ხულოს მუნიციპალიტეტის მერია • Khulo Municipality City Hall

ხულოს მუნიციპალიტეტის მერია • Khulo Municipality City Hall

Share

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური გვერდი

02/06/2026

📢 პროექტი: „არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებში“

📅 თარიღი: 10–12 ივნისი, 2026 წელი
📍 ადგილი: ხულოს მუნიციპალიტეტი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა და ტურიზმის განყოფილება ახორციელებს პროექტს „არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებში“.

🎯 პროექტის მიზანია ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მათი ინტელექტუალური განვითარება და საჯარო გამოსვლის უნარების გაძლიერება.

🗣️ ტრენინგ-სემინარების თემა „მეტყველების კულტურა - საჯარო გამოსვლის ხელოვნება“

პროექტის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგების სერია, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

🔹 რიტორიკის საფუძვლები - ანტიკურიდან თანამედროვეობამდე
🔹 ქართული ორატორული ხელოვნება და მისი მნიშვნელობა თანამედროვე რეალობაში
🔹 სხეულის ენა

👩‍🏫 ტრენინგების კურსს გაუძღვება თინი ხუციშვილი - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ლექტორი.

👥 ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება? - პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 14-დან 29 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ ხულოს მუნიციპალიტეტში.

🎁 რას მიიღებენ მონაწილეები?

✅ მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს;
✅ ყველაზე აქტიური და წარმატებული მსმენელები მონაწილეობას მიიღებენ საინფორმაციო-გაცნობით ტურში, რომელიც მოეწყობა შიდა ქართლის რეგიონში არსებულ ტურისტულ ლოკაციებზე.

📝 რეგისტრაცია

📌 პროექტში მონაწილეები შეირჩევიან შევსებული სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე.

⏰ განაცხადების მიღების ბოლო ვადა:
08 ივნისი, 2026 წელი, 20:00 საათი

📍 მისამართი:
დაბა ხულო, ტბელ აბუსერისძის ქ. №9

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით

📞 +995 598 091 685
📞 +995 598 096 668

სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeDy816CMglW5ETGQgmr54G466F-PC7ATykTKpZJZeUSHPbCw/viewform?usp=header

✨ თუ გსურს განივითარო საჯარო გამოსვლის უნარები, მიიღო ახალი გამოცდილება - შემოუერთდი პროექტს „არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებში“

Photos from ხულოს მუნიციპალიტეტის მერია • Khulo Municipality City Hall's post 02/06/2026

მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების პროექტების განხილვის მიზნით, მორიგი სამუშაო შეხვედრა აჭარის რეგიონში გაიმართა.

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზურაბ იაშვილს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა პრეზენტაციის სახით გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიების პროექტები წარუდგინეს.

მუნიციპალიტეტების მერებმა დეტალურად ისაუბრეს თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარების გრძელვადიან ხედვაზე, ძირითად მიზნებზე, ამოცანებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

სტრატეგიები ორიენტირებულია კომპლექსური და თანმიმდევრული განვითარების უზრუნველყოფაზე და მოიცავს როგორც ეკონომიკის გაძლიერებასა და დივერსიფიკაციას, ისე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ხარისხის ამაღლებას, განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, გარემოს დაცვასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვას, აგრეთვე სატრანსპორტო და მუნიციპალური სერვისების ხარისხის ზრდას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მუნიციპალიტეტებისათვის გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვის მნიშვნელობას, აგრეთვე, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობას, რაც წარმოადგენს წინაპირობას დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული განხორციელებისთვის.

მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დავალებით ხორციელდება. პროცესის კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო ახორციელებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე, აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, ასევე რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

01/06/2026

3 ივნისს, სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართება, რომელიც სელიმ ხიმშიაშვილის ხსოვნას მიეძღვნება.

ღონისძიების პროგრამა:

09:00 - სხალთის მუზეუმი
09:30 - სხალთის ეკლესია
11:00 - სერიყანა, სელიმ ხიმშიაშვილის თავკვეთის ადგილას, მემორიალის ყვავილებითა და გვირგვინებით შემკობა
11:30 - საზეიმო კონცერტი

01/06/2026

ხულოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

Photos from ხულოს მუნიციპალიტეტის მერია • Khulo Municipality City Hall's post 01/06/2026

ხულოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერში პატარებისთვის მრავალფეროვანი გასართობი და შემოქმედებითი ღონისძიებები გაიმართა.

ღონისძიებაზე ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ სახის მოხატვაში, სურვილების დაფის გაფორმებაში, ფერადი ცარცებით ხატვასა და სხვადასხვა შემოქმედებით თუ გასართობ თამაშებში.

საზეიმო განწყობის შექმნაზე ზღაპრის გმირებიც ზრუნავდნენ, რომლებმაც პატარებს მხიარული და სადღესასწაულო გარემო შეუქმნეს.

01/06/2026
30/05/2026

🎉 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერში პატარებისთვის მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები მოეწყობა

🕛 ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში ბავშვებს საინტერესო და სახალისო აქტივობები ელოდებათ.

პატარებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ:
🎨 სახის მოხატვაში
✨ სურვილების დაფის გაფორმებაში
🖍️ ფერადი ცარცებით ხატვაში
🎉 სხვადასხვა შემოქმედებით და გასართობ თამაშებში

🧚‍♀️ ბავშვების განწყობაზე იზრუნებენ ზღაპრის გმირები.

🎊 გელოდებით 1 ივნისს, დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერში, ერთად შევუქმნათ ბავშვებს დაუვიწყარი და მხიარული დღე!

Photos from ხულოს მუნიციპალიტეტის მერია • Khulo Municipality City Hall's post 30/05/2026

🎶 ღორჯომში, თამაზ ირემაძის სახელობის კულტურის სახლში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი „სახლიდან სამშობლომდე“ გაიმართა.

🔹 ღონისძიებას ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, ხულოს დელეგატი საქართველოს პარლამენტში, ანზორ ბოლქვაძე, ხულოს დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში მინურ პაქსაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რენარ ბოლქვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

✨ კონცერტი აჭარის კულტურის სამინისტროს პროექტის „კულტურა მთაში“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი 2026 წელს დაიწყო და აერთიანებს სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის ღონისძიებებს. პროექტის მიზანია მაღალმთიან აჭარაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, ტრადიციული ავთენტური კულტურის დაცვა-განვითარება, შემოქმედებითი პროცესების გაძლიერება და კულტურული პოტენციალის გაზრდა.

ღორჯომის კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ:
ა▪️ (ა)იპ ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი - „ბერმუხა“
▪️ა(ა)იპ ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა ფოლკლორული ანსამბლი - „იაგუნდი“
▪️ა(ა)იპ ხელვაჩაურის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი - „ათძალი“
▪️ღორჯომის კულტურის სახლთან არსებული უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლი - „ღორჯომი“
▪️ა(ა)იპ ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული დიდაჭარის სასოფლო კლუბის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი - „მერმისი“
▪️ხულოს მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლასთან არსებული ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი -„ციცინათელა“
▪️ ხიხაძირის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი – „ხიხანი“
▪️ა(ა)იპ შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი – „ჭვანა“

🔹კულტურის სახლის ფოიეში მოეწყო ეროვნული სამოსის და ადგილობრივების მიერ ხელით შექმნილი აჭარული ნაქარგობების გამოფენა.

Want your business to be the top-listed Government Service in Khulo?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Address


Tbel Abuserisdze 1
Khulo
6500