🐻 ჩვენი მურა დათვი თბილი დღეების დადგომას აღარ დაელოდა და ბანაობა გადაწყვიტა, თუმცა, როგორც ჩანს, წყალი არც ისე თბილი აღმოჩნდა!
Machakhela National Park • მაჭახელას ეროვნული პარკი
მაჭახელას ეროვნული პარკის ოფიციალური გვერდი
Official page of Machakhela National Park
03/06/2026
🌸 მაჭახელას ეროვნულ პარკში პონტური შქერის (Rhododendron ponticum) ყვავილობის სანახავად საუკეთესო პერიოდია!
პონტური შქერი ეკუთვნის როდოდენდრონების ოჯახს და კოლხური ფლორის ერთ-ერთი უძველესი, რელიქტური წარმომადგენელია.
📷 უფროსი რეინჯერი, ავთანდილ ქოქოლაძე
01/06/2026
✅მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციამ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მახინჯაურის საჯარო სკოლის I-IV ინტეგრირებული კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.
🔹ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მაჭახელას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი მოინახულეს, საინფორმაციო ლექცია მოისმინეს პარკის ბიომრავალფეროვნების შესახებ და ადგილზე წარმოდგენილ ნიმუშებს გაეცნენ.
13/05/2026
ჩვენს ცნობისმოყვარე ციყვს უბრალოდ კამერის შემოწმება უნდოდა, თუმცა მშვენიერი “სელფი” გამოუვიდა! 🐿
მაჭახელას ეროვნული პარკის ყველაზე მოუსვენარი მოლაშქრეები! აი, ვინ იცის ყველა ბილიკი ყველაზე უკეთ! 🧸👣
🗣“ჩემი ესეს მთავარი შინაარსი იყო დამენახებინა დაცული ტერიტორიების როლი და მნიშვნელობა” - ლინდა კახიძე, პროექტის “ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას” მონაწილე
05/05/2026
✅დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ ფარგლებში, კონკურსის „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება აჭარის რეგიონში გაიმართა.
🔸მონაწილეებმა წარმოადგინეს ესეები, ნახატები, ფოტოები და პოსტერები, რომლებიც ასახავდა ბუნების დაცვის მნიშვნელობასა და კლიმატის ცვლილების მიმართ მათ ხედვას.
🔸გამარჯვებულები გამოვლინდნენ მტირალას, მაჭახელას, კინტრიშის და ქობულეგის დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ მოსწავლეებს შორის.
🗣“გამოფენაზე წარმოდგენილია ინფორმაცია მაჭახელას ეროვნული პარკის ტურისტული სერვისების შესახებ” - დინა მახარაძე, მაჭახელას ეროვნული პარკის ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი.
01/05/2026
✅დაცული ტერიტორიების სააგენტო ბათუმში, საერთაშორისო გამოფენა „Ebit 2026” - ში იღებს მონაწილეობას.
🔸სპეციალურად მოწყობილ საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ აჭარის რეგიონში მდებარე დაცული ტერიტორიების - მტირალას, მაჭახელას, კინტრიშის, ქობულეთის და კოლხეთის ეროვნული პარკების ტურისტულ სერვისებსა და უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას.
🔸გამოფენის ფარგლებში, სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა ვირტუალური რეალობის (VR) სათვალეების მეშვეობით იმოგზაურონ საქართველოს უნიკალურ დაცულ ტერიტორიებზე.
🔸ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა „Ebit 2026“კომპანია Expo Batumi - ის ორგანიზებით იმართება.
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Website
Address
Acharisaghmarti
Khelvachauri
