26/05/2026
🇬🇪 გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს — 26 მაისს!
ეს დღე ჩვენი თავისუფლების, ერთიანობის და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლოა.
ვუსურვებთ ჩვენს ქვეყანას მშვიდობას, წინსვლას და გაძლიერებას.
დაე, მუდამ ამაყად იფრიალოს საქართველოს დროშამ და თითოეული ქართველი ბედნიერ და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობდეს.
გილოცავთ 26 მაისს!
დიდება დამოუკიდებელ საქართველოს! ❤️🇬🇪
20/05/2026
🔔 2026 წლის გამოშვება — გზა მშვიდობისა, ჩვენო კურსდამთავრებულებო! 🎓✨
დღეს გუბის საჯარო სკოლის კედლებში ყველაზე ემოციური, ხმამაღალი და დასამახსოვრებელი ზარი დაირეკა. დასრულდა მეგობრობით და საინტერესო აღმოჩენებით სავსე 12-წლიანი საოცარი მოგზაურობა! 🌟
ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო, ჩვენს თვალწინ გაიზარდეთ, ისწავლეთ, დასახეთ მიზნები და ერთად გადალახეთ უამრავი გამოწვევა. სკოლა მხოლოდ გაკვეთილები და სახელმძღვანელოები არ არის — სკოლა თქვენი ღიმილი, ხმაურიანი დასვენებები, მეგობრობა და ის ენერგიაა, რომელიც თითოეულმა თქვენგანმა შემოიტანა ამ კედლებში. ❤️
დღეიდან თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი, დიდი თავგადასავალი იწყება. დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე კი გვინდა გისურვოთ დიდი ოცნებების და დასახული მწვერვალების დაპყრობა!
მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ ულამაზესი წლებისთვის.
გახსოვდეთ,ჩვენი სკოლის კარი თქვენთვის ყოველთვის ღიაა და მუდამ დიდი სიამაყით მივადევნებთ თვალს თქვენს მომავალ
გამარჯვებებს! 🏫✨
გილოცავთ! გზა მშვიდობისა და წარმატებებისკენ! 🎉🥳🎈
09/05/2026
ჩვენი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემოქმედებითი დავალების შედეგები, რომელიც ითვალისწინებდა ელექტრონული პოსტერის შექმნას, ნიკოლოზ ბარათაშვის ,,ბედი ქართლისას" მიხედვით. მოსწავლეებმა AI ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილ პოსტერებზე ასახეს ნაწარმოებში გადმოცემული ეპოქა; ისტორიული რეალობა; ნაწარმოების შექმნის კონტექსტი. მათ ნამუშევრების წარგენისას ისაუბრეს პოემის ტექსტში ასახული პრობლემის აქტუალურობის შესახებ.
მასწავლებელი: დიანა მოსეშვილი
09/05/2026
🇬🇪 9 მაისი — ფაშიზმზე გამარჯვების დღე
დღეს პატივს მივაგებთ იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად მშვიდობა, თავისუფლება და უკეთესი მომავალი გვაჩუქეს.
ფაშიზმზე გამარჯვების დღე გვახსენებს ერთიანობის, სიმტკიცისა და სამშობლოს სიყვარულის მნიშვნელობას.
ვუსურვებთ ჩვენს ქვეყანას მშვიდობას, კეთილდღეობასა და ნათელ მომავალს.
მარადიული ხსოვნა გმირებს! 🇬🇪🕊️
18/04/2026
ენა ღვთიური საუნჯეა, რომელსაც გაფრთხილება და მოვლა სჭირდება.“ ჩვენი სკოლა განსაკუთრებული ზეიმით აღნიშნავს დედაენის დღეს. ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს ჩვენს უდიდეს პასუხისმგებლობას — დავიცვათ და თაობებს გადავცეთ ქართული სიტყვისა და დამწერლობის მშვენიერება.
ამ დღესასწაულს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით მიეძრვნა ღონისძიება სახელწოდებით „ანბანთქება“, რომელიც მიზნად ისახავს ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაციასა და მოსწავლეებში წერის კულტურის ამაღლებას.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებს შორის ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი. ბავშვებმა დიდი მონდომებითა და სიყვარულით გადაწერეს ნაწყვეტი ლადო ასათიანის ლექსიდან ,,ქართულო ენავ“ .
ღონისძიებას ესწრებოდა მოწვეული სტუმარი — ცნობილი კალიგრაფი ფიქრია ჭაბუკიანი.
მან მოსწავლეებისთვის ჩაატარა საინტერესო მასტერკლასი, სადაც ისაუბრა ქართული დამწერლობის სამივე სახეობის (ასომთავრული, ნუსხური, მხედრული) ესთეტიკაზე.
ღონისძიების დასასრულს გამოვლინდნენ საუკეთესო ნამუშევრების ავტორები.
მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა ყოველი მონაწილე, ხოლო სამი საუკეთესო კალიგრაფიული ნამუშევრის ავტორს გადაეცა გამარჯვებულთა სიგელები პირველი, მეორე და
მესამე ადგილებისათვის.
ქართული ანბანი არა მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალება, არამედ ხელოვნების ნიმუშია, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება.
#გილოცავთდედაენისდღეს!
18/03/2026
გუბის საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლი განუზომელია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მისი უწმინდესობა იყო არა მხოლოდ ეკლესიის წინამძღოლი, არამედ თითოეული ქართველის სულიერი მამა და იმედის სიმბოლო. მისი ცხოვრება იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს მოყვასი და სამშობლო. გვჯერა, რომ მისი ლოცვა-კურთხევა მარადჟამს დაიფარავს ჩვენს ერსა და მომავალ თაობებს.
ვუთანაგრძნობთ სრულიად საქართველოს.
საუკუნოდ იყოს ხსენება მისი …
03/03/2026
🌷ძვირფასო დედებო,🌷
გილოცავთ დედის დღეს!
თქვენი სიყვარული, ზრუნვა და მხარდაჭერა ის მტკიცე საფუძველია, რომელზეც თითოეული ბავშვის მომავალი შენდება. დედა არის პირველი მასწავლებელი, პირველი მეგობარი და ცხოვრების გზაზე ყველაზე სანდო თანამგზავრი.
თქვენი მოთმინება, თავდადება და პასუხისმგებლობა უდიდეს როლს ასრულებს შვილის აღზრდასა და პიროვნებად ჩამოყალიბებაში. სკოლა და ოჯახი ერთად ქმნის იმ გარემოს, სადაც ბავშვი სწავლობს ღირსებებს, პატივისცემას, შრომის სიყვარულსა და პასუხისმგებლობას.
გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს, სიმტკიცეს და უსაზღვრო ბედნიერებას.
თქვენი ღვაწლი ფასდაუდებელია და თქვენი სიყვარული – შეუცვლელი.
გილოცავთ დედის დღეს! 💐
30/12/2025
🎄✨ საახალწლო განწყობა ჩვენს სკოლაში ✨🎄
დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სკოლაში დაუვიწყარი საახალწლო ღონისძიება გამართეს. პატარებმა დიდი სიხარულით და მონდომებით წარმოადგინეს სპეკტაკლი „წუნა და წრუწუნა“, რომელმაც მაყურებლებს ღიმილი და დადებითი ემოციები აჩუქა.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს ესტუმრა თოვლის ბაბუა, რომელმაც ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა და დღესასწაული კიდევ უფრო გაალამაზა 🎅🎁
მადლობა ჩვენს პატარა მსახიობებს, მასწავლებლებსა და ყველას, ვინც ამ ლამაზ დღის შექმნაში მიიღო მონაწილეობა.
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! ჯანმრთელობას, სიხარულსა და წარმატებებს გისურვებთ! 🎉❄️
#საახალწლოზღაპარი
#ჩვენიბავშვები
#სიხარულისდღე
#წუნადაწრუწუნა
#თოვლისბაბუა
30/12/2025
ვემშვიდობებით ადამიანს, რომელიც ორი ათეული წელი ემსახურა ჩვენს სკოლას და თავისი ცხოვრება თაობების აღზრდას მიუძღვნა.
ის იყო არა მხოლოდ დირექტორი,არამედ— ადამიანი, რომელმაც უდიდესი პასუხისმგებლობა იტვირთა თაობების წინაშე.
განსაკუთრებით უყვარდა პოეზია — ხშირად სწორედ პოეზიით გამოხატავდა თავის სიბრძნეს, სიღრმესა და ადამიანურობას.
მუდამ იდგა მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მთელი სასკოლო საზოგადოების გვერდით.
მისი ღვაწლი და კვალი ჩვენს სკოლაში არასდროს დაიკარგება. ჩვენს მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება როგორც ღირსეული ხელმძღვანელი, გულითადი ადამიანი და პედაგოგი, რომელმაც სიტყვითა და საქმით დაგვიტოვა მაგალითი.
გუბის საჯარო სკოლის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ღმერთმა სასუფეველი დგიმკვიდროს თამაზი მასწავლებელო!
13/06/2025
გუბის საჯარო სკოლის მე-8️⃣ და მე-🔟 კლასის მოსწავლეებმა, მიმდინარე წლის მაისის თვეში მონაწილეობა მიიღეს ვეტა ჩხენკელის სახელობის ხონის მოსწავლე -ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონკურსში,, ფიქრის კრიალოსანი".
კონკურსში სკოლის 8 მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებმაც I , II და III ხარისხის დიპლომები დაიმსახურეს.❤️
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ღირსეულ მონაწილეობას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს!🫶👏
პედაგოგები :დიანა მოსეშვილი
მაია ცაგარეიშვილი