კინტრიშის დაცული ტერიტორიები / Kintrishi Protected Areas
Kintrishi Protected Area
13/05/2026
✅კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრში ნაკრძალებისა და ეროვნული პარკების კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
🔸დაცული ტერიტორიების სააგენტო აღნიშნულ კვირეულს ყოველწლიურად ატარებს. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ნამუშევრები თემაზე - დაცული ტერიტორიების როლი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ.
🔸ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის, კოხის, სოფელ ქობულეთისა და ნაკაიძეების საჯარო სკოლების მოსწავლეები. მოეწყო მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, ასევე წარმოდგენილი იყო მათ მიერ მომზადებული საკონკურსო ესეები.
🔸ვიზიტორთა ცენტრის საგამოფენო სივრცეში მოსწავლეებისთვის ჩატარდა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ლექცია-სემინარი გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მნიშვნელობის შესახებ. მონაწილეებისთვის ასევე გაიმართა ეკოტური ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე.
🔸მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობას გარემოსდაცვით საკითხებში, მათი ცოდნის გაღრმავებასა და ბუნებრივი რესურსების მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდას.
#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები
კინტრიშის ეროვნული პარკის ტყეში გაზაფხული ნელ-ნელა იღვიძებს 🌿
მწვანეში ჩაფლულ ბუნებას კი შველი მშვიდად მიუყვება - ველური სამყაროს კიდევ ერთი საოცარი წამი 🦌
05/05/2026
✅დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ ფარგლებში, კონკურსის „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება აჭარის რეგიონში გაიმართა.
🔸მონაწილეებმა წარმოადგინეს ესეები, ნახატები, ფოტოები და პოსტერები, რომლებიც ასახავდა ბუნების დაცვის მნიშვნელობასა და კლიმატის ცვლილების მიმართ მათ ხედვას.
🔸გამარჯვებულები გამოვლინდნენ მტირალას, მაჭახელას, კინტრიშის და ქობულეგის დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ მოსწავლეებს შორის.
01/05/2026
✅დაცული ტერიტორიების სააგენტო ბათუმში, საერთაშორისო გამოფენა „Ebit 2026” - ში იღებს მონაწილეობას.
🔸სპეციალურად მოწყობილ საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ აჭარის რეგიონში მდებარე დაცული ტერიტორიების - მტირალას, მაჭახელას, კინტრიშის, ქობულეთის და კოლხეთის ეროვნული პარკების ტურისტულ სერვისებსა და უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას.
🔸გამოფენის ფარგლებში, სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა ვირტუალური რეალობის (VR) სათვალეების მეშვეობით იმოგზაურონ საქართველოს უნიკალურ დაცულ ტერიტორიებზე.
🔸ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა „Ebit 2026“კომპანია Expo Batumi - ის ორგანიზებით იმართება.
კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე ღამით ფოტოხაფანგმა დათვი დააფიქსირა 🐻📸
ფოტოხაფანგი უკვე ფიქრობს, რომ ახალ მოდელად აყვანა არ აწყენდა - აშკარად კამერასთან მეგობრობს! 😄“
#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები
23/04/2026
✅კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე ეროვნული პარკების კვირეულის ფარგლებში იმყოფებოდნენ ბათუმის კერძო სკოლა „მეგა“-ს მოსწავლეები. მათ დაათვალიერეს ვიზიტორთა ცენტრი და მიიღეს ინფორმაცია დაცული ტერიტორიების მნიშვნელობისა და ღირებულებების შესახებ.
🔸მოსწავლეებმა ასევე მოინახულეს კინტრიშის დაცული ტერიტორიები, სადაც გაეცნენ ტურისტულ ბილიკებზე უსაფრთხოდ გადაადგილების წესებს, აგრეთვე დაცულ ტერიტორიებზე დაშვებულ და აკრძალულ ქმედებებს. რეინჯერმა მათ გააცნო საკუთარი საქმიანობა და გაუზიარა პრაქტიკული გამოცდილება.
🔸მსგავსი ეკო-საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, რეგიონში არსებული დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციას და ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები
ფოტოხაფანგმა კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე შვლები დააფიქსირა 📸
🦌 ეს ელეგანტური და ფრთხილი ცხოველი ჩვენი ტყეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბინადარია და ეკოსისტემის ბალანსის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები
06/04/2026
✅კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ მიმდინარე წლის 6 აპრილს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათისა და სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები „ეროვნული პარკების“ კვირეულთან დაკავშირებით.
🔸შეხვედრები ჩატარდა დაგეგმილი საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტის - „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ - ფარგლებში და მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობის შესახებ.
#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები
02/04/2026
გაზაფხული კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე 🌄
ზამთრის ძილის შემდეგ, დედა დათვი და მისი ბელები მშვიდად მიუყვებიან ბილიკს 🐾🐻
#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Telephone
Website
Address
Kobuleti
6200
