პირველი სკოლის ბიბლიოთეკა • The Library of the First Public School

პირველი სკოლის ბიბლიოთეკა • The Library of the First Public School

Share

ხაშურის პირველი საჯარო სკოლის მერი ხ?

ვალერიან ხარაბაძე (1902-1970) 05/07/2019

ვალერიან ხარაბაძე ბიოგრაფიულ ლექსიკონში
-----------
1927-1970 წწ. ქ. ხაშურის პირველი სკოლის (გიმნაზიის) ბიოლოგიის პედაგოგი; 1931-1937 წწ. აგრეთვე ასწავლიდა ბუნებისმეტყველებას ხაშურის პედაგოგიურ სასწავლებელში, ბიოლოგიას მუსიკალურ სკოლაში; 1942 წელს მოზრდილთა სკოლის დირექტორი, 1945-1947 წწ. მასწავლებელთა სახლის დირექტორი; 1947-1951 წწ. ხაშურის რაიონის კულტურის სახლის დირექტორი.

ვალერიან ხარაბაძე (1902-1970) ვალერიან ხარაბაძე. 1925-1927 წწ. იყო გორის მაზრის წითელქალაქის შვიდწლიანი შრომის სკოლის ბიოლოგია-მათემატიკის მასწავლ...

19/06/2019

📘ჩვენს ფონდშია
----------
📙 ქართული მწერლობა
როგორები იყვნენ ადამიანები, ვინც მეოცე საუკუნის ქართულ ლიტერატურას ქმნიდა?! იმედი გვაქვს, საინტერესო ამბები და ისტორიები მათი ცხოვრებიდან კიდევ უფრო გაგიძლიერებთ ინტერესს ქართველი მწერლების შემოქმედების მიმართ. როგორც წინა წიგნში, აქაც ლიტერატურის არაერთ ცნობილ კრიტიკოსს შეხვდებით, შეხვდებით მნიშვნელოვანი ლიტერატურული ტერმინების განმარტებებსაც, ასევე, მეოცე საუკუნის ლიტერატურული მიმდინარეობების ვრცელ მიმოხილვას, ლიტერატურულ ჟურნალებსა და ალმანახებს.

19/06/2019

📘ჩვენს ფონდშია
----------
📙 ქართული ნაქარგობა

წინამდებარე წიგნი ქართული ნაქარგობის, კერძოდ, ქართული საეკლესიო ქარგულობის მრავალმხრივი კვლევის შედეგების პირველი პუბლიკაციაა. წიგნში შევიდა ფართო ქრონოლოგიური დიაპაზონის (XII-XIX სს.) მხოლოდ მხატვრული, კომპოზიციური, იკონოგრაფიული და ტექნიკური თვალსაზრისით საუკეთესო საეტაპო ძეგლები: გარდამოხსნები, კრეტსაბმელები, დაფარნები, ოლარ-ომოფორები, საბუხარები, სამღვდელმთავრო სრული შესამოსელი, ენქერები, სამღვდელო სარტყლები და მიტრები.
თითოეული კოლექცია შესწავლილია ცალკეულ ავტორთა მიერ და ამ სფეროს სპეციალისტების მრავალი წლის მეცნიერული კვლევის შედეგს წარმოადგენს. ეს წიგნი თანაბრად საინტერესო იქნება როგორც სპეციალისტებისთვის, ასევე ქართული ხელოვნებითა და საზოგადოდ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის.

ხაშურის პირველი სკოლა ციფრულ ფოტომატიანეში 19/06/2019

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ფოტომატიანე "ივერიელში" ციფრულდება ხაშურის პირველი სკოლის ფოტოარქივი.

მათ შორის წარმოდგენილია სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული პედაგოგის, ვალერიან ხარაბაძის (1902-1970) სასკოლო ცხოვრების ამსახველი ფოტო მასალა.

პროექტის კოორდინატორია ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი გიორგი ჩუბინიძე.

ვალერიან ხარაბაძე (1902-1970) იყო ქართველი პედაგოგი, ბიოლოგი. 1925-1927 წლებში გორის მაზრის წითელქალაქის შვიდწლიანი შრომის სკოლის ბიოლოგია-მათემატიკის მასწავლებელი, 1927-1970 წლებში ხაშურის პირველი სკოლის (გიმნაზიის) ბიოლოგიის პედაგოგი. 1931-1937 წლებში აგრეთვე ასწავლიდა ბუნებისმეტყველებას ხაშურის პედაგოგიურ სასწავლებელში, ბიოლოგიას მუსიკალურ სკოლაში. 1942 წელს იყო მოზრდილთა სკოლის დირექტორი, 1945-1947 წლებში კი მასწავლებელთა სახლის დირექტორი. 1947-1951 წლებში ხაშურის რაიონის კულტურის სახლის დირექტორი. მიღებული ჰქონდა ,,საპატიო ნიშნის" (1948 წ.), ,,შრომის წითელი დროშის" (1951 წ.) ორდენები. მედლები ,,მამაცური შრომისათვის დიდ სამამულო ომში" (1945 წ.), ,,შრომითი მამაცობისათვის" (1946 წ.) და სხვ. დაჯილდოვებული იყო ,,სახალხო განათლების წარჩინებულის" სამკერდე ნიშნით.

Want your business to be the top-listed Government Service in Khashuri?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


გ. ტაბიძის ქ. #22
Khashuri
5700

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00