05/05/2023
ზურაბობა 2023
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from გორგაძეების საჯარო სკოლის წიგნის მოყვარულთა კლუბი "ლამპარი", Library, Gorgadzeebi public school, Kobuleti.
05/05/2023
ზურაბობა 2023
12/04/2023
"მე მიღალატეს ძველმა რითმებმა,
ძველ მეგობრებსაც ვამჩნევ მე ღალატს... "
"- სიკვდილშიც გვაჯობაო!" - თქვა ბოლოს სიმონ ჩიქოვანმა.
იმ საბედისწერო დღეს, საავადმყოფოში გალაკტიონი ათ საათზე მიიყვანეს და პირველ საათზე ორსაწოლიან პალატაში, მესამე საწოლი ჩაუდგეს, რის გამოც ერთ-ერთი ავადმყოფის ცოლი აყვირდა: “შეგვავიწროვესო! “
Ამ ქალისა და ექიმების უგულისხმობა მაშინდელი საზოგადოების განწყობა იყო მის მიმართ... - ასე აღიქვა ეს ყოველივე გალაკტიონმა და გული მოუკვდა, მაგრამ ამ ყველაფერს თავად აჯობა და შევიწროვებულები დაამშვიდა, პალატიდან სულაც გამოვიდა და იქ, უკან აღარ შებრუნებულა...
შემდეგი ოთხი საათი კი დერეფანში გაატარა... Არავინ აქცევდა დიდ პოეტს ყურადღებას...
იმჟამად პალატა-ლუქსში იმყოფებოდა ცენტრალური უნივერმაღის დირექტორი, რომელიც სასწრაფო წესით გაწერეს საავადმყოფოდან... Თუმცა ლუქსი გალაკტიონისთვის მაინც ვერ გაიმეტეს...
ნახევარლუქსებიც "დაკავებული" აღმოჩნდა ...
Იჯდა მარტოდმარტო, ცუდად მყოფი, ცივ დერეფანში...
იქნებ უბრალო შეკითხვას ან შეხმიანებას გამოეფხიზლებინა....
Ამ დღეს, კონსტანტინე გამსახურდიაც იხსენებს :
ირაკლი აბაშიძე (მწერალთა კავშირის თავმჯდომარე) და სერგი ჭილაია(ვაი-კრიტიკოსი) და მე სამკურნალო კაბინეტში შევდიოდით შალვა დადიანის გამოსასვენებლად"...
( ეს ის კაცია ტერენტი გრანელს, რომ უთხრა:"ჩაიცვით ყმაწვილო, ჩაიცვით!"
Ტერენტიმ მაშინ შალვას ასე უპასუხა :
" ბატონო შალვა, არათუ დიდმა
Ბავშმაც კი იცის ჭამა და ჩაცმა,
Თქვენ სიღარიბეს არ იცნობთ ალბათ,
Რომელიც არის პატარა ჯვარცმა... "
Ეს Საზოგადოება იმყოფებოდა იმ დროს საავადმყოფოში...
Მწერალთა კავშირის წევრები, Გალაკტიონის "მეგობრები"...
გალაქტიონი ამ დროს, ფოიეს კუთხეში მჯდა, დაინახა თუ არა ისინი სიხარულით წამოდგა...
ყურადღება არ მიაქციეს, კონსტანტინეს კოცნა მოუნდომა,
Იმანაც პირი აარიდა და ცივად გაშორდა...
"იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,"
" Ჩემს სამშობლოში მე მოვლე მხოლოდ
Უდაბნო ლურჯად ნახავერდები..."
Არავინ იცის რა იგრძნო ამ დროს გალაკტიონმა... Როგორ მოკვდა ზეზეულად მისი გული...
"ძველ მეგობრებსაც ვამჩნევ მე ღალატს..."
ტრაგედია ექვს საათზე დატრიალდა ... უფრო ზუსტად - ექვსს, რომ აკლდა ათი...
" ახლა რა თქმა უნდა ძლიერ გვიანია,
Სულში მწუხარებამ ღამე გააათია... "
Დღესაც, Ვიღაცები გალაკტიონს ლოთობას აბრალებენ, ვოლგასა და აგარაკს აყვედრიან დროებით რომ მიართვა საბჭოთა ხელისუფლებამ და ისევე წაართვა, როგორც მისცა...
Ასეთ ხალხს არ ახსენდება მისი გულსაკლავი წერილები, რომლებშიაც მატერიალურ დახმარებას ითხოვს...
Უნდა ვაღიაროთ, რომ როგორც დღეს, მაშინაც უნიჭობის ზეიმი იდგა...
Მაშინაც იყვნენ და დღესაც არიან
" ვაი მწერალ-პოეტები"... Რომლებიც ნიჭიერ ხალხზე ბევრად უკეთესად ცხოვრობენ...
Გალაკტიონის მსგავს გენიას უდავოდ ხომ უკეთესად უნდა ეცხოვრა?!
Ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ცხოვრება რომ უფრო ნორმალური ყოფილიყო...
Ეს არაა მხოლოდ ქართული შემთხვევა,
ქალაქ ბარსელონაში, ცნობილ არქიტექტორს, ანტონიო გაუდის ტრამვაი დაეჯახა, რაკი მათხოვარივით ეცვა კარგა ხანს არავინ დაეხმარა, საავადმყოფოშიც იმდენ ხანს არ მიხედეს უპატრონოდ მიჩნეულ კაცს ექიმებმა, რომ დიდი ადამიანი მოკვდა ...
Როგორც ჩანს ესეც ზოგადსაკაცობრიო მოვლენაა და ჩვენს სამყაროს, ხშირად ისე არაფერი აკლია როგორც სამართლიანობა... კაცთმოყვარეობა...
Რაც შეეხება გალაკტიონს-
Ეს არ იყო თვითმკვლელობა, ეს იყო მკვლელობა...გალაკტიონი ყველამ და ყველაფერმა გაისტუმრა იმქვეყნად...
"ჩემთვის დღესავით არის ნათელი
Რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა..."
- დღეს, საქართველოს უახლეს ისტორიას არ ახსოვს გალაკტიონზე დიდი მგოსანი... Და Იგი კვლავ რჩება პოეზიის მეფედ...
Გალაკტიონმა ყველასა და ყველაფერზე გაიმარჯა...
"რომ მეფე ვარ და მგოსანი
Და სიმღერით ვკვდები..
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი... "
" კაციც ძნელია საცნობლად, ღმერთს ვინ იცნობდა გულითა!"(დ. Გურამიშვილი) 💔
✍️Ნინი კალანდაძე
ნინი კალანდაძე
| 09:00 - 17:00 |