24/07/2019
#ჰეპატიტისმსოფლიოდღეე #ტუბერკულოზის #აივშიდსის #უფასოსკრინინგი
‼️2️⃣8️⃣ ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა
🌏 მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ჩატარდება ტუბერკულოზის, c ჰეპატიტისა და აივ/შიდსის უფასო ინტეგრირებული სკრინინგი.
► 2️⃣8️⃣ ივლისი
ქობულეთი, ზღვისპირა პარკი, ავტოსადგურის ტერიტორია.
#ჯანდაცვა2019
#ჰეპატიტისმსოფლიოდღე #ტუბერკულოზი #აივშიდსი #უფასოსკრინინგი
‼️2️⃣8️⃣ ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა
🌏 მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ჩატარდება ტუბერკულოზის, c ჰეპატიტისა და აივ/შიდსის უფასო ინტეგრირებული სკრინინგი.
► 2️⃣5️⃣ ივლისი
ბათუმი, ავტოსადგურის ტერიტორია
ხელვაჩაური, სოფელი ჭარნალი
► 2️⃣6️⃣ ივლისი
ბათუმი, იუსტიციის სახლი
► 2️⃣6️⃣ - 2️⃣7️⃣ ივლისი
ხულო, ბეშუმი
► 2️⃣8️⃣ ივლისი
ბათუმი, ბულვარის ტერიტორია
ქობულეთი, ზღვისპირა პარკი, ავტოსადგურის ტერიტორია.
#ჯანდაცვა2019
24/07/2019
საჩინო–ქვედა აჭყვა–მადოიშვილები, საავტომობილო გზის 1 380 მეტრ მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარი მოეწყო.
პროექტი ასევე ითვალისწინებადა ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის, 470 გრძ.მ. რკინაბეტონის კიუვეტის, 24 გრძ.მ. ლითონის მილის, 50 გრძ.მ. ბეტონის საყრდენი კედელსა და 85.გრძ.მ დამცავი ლითონის ზღუდარის მოწყობას.
სამუშაოები შპს „ზიმო-7“-მა შეასრულა. პროექტის ღირებულება 640 000 ლარს შეადგენს.
შესრულებული სამუშაოები ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა, მირიან ქათამაძემ , საავტომობილო გზების დეპარტამენტის, უმარლესი საბჭოსა საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებთან, ასევე მერიი წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
23/07/2019
გასვლითი თათბირი ჩაქვში
მერის წარმომადგენლებთან დაბა ჩაქვის ადმინისტრაციულ ერთეულებში, დღეს სამუშაო თათბირი გაიმართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა წარმომადგენლებისგან მათ სამოქმედო ერთეულებში არსებულ გამოწვევებზე, ასევე სხვადასხვა საკითხის გადაჭრაზე მოისმინა ინფორმაცია.
საკითხების მოგვარებისკენ რიგი ნაბიჯების გადადგმა უახლოეს პერიოდში, ეტაპობრივად დაიწყება.
შეხვედრაზე მხარეებმა უკვე შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრეს .
გასვლითი სამუშაო თათბირები მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომდევნო კვირების განმავლობაშიც გაგრძელდება.
23/07/2019
#სკვერი
#რეაბილიტაცია
მუზეუმის მიმდებარედ, სკვერის რეაბილიტაცია გრძელდება. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების უმეტესი ნაწილი უკვე დასრულებულია. ამ დროისთვის ადგილზე ფილები იგება და სკვერში არსებული მემორიალი წესრიგდება. პროექტის მიხედვით, სკვერში იცვლება განათება, ეწყობა თანამედროვე ბორდიურები, ფილები, გამწვანებული ადგილები.
რეაბილიტაცია უტარდება, სკვერში არსებულ , ომში დაღუპულთა მემორიალს.
სამუშაოები ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ, მოადგილესთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
მერს შენიშვნები ჰქონდა კომპანიის ხელმძღვანელობასთან . მშენებელ კომპანიას სკვერის რეაბილიტაციის დაჩქარების მითითება მისცა.
მუზეუმის მიმდებარედ, სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაიწყო . ხელშეკრულებით, სამუშაოების მწარმოებელს სკვერის დასრულებისთვის ვადა აგვისტოს დასაწყისამდე აქვს. სკვერის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 400 000 ლარამდე იხარჯება .
23/07/2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტმა საზაფხულო ფესტივალს, „მზე სოფელში ანათებს“ უმასპინძლა. ღონისძიებები სოფელ კოხში, ნიგვზნარის ტერიტორიაზე გაიმართა.
ფესტივალი ველო მარათონის მსვლელობით გაიხსნა. მთელი დღის განმავლობაში ნიგვზნარის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის აქტივობები გაიმართა. ტერიტორიაზე გამოფენა-გაყიდვების სპეციალური კარვები მოეწყო, მუზეუმის, სოფლების, საზოგადოებრივი კოლეჯისა და სასტუმროების კუთხეები. წარმოდგენილი იყო ადგილობრივი პროდუქცია, ნაწარმი, სუვენირები, ნაყინი, ლუდი, ღვინო, თაფლი, ჭაჭა.
