ძლიერი საქართველო • ქობულეთი

ძლიერი საქართველო • ქობულეთი

Share

პარტია “ძლიერი საქართველო - ლელო” ქობულეთი

03/10/2025
03/10/2025

2024 წელს ქობულეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გელაურში იოვანე ხინოწმინდელის ძეგლი საზეიმოდ გახსნა და ადგილობრივებს დაჰპირდნენ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე რეკრეაციული ზონა მოეწყობოდა.
დღეს, ერთი წლის შემდეგ, ეს დაპირება მხოლოდ სიტყვებად დარჩა. არც სკვერია, არც დასასვენებელი სივრცე – ტერიტორია ჭაობად და საქონლის საძოვრადაა ქცეული.
ქობულეთს სჭირდება განვითარება და კეთილმოწყობა, არა მიტოვებული პროექტები და სიცარიელე.
#ერთადერთობით✊ #ძლიერისაქართველოსთვის🇬🇪✊
#გააფერადე9🖌️🎨🟡

03/10/2025

✊✊✊9✊✊✊

01/10/2025

ქობულეთის გამგეობა – კორუფციული გარიგებების სიმბოლო და ფულის შოვნის "ცეხი."
იქ, სადაც ხალხს უნდა ემსახურებოდნენ, პირადი სარგებლისა და უკანონო გარიგებების შტაბი მოაწყვეს.
#ძლიერისაქართველო🇬🇪
#ერთადერთობით✊ #ძლიერისაქართველოათვის🇬🇪✊
#გააფერადე9🎨🖌️🟡

#4ოქტომბერი #წადიარჩევმებზე✅

რა პრობლემები აწუხებს ქობულეთელ ამომრჩეველს?! - TV12-აჭარა 30/09/2025

რა პრობლემები აწუხებს ქობულეთელ ამომრჩეველს?!
აღნიშნულ საკითხზე „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ქობულეთის მერობის შეთანხმებულმა კანდიდატმა, პაატა ცივაძემ, ტელეკომპანია TV12-თან ისაუბრა.

რა პრობლემები აწუხებს ქობულეთელ ამომრჩეველს?! - TV12-აჭარა პარტიების „ძლიერი საქართველო - ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის და „გახარია საქართველოსთვის“ ქობულეთის მუნი.....

27/09/2025
26/09/2025

ჩვენი კანდიდატი ერთი მტკაველით მეტია დანარჩენებზე ✊💛

Photos from ძლიერი საქართველო • ქობულეთი's post 25/09/2025

დაბა ჩაქვში მოსახლეობას „ძლიერი საქართველოს ლელოს“ ერთიანი შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ ქათამაძე შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, 2008 წლის ომში დაღუპული გმირის, ედნარ დიასამიძის ოჯახს ვესტუმრეთ. პატივი მივაგეთ ჩვენი ქვეყნის თავდადებულ მებრძოლს და მისი საფლავი ყვავილებით შევამკეთ.

დიასამიძის ოჯახის წევრები გულისტკივილით აღნიშნავენ, რომ ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიტოვებული არიან არავინ იჩენს მათ მიმართ ყურადღებას.

მოსახლეობამ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურულ პრობლემებს.
მიუხედავად იმისა, რომ ასფალტის საფარი მოეწყო, სანიაღვრე სისტემა მოუწესრიგებელია, რის გამოც უხვი ნალექის დროს ოჯახებში წყალი შედის.
ასევე არსებობს სხვა ინფრასტრუქტურული საჭიროებებიც, რომლებიც კვლავ მოუგვარებელია.

მათი თქმით, ადრე, მინიმუმ არჩევნების წინ, ხელისუფლება მაინც ინტერესდებოდა ხალხის მდგომარეობით, ახლა კი მოსახლეობა სრულიად მიტოვებულია. სამწუხაროდ, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას აშინებს სოციალური სტატუსითა და სამსახურის დაკარგვით.
ჩვენი გუნდის მიზანია, ეს რეალობა ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალოს. ხელისუფლებას ხალხზე ზრუნვა უნდა ევალებოდეს და არა მათი დაშინება. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრება. - აცხადებს თამარ ქათამაძე.

25/09/2025

მიუხედავად უთანასწორო და ძალადობრივი საარჩევნო კამპანიისა ბრძოლა ბოლომდე ✊✊✊

Photos from ძლიერი საქართველო • ქობულეთი's post 23/09/2025

ერთ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც უხვი ნალექის შედეგად ზღვისპირა ქალაქების სანაპიროებზე სერიოზული პრობლემები შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ ქობულეთში ჯერ კიდევ ტურისტია.
სანაპირო ნარჩენებითა და ხის მასალით არის დაფარული. ეს მხოლოდ ბუნების ბრალი არ არის მთავარი მიზეზი #ხელისუფლების უყურადღებობაა.

ადგილობრივი ხელისუფლება ისევ "საღათას ძილით" განაგრძობს ყოფნას, მაშინ როდესაც ქალაქის ტურისტული იმიჯი და მოქალაქეთა კომფორტი საფრთხეშია.

ქობულეთს სჭირდება მოქმედება და არა უგულებელყოფა!

#ქობულეთისმერადპაატაცივაძე
#წინერთობით #ძლიერისაქართველოსთვის🇬🇪✊
გააფერადე 🟡9

Want your business to be the top-listed Government Service in Kobuleti?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


Kobuleti
6200

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00