🔊 17 ნოემბერს 18:00 საათზე
🔊 ხობის კულტურის სახლის ჰოლში გელით ყველას
დასწრება თავისუფალია...
#ხობიივენთჰოლი
ქართული ოცნების ხობის ახალგაზრდული / Georgian Dream Youth Khobi
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ქართული ოცნების ხობის ახალგაზრდული / Georgian Dream Youth Khobi, Political organisation, Khobi.
25/10/2017
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხობის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასუფთავების აქცია მიმდინარეობს. აქციაში, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებიც მონაწილეობდნენ.
აქცია მთელი კვირა გაგრძელდება და მისი მიზანი საარჩევნო პლაკატებისგან მუნიციპალიტეტის გასუფთავებაა.
19/10/2017
07/10/2017
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ხობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, მერობის კანდიდატის გოჩა ქაჯაიას მხარდასაჭერ აქციაში ჩაერთნენ და მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა და ფლაერები დაურიგეს.
02/10/2017
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხობის მერობის კანდიდატი გოჩა ქაჯაია ახალი ხიბულის, საჯიჯაოს და ხობის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას შეხვდა, საარჩევნო პროგრამა და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა გააცნო.
18/09/2017
საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახაბერ გულედანმა ქალაქ ხობში, ხობის მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით, ხობის მერობისთვის გოჩა ქაჯაია იბრძოლებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში,ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან:
კონსტანტინე ნასარაია - ქალაქი ხობი;
ვლადიმერ ქანთარია - ქალაქი ხობი;
ვეკუა ნიკოლოზი - ახალსოფელი;
მერაბ ნადარაია - ახალი ხიბულა;
ფრიდონ შონია - ბია;
გოჩა ჯობავა - პირველი მაისი;
თეა გელანტია - გურიფული;
თენგიზ აბაკელია - ზემო ქვალონი;
მზია ლემონჯარია - თორსა-დღვაბა;
გოჩა სიჭინავა - ნოჯიხევი;
აკაკი ხურცილავა - პატარა ფოთი;
როსტევან გვარამია - პირველი ხორგა;
იგორ გოგოლაძე - საგვიჩიო;
ავთანდილ ხუნჯუა - საჯიჯაო;
კახა მიქაბერიძე - ქარიატა;
ტარიელ ალექსანდრია - ქვემო ქვალონი;
ბექა მამაცაშვილი - ჭალადადი;
გია წულაია - ყულევი;
გიგა ნასარაია - შუა ხორგა;
გენადი ქაძანაია - ძველი ხიბულა;
ვასილ კუკავა - ხამისკური;
აბელ ქირია - ხეთა.
„ჩვენ წარმოვადგენთ იმ პოლიტიკური გუნდის ნაწილს, რომლისთვისაც უმთავრესი ღირებულება ადამიანის ღირსება და თავისუფლებაა.ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული საქმიანობის შედეგად ხობის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემები მოგვარდა. ხობს ჰყავს მერობის ღირსეული კანდიდატი, რომელიც მზადაა იზრუნოს თითოეული თქვენგანის და თქვენი ოჯახების კეთილდღეობაზე. მტკიცედ მწამს და მჯერა, ერთად დგომით, აუცილებლად გავიმარჯვებთ 21 ოქტომბრის არჩევნებში და ერთად შევქმნით ხობის ხვალინდელ დღეს“,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ კანდიდატების წარდგენისას.
23/06/2017
23 ივნისს, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ხობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ქ. ხობში საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ და დაჯილდოების ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა.
საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მიზანია ოლიმპიური ფასეულობების პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში საზოგადოების ფართო მასების ჩაბმა.
29/04/2017
29 აპრილს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხობის რაიონული ახალგაზრდული ორგანიზაციის ორგანიზებით ქ. ხობში გაიმართა დასუფთავების აქცია. ღონისძიების ფარგლებში დასუფთავდა ხობის საჭიდაო მანეჟისა და ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორია. აქციის მიზანია ახალგაზრდებმა თავად შეიტანონ გარკვეული წვლილი მნიშვნელოვანი ადგილების დასუფთავებასა და ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში.
05/09/2016
დღეს საღამოს, ირაკლი (დაჩი) ბერაია ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ამომრჩეველს შეხვდა. მოისმინა არსებული პრობლემები და ისაუბრა ახალ გამოწვევებზე, სამომავლოდ განსახორციელებელ იმ პროექტებზე, რომელსაც მოჰყვება ჩვენი რეგიონის, რაიონის და ქვეყნის კეთილდღეობა.
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Website
Address
Khobi
