Goderdzi Resorts • კურორტი გოდერძი

Goderdzi Resorts • კურორტი გოდერძი

Share

This is the official Goderdzi Resorts page.

08/05/2026

🖊️აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობებიანი ელექტრონული
აუქციონი გამოაცხადა

📍აუქციონის პირობების მიხედვით, კურორტ "გოდერძიზე", კოტეჯის ტიპის შენობა-ნაგებობის, ან კოტეჯის ტიპის 18 სასტუმროს მშენებლობა განხორციელდება.

➡️საპრივატიზაციო ობიექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება არანაკლებ 7,2 მლნ ლარს შეადგენს.

➡️აუქციონის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:
https://eauction.ge/Home/Search/W3sia2V5IjoiT3JnYW5pemF0aW9uSWRBZHZjIiwidmFsdWUiOiIyNyJ9LHsia2V5IjoiQ2F0ZWdvcnlJRCIsInZhbHVlIjoiMCJ9LHsia2V5IjoiU2VhcmNoQWxsIiwidmFsdWUiOiJmYWxzZSJ9XQ==/1

Photos from Goderdzi Resorts • კურორტი გოდერძი's post 24/04/2026

🖊️„გოდერძი რეზორტის“ ხელმძღვანელი მინურ პაქსაძე საერთაშორისო გამოფენას სახელწოდებით „მთის პლანეტა 2026“ დაესწრო.
🏔️საფრანგეთის ქალაქ გრენობლში გამართულ ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის (კანადა, ჩინეთი, ინდოეთი, ესპანეთი, ნორვეგია, შვედეთი, აშშ და სხვა) მთის კურორტების 150 წარმომადგენელი მონაწილეობდა.
⛷️შეხვედრის მონაწილეებმა სამთო კურორტების თანამედროვე ტენდენციები, გამოწვევები, მიღწევები და ამ სფეროში არსებული ინოვაციები განიხილეს.
🎿🏔️ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს ასევე საფრანგეთის ალპების სამთო ქალაქ ვალ თორენის გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ. ევროპის ყველაზე მაღალ სამთო კურორტად ცნობილმა ქალაქმა მსოფლიოს საუკეთესო სამთო კურორტების ტიტული დღემდე 10-ჯერ მოიპოვა.

🖊️„მთის პლანეტა 2026“ საერთაშორისო გამოფენაზე ბიზნეს სუბიეტებმა B2B შეხვედრები გამართეს. ღონისძიებაზე სხვადასხვა კომპანიას, მსოფლიოს სამთო კურორტებზე დანერგილი ინოვაციებისთვის, სპეციალური ჯილდო გადაეცა.

26/03/2026
Photos from Goderdzi Resorts • კურორტი გოდერძი's post 26/03/2026

"გოდერძი რეზორტის" ხელმძღვანელი მინურ პაქსაძე ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით კურორტ გოდერძიზე გაიმართა ოთხდღიანი ბანაკი თემაზე - ,,სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი”.

ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ სამგზის ოლიმპიურ, შვიდგზის ევროპის და შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონს, საქართველოს პარლამენტის წევრს - ლაშა ტალახაძეს.

პანელური შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, მოადგილე ირაკლი აბულაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ.

კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაშა ტალახაძემ ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, ისაუბრა იმ სირთულეებსა თუ დაბრკოლებებზე რისი გადალახვაც მოუწია საკუთარი კარიერის განმავლობაში.

განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა მიმდინარე სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგიონში, ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ახალგაზრდებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო თემებზე.

პანელურ შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და სპორტის წარმომადგენლები.

24/03/2026

📣 გოდერძიზე სასრიალო სეზონი 29 მარტის ჩათვლით გაგრძელდება!

⛷️ ზაფხულში ისევ შევხვდებით გოდერძის საბაგიროებზე.

The ski season at Goderdzi resort will continue through March 29! ⛷️

We’ll see you again on the Goderdzi lifts this summer. Until then, enjoy spring skiing under the sunshine ☀️

📲 Don’t forget - a 30% discount on 1–6 day ski passes is available when purchasing online and paying with a TBC Concept Visa card

Photos from Goderdzi Resorts • კურორტი გოდერძი's post 16/03/2026

"გოდერძი რეზორტის" ხელმძღვანელი მინურ პაქსაძე ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.

შეხვედრაზე ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სურსათის უვნებლობის ძირითად ასპექტებს, ამ მიმართულებით არსებულ რისკებს, ასევე საერთაშორისო სტანდარტებს, ადგილობრივი წარმოების პოლულარიზაციისთვის აპრობირებულ მეთოდებსა და აგროსფეროსთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს.

ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს ასევე შეხვდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე რავშან ბეჟანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნური გორგაძე და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორი ნინო დოლიძე.

12/03/2026
Photos from Goderdzi Resorts • კურორტი გოდერძი's post 12/03/2026

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, კურორტ გოდერძიზე გაიმართა მუნიციპალური პირველობა სამთო სათხილამურო სპორტში - სლალომში.

ტურნირი სამ ასაკობრივ ჯგუფში, გოგონებსა და ვაჟებს შორის ჩატარდა და მასში მონაწილეობა 50-მდე სპორტსმენმა მიიღო.

საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.

ტურნირის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში სამთო სათხილამურო სპორტის განვითარების ხელშეწყობა.

ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ჯამბულატ მელაძე და მოადგილე ნური გორგაძე, ასევე კურორტ გოდერძის დირექტორის მოადგილე ფრიდონ პაპიძე ესწრებოდნენ.

Want your business to be the top-listed Government Service in Khulo?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


Goderdzi Pass
Khulo

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 12:00 - 15:00