ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

Share

ხობის მუნიციპალიტეტის მერია
CITY HALL OF KHOBI MUNICIPALITY

ხობის მუნიციპალიტეტი კოლხეთის დაბლობის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.
ხობისწყალი ჰქვია მდინარესაც, რომელიც სათავეს იღებს კავკასიონიდან და უერთდება შავ ზღვას, სოფელ ყულევთან. ანტიკური ხანის ისტორიკოსები ხობისწყალთან აიგივებენ მდ. ქარიენტეს, ქარიატა ჰქვია დღესაც ბოლო სოფელს, რომელსაც გაივლის მდ. ხობისწყალი.
გადმოცემის თანახმად სწორედ ხობისწყლის პირას მოუკლავთ ბიზანტიელებს კოლხეთის დიდი მეფე გუბაზი (

Photos from ხობის მუნიციპალიტეტის მერია's post 03/06/2026

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში გზაზე იგება ბეტონის საფარი, მოეწყობა რკინა-ბეტონის არხები, რკინის ცხაური და ეზოებთან მისასვლელები.

გზის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 595 000 ლარზე მეტია, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

პროექტის განხორციელების შედეგად საგზაო ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება, რაც მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.

Photos from ხობის მუნიციპალიტეტის მერია's post 02/06/2026

2-6 ივნისს ბათუმში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალზე ხობის მუნიციპალიტეტი სპორტის ხუთ სახეობაში ათი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია და ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია ახალგაზრდა ხობელ სპორტსმენებს შეხვდნენ და ოლიმპიურ ფესტივალზე წარმატებით ასპარეზობა უსურვეს.

უმნიშვნელოვანესი ახალგაზრდული ღონისძიება სპორტის 17 სახეობაში, საქართველოს თორმეტივე რეგიონის მონაწილეობით გაიმართება.

ფესტივალი მიზნად ისახავს სპორტის მასობრიობის ზრდას, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას, რეგიონების აქტიურ ჩართულობას, მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენას, სპორტის, ოლიმპიური მოძრაობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

Photos from ხობის მუნიციპალიტეტის მერია's post 01/06/2026

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხობის ცენტრალურ პარკში „კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრთან“ არსებული შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი, ბავშვთა ნახატების გამოფენა, ზღაპრების გმირების შოუ პროგრამა და სპორტული შეჯიბრებები გაიმართა.

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.

01/06/2026
28/05/2026

1 ივნისს, ხობის ცენტრალურ პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება

15:00 საათი - სპორტული შეჯიბრებები მაგიდის ჩოგბურთში, მძლეოსნობაში, ჭადრაკსა და შაშში.

საბავშვო კუთხე - ბავშვთა ნახატების გამოფენა, სახის მოხატვა, მოგზაურობა ზღაპრის სამყაროში, ასფალტზე ცარცით ხატვა.

16:00 საათი - ზღაპრების გმირების მონაწილეობით საბავშვო პროგრამა.

17:00 საათი - „კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრთან“ არსებული შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი.

Photos from ხობის მუნიციპალიტეტის მერია's post 26/05/2026

ქალაქ ხობში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო, სპორტულ-გასართობი და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა.

სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში ბავშვთა ნახატების გამოფენა, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩი, "თავისუფლების თამაშებში" გამარჯვებულთა დაჯილდოება და ადგილობრივ შემსრულებელთა მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

17 საათსა და 10 წუთზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, აჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

საზეიმო ღონისძიება ანსამბლ "გორდელას" კონცერტით და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#26მაისი #ესდღეჩვენია

Want your business to be the top-listed Government Service in Khobi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


ქ. ხობი, ცოტნე დადიანის ქ. #189
Khobi
5800