04/06/2026
ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება, Library, ტაბიძის ქუჩა #2, Khashuri.
04/06/2026
03/06/2026
📚 ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა, ბატონმა თამაზ ლაცაბიძემ საბიბლიოთეკო გაერთიანების ყველა ფილიალს საჩუქრად გადასცა საკუთარი წიგნი ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორიები ტოპონიმებში”.
წიგნში ავტორის მიერ 130-ზე მეტი ასეთი ტოპონიმია აღრიცხული დღევენდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
მადლობას ვუხდით ბატონ თამაზს საჩუქრისთვის! 📚
03/06/2026
✍️✍️
ტერენტი გრანელი - წმინდა სულის გენიალური პოეტი!
ტერენტი გრანელი (ნამდვილი გვარი კვირკველია; დ. 3 ივნისი, სხვა ცნობით 25 ნოემბერი, 1898, ახლანდელი ქ. წალენჯიხა — გ. 10 ოქტომბერი, 1934, თბილისი).
დაიბადა ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში.ტერენტი გრანელმა თბილისშივე დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა (1917-1918). გრანელის ლექსები ხასიათდება სევდითა და მისტიციზმით (კრებულები: „სამგლობიარო ხაზები", 1921; „სულიდან საფლავები", 1922; „მემენტო მორი", 1924; „ტერენტი გრანელი", 1926), რის გამოც მწერლობაზე იდეოლოგიური ზეწოლის შედეგად დიდხანს ყურადღება არ ექცეოდა. 1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. ტერენტი გრანელს 1926 წლიდან თითქმის არცერთი გაზეთი არ უბეჭდავდა ლექსებს მასზე დაიწყეს ზეწოლა პროლეტარმა პოეტებმა და მთელმა სისტემამ. 80-იანი წლებიდან ამ უთვალსაჩინოესი ლირიკოსის შემოქმედება ღირსეულად დაფასდა. გამოიცა მისი ლექსების სრული კრებულები. 1927 წელს თბილისში გამოიცა ერთჯერადი გაზეთი „ტერენტი გრანელი". ტერენტი გრანელი 1930 წელს მოათავსეს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც იგი გამოიქცა და თბილისში "არამიანცის" სავაადმყოფოში გარდაიცვალა. დამარხეს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, ხოლო შემდგომ 1987 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.
სიჩუმის ყვავილები
ფიქრი გაიტაცა დილის ქარიშხალმა
(მე ასე ვსეირნობ ნელი სიარულით).
სულში უიმედო სივრცე გაიშალა,
გაჩნდა მუსიკიდან ქარი სინანულის.
ისევ შრიალია, ქრიან ეს გედები,
მე შენ განშორებას უხმოდ გავალებდი.
მხოლოდ მარტოობის დღეებს ვეგებები,
მხოლოდ სიჩუმეა ჩემი კავალერი.
ალბათ მეგობარმა სადღაც გამიხსენა,
როგორც ღამეების მიერ გადამწვარი.
ახლა კუბოში ვარ, გულმა დაისვენა,
მომდევს პროცესია, ჩუმი თანამგზავრი.
ალბათ სამარესთან ვარდი მრავალია,
ალბათ მარიამიც ტირის თავდახრილი.
მთვარე მდუმარეა და ცა მაღალია,
მოდის გათენება, როგორც ბალდახინი.
03/06/2026
ლავრენტი ჭიჭინაძე ქართველი საბავშვო მწერალია. დღეს მისი დაბადებიდან 120 წელი სრულდება.
✅️ლავრენტი ჭიჭინაძე 1906 წლის 3 ივნისს ზესტაფონის რაიონის სოფელ საქარაში დაიბადა. 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის ფაკულტეტი. 1927 წლიდან აქვეყნებდა ლექსებსა და მოთხრობებს, ხოლო 1933 წელს გამოსცა პირველი წიგნი — საბავშვო მოთხრობათა კრებული „ისლიანი სახლები“. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჟურნალ „ოქტომბრელის“ რედაქტორად, გაზეთ „ნორჩი ლენინელის“ პასუხისმგებელ მდივნად და საბავშვო წიგნის სახლის დირექტორად. იგი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეც იყო.
✅️ლავრენტი ჭიჭინაძემ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში და არაერთი საინტერესო ნაწარმოები დაუტოვა მომავალ თაობებს.
03/06/2026
#ახალიწიგნები📚
#იკითხემეტი📚
#წიგნისმოყვარულთათვის❤️
გვეწვიეთ, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი წიგნი და აღმოაჩინეთ ახალი სამყარო კითხვასთან ერთად📚📚📚
02/06/2026
📚 📚 📚
ჩვენი ფონდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენაძენი - თქვენ წინაშეა ალექსანდრე დიუმას ლეგენდარული ტრილოგია მუშკეტერის შესახებ ოთხ ტომად.
1844 წლის 14 მარტს პარიზულ გაზეთში Le Siecle-ში ,,სამი მუშკეტერის“ პირველი თავები გამოქვეყნდა. ასე გაიცნო სამყარომ ყველა დროის ყველაზე პოპულარული რომანი! მუშკეტერობამდე მეოცნება ახალგაზრდა დარტანიანი საფრანგეთის ერთ-ერთი პროვინციიდან დედაქალაქში ჩადის და ათოსს, პორთოსსა და არამისს უმეგობრდება. მათ თავგადასავალს ,,სამი მუშკეტერი“ ვერ იტევს, ის გრძელდება მომდევნო რომანში - ,,ოცი წლის შემდეგ“- და მესამე, მოცულობით ყველაზე დიდ წიგნში - ,,ვიკონტი დე ბრაჟელონი, ანუ ათი წლის შემდეგ“ - დაგვირგვინდება.
გელოდებით ყველას, ვისაც უყვარს კითხვა და ახალი თავგადასავლები წიგნების ფურცლებზე.
02/06/2026
🔸️ 3 ივნისს, 15:00 საათზე,
ახალგაზრდულ სივრცეში (მუსიკალური სკოლის მე-2 სართული), ხაშურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს კულტურისა და სპორტის კომიტეტი გიწვევთ „ახალგაზრდების დღის“ საღამოზე.
საღამოზე დაგხვდებათ:
🏃♂️ საკვალიფიკაციო ესტაფეტები „Flash Hunt“ & „Crash Test“
🎈 გუნდური შეჯიბრება „Air Cup“
🎵 „მელომანი“ & „Emoji-Melody“
🧠 „Mega Tic-Tac-Toe“ & ბლიც-ტურები
⚡ „Touch & Grab“, „ცხელი ბალიში“ & „Storm Zone“
🪑 კლასიკური „Musical Chairs“
⚡️ თამაშების
პარალელურად, დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება საინტერესო თეატრალური ნომრები, კარაოკე-ბეთლი და ენერგიული ცეკვები.
🎸 დღეს არაფორმალური მუსიკალური საღამოთი დავაგვირგვინებთ, რომელშიც მონაწილეობას ხაშურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს მოხალისეები მიიღებენ.
არ გამოტოვოთ შანსი, გამოავლინოთ თქვენი ნიჭი, კრეატიულობა და შესაძლებლობები!
🎊 გელოდებით ყველა ახალგაზრდას, ერთად გავერთოთ და სასიამოვნოდ გავატაროთ ეს დღე!
02/06/2026
02/06/2026
📰 #ახალიპრესაჩვენსბიბლიოთეკაში
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Address
ტაბიძის ქუჩა #2
Khashuri
5700
