29/05/2026
01 ივნისს, 14:00სთ-ზე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართება ქალაქის თამაში (City Game) ბავშვთა უფლებებზე.
ქალაქ ხობში სპეციალურად თამაშისთვის მოხალისე მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით შვიდ სხვადასხვა ლოკაციაზე მოეწყობა სპეციალური სადგურები, სადაც 3 მოსწავლისგან დაკომპლექტებული სკოლის გუნდების ამოცანა იქნება ზუსტად გამოიცნონ ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-2 თავით დაცული რომელი უფლება დაირღვა და სწორი პასუხის შემთხვევაში, მიიღონ კოდური სიტყვა. გუნდებმა სადგურები უნდა აღმოაჩინონ სპეციალურად თამაშისთვის შექმნილი რუკის გამოყენებით. გამარჯვებული იქნება სკოლის გუნდი, რომელიც ორი საათის მანძილზე ყველაზე მეტ კოდურ სიტყვას მოიპოვებს და წარადგენს.
იმ შემთხვევაში თუ თანაბარი რაოდენობის კოდური სიტყვა რამდენიმე სკოლამ მოიპოვა, გამარჯვებული გუნდის კაპიტნებს შორის გაიმართება შეჯიბრი გარბენში.
თამაშის მიზანია სკოლის მოსწავლეებმა აიმაღლონ ცნობიერება ბავშვთა უფლებების შესახებ, აღმოაჩინონ ქალაქის ისტორიული და კულტურული ადგილები, განივითარონ ორიენტირების, კვლევისა და გუნდური მუშაობის უნარები, ასევე წახალისდეს ჯანსაღი ცხოვრების წესი.
გელოდებით პირველ ივნისს. ერთად შევქმნათ კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე ☀️
26/05/2026
🇬🇪 დღეს, 26 მაისს ხობის მუნიციპალიტეტში გაიმართა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ ჩატარებულ ,,თავისუფლების თამაშები -2026” - ის დაჯილდოება.
🇬🇪ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები გავიდნენ მესამე საპრიზო ადგილიზე ფრენბურთში(ვაჟები).
🇬🇪აღნიშნულ ღონისძიებაში ხეთის საჯარო სკოლა სპორტის მასწავლებელ ირმა ქირია ს ხელმძღვანელობით აქტიურად არის ჩართული.
26/05/2026
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪
შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც,
გულზე არხლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ,
ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო,
დაულეველო სამშობლოვ ჩემო!
შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,
როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი
და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე
შემაძრწუნელად ვარ ბედნიერი.
#26მაისი
21/05/2026
🎓 ძვირფასო კურსდამთავრებულებო, პედაგოგებო და მშობლებო,
ყოველი სასწავლო წლის მიწურული განსაკუთრებულ ემოციასთან არის დაკავშირებული, თუმცა მეთორმეტეკლასელთათვის ბოლო ზარის დღე უნიკალურია. ეს არის ზღვარი ბავშვობის უზრუნველ წლებსა და ზრდასრულ, დამოუკიდებელ ცხოვრებას შორის.
სკოლამ შეასრულა თავისი უმთავრესი მისია - მოგცათ გზამკვლევი თანამედროვე, გლობალურ სამყაროში ორიენტირებისთვის. თქვენ ხართ თაობა, რომელსაც აქვს პოტენციალი, საკუთარი ინტელექტითა და შრომისმოყვარეობით შექმნას ახალი სიტყვა მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ტექნოლოგიებსა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
გახსოვდეთ, რომ განათლება უწყვეტი პროცესია. არასოდეს შეწყვიტოთ ახლის შემეცნება და იყავით მუდმივად ძიებაში.
ვამაყობთ თითოეული თქვენგანით და გვჯერა, რომ თქვენი მომავალი ნაბიჯები კიდევ ბევრჯერ ასახელებს თქვენს ოჯახებსა და მშობლიურ სკოლას.
დიდი მადლობა თითოეულ პედაგოგს გაწეული ამაგისა და შრომისთვის, ხოლო მშობლებს - მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის.
გზა მშვიდობისა!
14/05/2026
🎊 გელოდებით ყველას 19 მაისს, 12:00 საათზე. ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი დღე! ✨
🔔 Last bell, but the memories stay forever!
30/04/2026
,,სამეგრელოს სასკოლო ლიგის” პირველი ტური ვეთამაშეთ ქვედა ჩხოროწყუს საჯარო სკოლას და დასრულდა ხეთის საჯარო სკოლის გამარჯვებით.
ანგარიში : 6-1
გოლები გაიტანეს:
ქირია ილია-3
ბერიშვილი თორნიკე-1
ზაური კობახიძე-1
გოგა ჭითანავა-1
29/04/2026
🙋♂️ ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ფიზიკის მასწავლებელ Fatima Bojgua სთან ერთად მონაწილეობა მიიღეს გარემოსდაცვითი მონიტორინგის ტრენინგსა და კვლევით აქტივობებში.
👩🔬👨🔬 EcoLab-ის აღჭურვილობის გამოყენებით, ახალგაზრდა მკვლევარებმა გარემოსდაცვითი მონიტორინგის პრაქტიკული მეთოდები გამოსცადეს, ჰაერისა და წყლის დაბინძურება, ხმაურის დონე და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრები გაზომეს და რეალურ გარემოში სამეცნიერო მიდგომები გამოიყენეს.
🎯 ამ ინოვაციური პროგრამის მიზანია გარემოსდაცვით საკითხებში საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ადგილობრივი გარემოსდაცვითი მონაცემების შეგროვებისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
🇺🇳🇩🇰 ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა და დანიის მთავრობის ხელშეწყობით, „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პროექტის ფარგლებში: https://www.undp.org/ka/georgia/projects/green-transition
23/04/2026
მე-2 კლასელებმა, ქართული ენის მასწავლებელთან - მანანა ბაძაღუასთან ერთად, დედაენის დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობა შემოგვთავაზეს.