აქ მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილობრივ კულტურას, საგამოფენო ნივთებსა და სამზარეულოს ნიმუშებს, გაცნობოდნენ. მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ აქ წარმოდგენილი პროდუქცია შეეძინათ.
მოეწყო მოსასვენებელი ადგილები სხვადასხვა დეკორაციებით და განათებებით .
ფესტივალზე სხვადასხვა ნომრით ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები წარსდგნენ.
ღონისძიება გვიან ღამით, ეთნო ჯაზის შემსრულებლების „სტუმრების“ კონცერტით დასრულდა. სოფლის ტურიზმის ფესტივალს ქობულეთი მეორედ მასპინძლობს.ღონისძიება სოფლის ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით იმართება.
22/07/2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში დღეს სამუშაო თათბირი გაიმართა. შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტის წინაშე ტურისტული სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება.
ა(ა)იპ-ი სანდასუფთავების სამსახურს დაევალა სუფთა ქალაქისა და სუფთა სანაპიროს შენარჩუნება.
ზედამხედველობის სამსახურს მუნიციპალიტეტში სეზონური ობიექტების მოწესრიგების მკაცრად გაკონტროლება.
ინფრასტრუქტურის სამსახურს დაევალა მიმდინარე სამუშაოების გაკონტროლება. პროექტების ნაწილზე ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით დროებით შეჩერების თაობაზეც ისაუბრეს. სამსახურს დაევალა ინფრასტრუქტურული სამუშაოების მე-3 კვარტლის მიმდინარეობის გაკონტროლება. კერძოდ, ეს შეეხება პროექტებზე ტექნიკურ უსაფრთხოებას, ვადებსა და შესრულებული სამუშაოების ხარისხს.
21/07/2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტმა საზაფხულო ფესტივალს, „მზე სოფელში ანათებს“ უმასპინძლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტმა საზაფხულო ფესტივალს, „მზე სოფელში ანათებს“ უმასპინძლა.
21/07/2019
ფესტივალი „მზე სოფელში ანათებს“
აჭარის ტელევიზია - საზოგადოებრივი მაუწყებელი Ajara TV & Radio
20/07/2019
#მზესოფელშიანათებს
#სოფლისტურიზმისფესტივალი
„მზე სოფელში ანათებს“-ქობულეთის მუნიციპალიტეტი საზაფხულო ფესტივალს მასპინძლობს
აჭარის ტელევიზია - საზოგადოებრივი მაუწყებელი Ajara TV & Radio
20/07/2019
📣
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია , სოფლის ტურიზმის ფესტივალის "მზე სოფელში ანათებს" გაცნობებთ:
დღეს , 15 საათიდან მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან იმოძრავებს სპეციალური ტრანსპორტი, რომელიც სტუმრებს ფესტივალის ლოკაციის მიმდებარედ გადაიყვანს .
ფესტივალი 16 საათიდან დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება.
ღონისძიებაზე მრავალფეროვანი აქტივობები გელოდებათ.
შემოგვიერთდით სოფლის ტურიზმის ფესტივალზე.
#მზესოფელშიანათებს
#ტურისტულისეზონი
#ზაფხულისფესტივალებიგრძელდება
19/07/2019
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამის პროექტის ,,მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა - შავი ზღვის აუზის განვითარების საფუძვლები“ ფარგლებში, ქობულეთში პირველი ადგილობრივი სემინარი გაიმართა.
პროექტი პროექტი შავი ზღვის რეგიონში, ინოვაციური ტექნოლოგიების კატალოგის შექმნას, საინვესტიციო გარემოს შექმნისთვის ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას გულისხმობს. ასევე ტურისტული დანიშნულების ადგილების პოპულარიზაციას ითვალისწინებს.
პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ექსკურსია ქობულეთის მუნიციპალიტეტში,კერძოდ კინტრიშის ხეობაში. აღნიშნული მიზნად ვირტუალური გიდისთვის მასალების მომზადებასა და მისი ტურისტული დანიშნულების პოპულარიზაციას ისახავს.
პროექტი ,,მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა“, რომელსაც ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივი ორგანიზაციების კავშირი , რუმინეთის, საბერძნეთის, მოლდოვისა და უკრაინის ორგანიზაციები საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი 2018 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება.
სემინარში მონაწილეობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა, მირიან ქათამაძემ, მოადგილესთან, ათეა-ს აღმასრულებელ დირექტორთან და პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების - ლანჩხუთის, ფოთის, ქობულეთისა და ბათუმის კულტურის, ტურიზმისა და არქიტექტურის სფეროების წარმომადგნელებთან ერთად მიიღო.