🗣ალამბრის საჯარო სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომრის ორგანიზებით, ეკოკლუბ „ჩვენ და გარემოსა“ და სამოქალაქო განათლების კლუბის ჩართვით, ჩატარდა წითელი ჯვრის დღე.
🔴შეხვედრაზე მოწვეული გახლდათ:
⚪️წითელი ჯვრის ქობულეთის მუნიციპალიტეტის კოორდინატორი-
გვანცა ვარშანიძე
⚪️საბა გოგიტიძე
⚪️ლია შაქარიშვილი
🔥📢შეხვედრა გაიხანა სკოლის ევაკუაციით, ჩაირთო საგანგაშო ზარი ხანძარზე. მოსწავლეებმა დატოვეს შენობა და უსაფრთხო ადგილას გადაინაცვლეს რითაც წარმოადგინეს მათი მზაობა და განათლება კატასტროფების რისკის დროს.
🗣შეხვედრა სიტყვით გახსნა წითელი ჯვრის ელჩმა და თვითმმართველობის თავმჯდომარე-ანიტა ლაზიშვილმა.
👥მან გააცნო მოწვეული სტუმრები ახალგაზრდებს, მიმოიხილა დღის წესრიგი და ისაუბრა მის გამოცდილებაზე.
⛑საუბრისას სტუმრებს შევთავაზეთ დადგმული, მოულოდნელი სცენა, სადაც მსახიობმა მოსწავლემ იმიტირებული დაშავება ითამაშა.
დაშავებულს პირველი დახმარება გაუწია წითელი ჯვრის მოხალისე მოსწავლეებმა.
მათ დეტალურად გაიარეს ყველა ის გზა რაც აუცილებელია პირველი დახმარების დროს.
შემდეგ კი თეორიულად მიმოიხილეს და ჩაატარეს მასტერკლასი პირველი დახმარების მიმართულებით.
📝მაყურებელს ასევე შევთავაზეთ სუფთა ხელების, სწორად დაბანის შესახებ დადგმული ცეკვა.
რომელიც სახალისო მოძრაობებით და მუსიკით სწავლის მეთოდს წარმოადგენდა.
📌ვისაუბრეთ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა და მიმოვიხილეთ ხელების დაბანის წესები.
🕐დღის შემაჯამებელი აქტივობა გახლდათ საინფორმაციო სტენდები თემაზე:
⚪️წითელი ჯვრის ისტორია
⚪️წითელი ჯვრის საქმიანობა
⚪️წითელი ჯვრის მოხალისეობა
🔺რომელსაც ახალგაზრდები უძღვებოდა, სტენდებზე კი გამოფენილი იყო მათი ნამუშევრები.
🔻ახალგაზრდებმა დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები.
⚪️მათ გაიგეს თუ:
🔴როგორ გახდნენ წითელი ჯვრის ელჩები?
⚪️როგორ გახდნენ მოხალისეები?
🔴რა საქმიანობას სთავაზობს მათ წითელი ჯვარი?
⚪️და ზოგადად რა არის წითელი ჯვრის მიზანი.
📢გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ მოწვეულ სტუმრებს!
ქ-ლია შაქარიშვილს,
საბა გოგოტიძეს და გვანცა ვარშანიძეს.
მადლობა ყველა ახალგაზრდას შრომისთვის
ალამბრის საჯარო სკოლის თვითმმართველობა
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ალამბრის საჯარო სკოლის თვითმმართველობა, Public School, ალამბარი, Kobuleti.
17/04/2023
წითელი ჯვრის დღე!
გიზიარებთ ფოტოებს.❤️
16/03/2023
🔰ალამბრის საჯარო სკოლის თვითმმართველობის მთავარი მიზანია ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებული პროექტების განხორციელება.
✅სკოლაში გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც დაინტერესებული არიან ჭადრაკით.
🌐სწორედ ამიტომაც წამოვიწყეთ გრძელვადიანი პროექტი რომელიც ემსახურება ჭადრაკით დაინტერესებული ახალგაზრდების ხელშეწყობას.
♟პირველი აქტივობა ჭადრაკის ჩემპიონატი გახდა.
👥მონაწილეობა მიიღო მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებმა.
🥇🥈🥉შეჯიბრების ბოლოს დასახელდნენ გამარჯვებული მონაწილეები და მათ გადაეცათ ფასიანი საჩუქრები.
