაფლაომდე მისასვლელი ბეტონის გზა;
✅️ სოფელ დიდ ხალებში — ცენტრალურ გზაზე ბეტონის საფარი;
✅️ თაგვეთსა და კოდისწყაროშიც პრიორიტეტად ბეტონის გზის მოწყობა დასახელდა.
შერჩეული ოთხივე პროექტი განხორციელებისთვის წარედგინება მუნიციპალიტეტის მერიას. პროექტების ავტორები ჩაერთვებიან მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს მუშაობაში და აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას პროექტების განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში.
პროექტის დასაფინანსებლად ადგილობრივ ბიუჯეტში 400 000 ლარია გათვალისწინებული, რაც თითოეულ სოფელზე 100 000 ლარის გამოყოფას გულისხმობს.
მონაწილეობითი ბიუჯეტირების მეთოდოლოგია შემუშავდა საქართველოს მუნიციპალიტეტებში დანერგილი კარგი პრაქტიკის საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

06/05/2026

❗️ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 14 მაისს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით,
ჩატარდება უფასო სკრინინგული კვლევები:
👉 ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ასაკის ქალბატონებისთვის (მამოგრაფიული კვლევა);
👉 საშვილოსნოს ყელის სკრინინგი 25-60 წლის ჩათვლით ქალბატონებისთვის;
👉 მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ასაკის ჩათვლით, ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის (გამოკვლევა ფარულ სისხლდენაზე);
👉 პროსტატის კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ჩათვლით მამაკაცებისთვის.
👉 ჩატარდება B და C ჰეპატიტების ,აივ ინფექცია-შიდსის ტესტირება.
❗️მსურველებმა თან იქონიეთ ️პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
გამოკვლევები ჩატარდება დილის 10 საათიდან, 18 საათამდე.
კვლევებზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
☎️ 241506 ან 599935730, 593769701, 557284482
ქ.ხაშური რუსთაველის 38 (ხაშურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ტერიტორიაზე)
❗️სკრინინგზე ვიზიტის დასაჯავშნად შეგიძლიათ ასევე ისარგებლოთ
www.booking.moh.gov.ge

booking.moh.gov.ge

06/05/2026

🔵გილოცავთ გიორგობას!

🔵ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ ქაშვეთში. აგებულია XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში სურამელი ჯობაძეების მიერ.

Photos from შიდა ქართლის მხარე's post 04/05/2026

ბათუმში გამართულ საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 გამოფენაში შიდა ქართლის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტმა მიიღო მონაწილეობა.
გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მომუშავე საწარმოებმა, ღვინის მარნებმა, მეთუნეებმა, მხატვრებმა და სხვა ხელოვანებმა. გარდა ამისა, ღონისძიებაზე მისულ დამთვალიერებლებს შესაძლებობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ თიხის ძერწვის, წნულისგან დამზადებული ნივთების დამზადებისა და ასევე თონეში პურისა და ნაზუქის ცხობის მასტერკლასებში.
ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერები და ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
გამოფენის მთავარი მიზანი საქართველოს რეგიონებში ტურიზმის ხელშეწყობა და ტურისტული მიმართულებების ცნობადობის გაზრდა იყო. ღონისძიებაში 90-მდე ქართული და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა.
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა კომპანია „Expo Batumi“-ის ორგანიზებით ჩატარდა.

Photos from ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია's post 30/04/2026
Photos from ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 30/04/2026

✅30 აპრილს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, ნინო ლიპარტელიანის თავმჯდომარეობით.
✅ბიურომ საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგს პროექტი შეიმუშავა.
✅საკითხები საკრებულოს სივრცით-ტერიტორიულმა და ინფრასტრუქტურის კომისიამ და მერიის სამსახურებმა წარმოადგინეს.
⏩️ვრცლად სხდომის მასალები იხილეთ საკრებულოს ვებგვერდზე: Khashuri.org.ge

Want your business to be the top-listed Government Service in Khashuri?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address

გალაკტიონ ტაბიძის ქ. №2
Khashuri
5700