Gazeti "xoni"

Gazeti "xoni"

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Gazeti "xoni", Khoni.

Photos from Gazeti "xoni"'s post 13/07/2023

ჩემი ,,საღამო მშვიდობისა"

ხონში პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა 05/09/2020

ხონის ისტორიული მუზეუმის ეთნოგრაფიულ ეზოში პროექტის ,,უწყვეტი პროფესიული განვითარება ხონის მუნიციპალიტეტის ინგლისური ენის პედაგოგებისთვის,, დახურვა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინგლისური ენის პედაგოგებისათვის საგანგებოდ შექმნილი სივრცე სწავლების ახლებური მოდულების გაზიარებისთვის ავტორის ელენე ცაცუას ინიციატივით შეიქმნა და ერთი წლის განმავლობაში ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდებოდა.

პროექტის ფარგლებში , დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებში ჩატარდა კვლევა, რომელმაც მათ საჭიროებები განსაზღვრა. აქტივობებში პედაგოგებთან ერთად ჩართულები იყვნენ მეთერთმე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებიც.

,, ჩემთვის განათლება არის პრიორიტეტი და მსგავს პროექტებს ყოველთვის სიამოვნებით ვუჭერ მხარს. მოხარული ვარ, რომ ინგლისური ენის პედაგოგებს ერთი წლის განმავლობაში ხონში ჰქონდათ სივრცე, სადაც ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას და იმაღლებდნენ კვალიფიკაციას. იმედს ვიტოვებ, ეს იყო თქვენთვის კარგი გამოცდილება და მინდა წარმატებები გისურვოთ. ყოველთვის მიგულეთ თქვენი საქმიანობის გულშემატკივრად,, - განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

პროექტის დასასრულს, ამერიკის საელჩოს ინგლისური ენის სწავლების პროგრამების კოორდინატორმა, ქალბატონმა ლიკა გუმბერიძემ ხონის მუნიციპალიტეტის პედაგოგებს უახლესი მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოები გამოუგზავნა, რომელებიც თითოეულ მათგანს სერთიფიკატებთან ერთად გადაეცა.

ხონში 70-მდე ახალგაზრდა  სტუდენტი გახდა 05/09/2020

ხონის მუნიციპალიტეტი მერი იმ აბიტურიენტებს შეხვდა , რომლებმაც სტუტენტის სტატუსი და სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს.

ლადო ჯურხაძემ ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ესაუბრა თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი, განათლება და განვითარება ქვეყნის მომავლისათვის.

ასევე, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმას, რომ კვალიფიციური კადრი მუნიციპალიტეტისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია და თითოეულ მათგანს მოუწოდა , სამომავლო გეგმებში მნიშვნელოვანი ადგილი სწორედ მშობლიურმა ხონმა დაიჭიროს.

,,ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედი განათლების მიმართულებით იხარჯება , ეს ციფრი ცხადყოფს რაოდენ პრიორიტეტული გახდა ხელისუფლებისათვის განათლება. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის , რომ ქვეყანაში შეიქმნას ჯანსაღი გარემო ყველა მიმართულებით, რადგან განათლება განსაზღვრავს განვითარებასა და წინსვლას. დიდი რესურსი იდება ახალგაზრდა თაობაში და თქვენ ეს შანსი ძალიან კარგად უნდა გამოიყენოთ. სახელმწიფო პროგრამები გულისხმობს , როგორც ფინანსურ დახმარებას, ისე გაცვლით პროგრამებს, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და უნდა იაქტიუროთ. ჩემთვისაც განათლება არის პრიორიტეტი და ხონის განვითარებას სწორედ ამ მიმართულებით ვხედავ. საგანმანათლებლო სტატუსი, რომელიც ჩვენს ქალაქს ჰქონდა აუცილებლად განახლდება და იმედ ვიტოვებ ,თქვენი თაობა ამ დიდი საქმის თანამონაწილე იქნება,,- განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

შეხვედრის დასასრულს მუნიციპალიტეტის მერმა თითოეულ სტუდენტს საჩუქრად ხონელი ქალი პოეტის თამარ ჯაფარიძის წიგნი გადასცა და სამახსოვრო ფოტო გადაიღო.