ვუსურვებთ ჩვენს ახალგაზრდებს წარმატებებს და მათი მიზნების რეალიზებას❤️!
16/03/2023
⭕ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“-ს ფარგლებში
16 მარტს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბრის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პარალეგალებთან ერთად გაიმართა შეხვედრები.
📍 პარალეგალმა სკოლის მოსწავლეებს გაგვაცნეს, ბავშვის უფლებათა კოდექსიდან გამომდინარე აქტუალური საკითხები, ასევე მიმოიხილეს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მექანიზმები. შეხვედრა წარიმართა მოსწავლეების აქტიური ჩართულობით. სკოლის მოსწავლეებმა გავეცანით იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებს.
📍 პროექტ „პარალეგალის“ ფარგლებში, არაიურისტი პირები, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ დაგეგმილი გადამზადების პროგრამის გავლის შემდეგ, ახორციელებენ მოსახლეობისათვის პირველადი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მართლმსაჯულებაზე თითოეული ადამიანის ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის.
👏 მადლობას ვუხდით USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას,
იურიდიული დახმარების სამსახურს და ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულ სტუდენტ-ნინო გოგიტიძეს❤️!
16/03/2023
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ბათუმში, Radisson Blu
Batumi-ს საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა სემესტრის შემაჯამებელი სამუშაო
შეხვედრა აჭარის რეგიონის მასშტაბით.
🟢შეხვედრის პირველი ნაწილში მონაწილეებმა მოწვეული ექსპერტისგან მიიღეს ინფორმაციას
სათემო ჩართულობის და ადვოკატირების შესახებ.
ჯგუფებში იმსჯელეს სკოლაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირბის გზებზე და წარმოადგინეს ადვოკატირების საპროექტო იდეები,რომელსაც პროგრამის ფარგლებში განახორციელბენ.
➡️შეხვედრის მეორე ნაწილში შეფასდა აჭარის რეგიონის პარტნიორ სკოლებში პროგრამის
ფარგლებში ნახევარი წლის მანძილზე გაწეული მუშაობა. მონაწილეები პროგრამის ფარგლებში
შექმნილი სასკოლო თვითმმართველობის გზამკვლევის პრეზენტაციასაც გაეცნენ. პარტნიორი
სკოლების წარმომადგენლებმა საკლუბო მუშაობის და მოსწავლეთა თვითმმართველობის
პროექტების პრეზენტაცია გააკეთეს.
🔔შეხვედრაზე ალამბრის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის "აქტიური მოქალაქე"-ის
ლიდერი-მარიამ ზოიძე,
კლუბის წევრი - მარიამ ბაუჟაძე თვითმმართველობის თავმჯდომარე-ანიტა ლაზიშვილი
იმყოფებოდნენ.
🙌ალამბრის საჯარო სკოლის თვითმმართველობა მოგესალმებით!
🤝ჩვენი სკოლის თვითმმართველობამ ყველაზე კარგად იცის რა სჭირდება ჩვენს მოსწავლეებს და ჩვენს სკოლას.
⛹️♀️სწორედ ამიტომაც თვითმმართველობამ ჩათვალა საჭიროდ სკოლის გამოღვიძება და სასკოლო ცხოვრების გახალისება.
🏀ამის მიღწევაში სპორტი თუ არა სხვა რა დაგვეხმარებოდა.
⛹️♂️წარმოგიდგენთ კალათბურთის ჩემპიონატს:
მე-10 და მე-8 კლასს შორის
📣შეხვედრა გახსნა სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარემ და სიტყვით მიმართა აუდიტორიას.
🔉მოახსენა თვითმმართველობის გეგმების შესახებ და წარმატებები უსურვა მონაწილეებს!
🎤თამაშის მსაჯი გახლდათ ყველასთვის უკვე ცნობილი ანრი ლომაძე.
🏆ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა მე-10 კლასი!
❤️თვითმმართველობა ვულოცავთ მათ გამარჯვებას და ვუსურვებთ მეტ წარმატებას!
დიდი მადლობა ჩვენი სკოლის დირექტორს, მასწავლებლებს, მონაწილეებსა და მსაჯს🤝
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Website
Address
ალამბარი
Kobuleti