Photos from ხონის მუნიციპალიტეტის მერია/ City Hall Of Khoni  Municipality's post 05/09/2020
Photos from ლადო ჯურხაძე / Lado Jurkhadze's post 03/09/2020
ხონში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნა 03/09/2020

მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ხონის ზრდასრულთა განათლების ცენტრში საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და კვირის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ტრენერებს, პედაგოგებსა და მსმენელებს შეხვდა.

,, ზრდასრულთა განათლება და სწავლების ეს მოდელი ძალიან მოსახერხებელი, საჭიერო და აუცილებელია ჩვენი საზოგადოებისათვის. მე პირველივე დღიდან მხარი დავუჭირე ამ იდეას და მახარებს ის ფაქტი , რომ დღეს ეს ცენტრი ხონში ფუნქციონირებს. ვხედავ საზოგადოების ინტერესს , რაც მაძლევს სტიმულს , რომ ხონს საგანმანათლებლო ქალაქის სტატუსი დავუბრუნო. მაქვს ძალიან კარგი პროექტები. ხონში აუცილებლად გვექნება პროფესიული სასწავლებელი და ბევრი სივრცე იმისთვის, რომ მსურველმა ხარისხიანი გადათლება ჩვენს ქალაქში მიიღოს,, - განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

ხონის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა საგანმანათლებლო პროცესი დაიწყო 2020 წლის 1 აგვისტოს , ხონის დევნილთა დასახლების კულტურის ცენტრის ახლადრეაბილიტირებულ შენობაში, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის
(dvv international) საქართველოს ფილიალის თბილისის პროექტთა ბიუროს მხარდაჭერით. ცენტრი ნებისმიერი ასაკის და განათლების მქონე პირებს სთავაზობს ინდივიდუალური და პროფესიული გადამზადების კურსებს, იურიდიულ და ფსიქოლოგიურ მომსახურებას.
18-დან ზემოთ ასაკის მქონე მოქალაქეებს ერთ სივრცეში შეუძლიათ მიიღონ საგნამნათლებლო სერვისები , შეიძინონ პროფესია, დასქმდნენე , გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი და ბევრად საინტერესო გახადონ საკუთარი ცხოვრება.

ხონში ღონიძიება გაიმართა 29/08/2020

ხონში ძველი და ახალი თაობის ,,იპოლიტელების" წარმატებული დებიუტი შედგა...
27 აგვისტოს იუმორისტული საღამო ,,იპოლიტელების,, წევრებმა კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს.

ჯგუფი ამჯერად განახლებული შემადგენლობით შეიკრიბა _ ,,ძველმა იპოლიტელებმა" ალიკო ჯანელიძემ და გოჩა რუხაძემ მხიარულთა და საზრიანთა კლუბების კონკურსებში მონაწილე 11 ხონელი ახალგაზრდა შემოიკრიბეს ირგვლივ და პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად შეძლეს ზაფხულის ცხელი დღეების საინტერესოდ, მხიარულად და ნაყოფიერად გატარება.

,,იპოლიტელების" მხიარულებით კმაყოფილ მაყურებელთა რიგებში იდგნენ ხონის მერი _ ლადო ჯურხაძე, მერის მოადგილე _ გერასიმე მჟავანაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ხონმა დრიფტის სერიების პირველი  ეტაპის ღონისძიებას უმასპინძლა 24/08/2020

საქართველოს დრიფტის სეზონი ხონში გაიხსნა. Socar Racing Season 2020-ის ფარგლებში - ხონის მერიისა და BMW Club Georgia-ს ორგანიზებით საქართველოს დრიფტის სერიების (GDS) პირველი ეტაპი გაიმართა.

Want your business to be the top-listed Government Service in Khoni?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Website

Address


Khoni