იმერეთი • ძლიერი საქართველო

იმერეთი • ძლიერი საქართველო

Share

ძლიერი საქართველოს იმერეთის ორგანიზაციის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი

02/06/2026

მიხეილ ჭიპაშვილი: „რა გვაქვს დასამალი, რატომ ვეწინააღმდეგებით საკრებულოს სხდომის პირდაპირი ეთერით გადაცემას, რა გვაშინებს“


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიხეილ ჭიპაშვილმა, საკრებულოს წევრმა კოალიციიდან „ლელო – ძლიერი საქართველო“, სხდომის პირდაპირ ეთერში გადაცემა მოითხოვა. ამის საჭირობა კი იმით დაასაბუთა, რომ მოსახლეობას აინტერესებს, რას და როგორ საქმიანობენ დეპუტატები, რა გადაწყვეტილებებს იღებენ, რას უჭერენ მხარს და რას ეწინააღმდეგებიან.

საკრებულომ ამ საკითხს, დებულების თანახმად, კენჭი უყარა. სხდომის პირდაპირ ეთერში გადაცემას მხარი მხოლოდ დეპუტატმა გივი მაისურაძემ (პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“) დაუჭირა.

„რა გვაქვს დასამალი, რატომ ვეწინააღმდეგებით საკრებულოს სხდომის პირდაპირი ეთერით გადაცემას, რა გვაშინებს“, – მიმართა მიხეილ ჭიპაშვილმა კოლეგებს.

დეპუტატებმა „ქართული ოცნებიდან“ განაცხადეს, რომ საკრებულოს სხდომები ღია და გამჭვირვალეა და დასწრების უფლება ყველა მოქალაქეს აქვს, სხდომებს მედია აშუქებს.

მიხეილ ჭიპაშვილი აპირებს, რომ საკრებულოს პირდაპირ ეთერში სხდომის გადაცემაზე უარის დასაბუთება მოსთხოვოს.

ამ ინფორმაციას დამოუკიდებელი მედიაგამოცემა “ჩემი ხარაგაული” აქვეყნებს.

26/05/2026
06/05/2026

“ძლიერი საქართველო -ლელოს” საკრებულოს წევრმა ხარაგაულის საკრებულოში მიხეილ ჭიპაშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

საკრებულოს 4 მაისის სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ხარაგაულის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში განიხილებოდა. სწორედ ამ საკითხის განხილვას მოჰყვა დეპუტატების დაპირისპირება.

„ლელო-ძლიერი საქართველო”-ს დეპუტატმა მიხეილ ჭიპაშვილმა სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის მოსვლა მოითხოვა.
პასუხად საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ განაცხადა, რომ თავად წყვეტს, სხდომაზე მომხსენებლად ვინ მოიწვიოს და ვინ არა. გარდა ამისა, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხებს მერის პირველი მოადგილე განაგებს და შეკითხვებზე პასუხებს ის გასცემს.
მიხეილ ჭიპაშვილმა 2026 წლის ბიუჯეტს „არარეალურად დაგეგმილი“ უწოდა, რადგან პირველ კვარტალში შემოსულობების გეგმა მხოლოდ 66%-ით არის შესრულებული. მისი შეფასებით, არაეფექტურ დაგეგმვაზე მიუთითებს ისიც, როცა ზოგიერთი სახეობის შემოსულობების გეგმა გადაჭარბებით სრულდება.

მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის განმარტებით, პირველ კვარტალში გეგმის შეუსრულებლობა გამოწვეულია გადასახადებიდან და გრანტებიდან მიღებული შემოსავლების კლებით. თუმცა, შემოსავლების ნაკლებობის მიუხედავად, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ყველა პროგრამა დაფინანსდა. 2026 წლის პირველი კვარტლის ხარჯების დასაფარავად თანხა ნაშთიდან მიიმართა.

ეს განმარტება მიხეილ ჭიპაშვილისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა და შეკითხვები ისევ გააგრძელა, რასაც დეპუტატებისგან აგრესია მოჰყვა. საბოლოოდ, მიხეილ ჭიპაშვილმა სხდომა პირველი საკითხის დასრულების შემდეგ დატოვა.” შემოსულობების გეგმის შეუსრულებლობა ის საკითხია, რომელზეც პასუხი მერმა უნდა გასცეს”- განაცხადა მიხეილ ჭიპაშვილმა.

01/05/2026

"ძლიერი საქართველო - ლელოს" ჭიათურის ადგილობრივი ორგანიზაცია მოსახლეობის გამოკითხვას ატარებს. ჭიათურის საკრებულოს წევრის დავით ჭუმბურიძის განცხადებით, გამოკითხვის მიზანია მოსახლეობის წინაშე მდგარი სამი ძირითადი პრობლემის გამოკვეთა.

21/04/2026

გივი ჯულაყიძე: "უზარმაზარი თანხები იხარჯება გზების მოხრეშვაზე, როცა რეალურად ეს ფაქტობრივად წყალში გადაყრილი ფულია"

სამტრედიის საკრებულოს სხდომაზე სოფლის დახმარების პროგრამის დაფინანსების საკითხის განხილვისას საკრებულოს წევრმა "ძლიერი საქართველო - ლელო"-დან გივი ჯულაყიძემ ხმა არ მისცა სოფლებში შიდა საუბნო გზების მოხრეშვის პროექტს.

- წლიდან წლამდე სოფლებში საუბნო გზების მოხრეშვა და არა კაპიტალური ბეტონის
გზების გაკეთება, არაეფექტურად გაწეული ხარჯია და პირდაპირი მნიშვნელობით წყალში ფულის გადაყრაა.

- მოხრეშილი გზები წვიმებისგან ირეცხება და მომდევნო წელს ხელახლაა გასაკეთებელი

- ამის გამო შიდა გზები პრაქტიკულად ქრონიკულად მძიმე მდგომარეობაშია, მაშინ, როცა შესაძლებელია ამ მიზნით დასახარჯი ფული ეტაპობრივად მართლაც გზების ხანგრძლივი ვადით მოწესრიგებას მოხმარდეს.

გივი ჯულაყიძემ ფინანსური გათვლებიც წარმოადგინა მიხრეშვაზე დახარჯული ფულით რამდენი კილომეტრი ბეტონის გზის დაგება იქნებოდა შესაძლებელი გასული წლების მანძილზე და მოითხოვა რადიკალურად შეიცვალოს მიდგომა სოფლის დახმარების პროგრამის შედგენის და დაფინანსების მიმართ

15/04/2026

ლადო მაკარიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "ძლიერი საქართველო - ლელოდან"

ჩვენ, ისევე, როგორც მთელი ცივილიზებული მსოფლიო, დიდი ინტერესით ვადევნებდით თვალს უნგრეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ჩვენი მხარდაჭერა პროევროპული ოპოზიციის მიმართ პრინციპული იყო, რადგან ვიქტორ ორბანის პოლიტიკა საფრთხეს უქმნიდა არა მხოლოდ უსაფრთხოებას ევროპაში, არამედ საქართველოს ევროპულ მომავალს და ქართველი ხალხის კონსტიტუციით გარანტირებულ მისწრაფებებს. მიგვაჩნია, რომ უნგრეთში ორბანის 16-წლიანი მმართველობის დასრულება საქართველოს ისტორიული არჩევანის დაცვის ტოლფასი გამარჯვებაა.

უნგრელი ერის ერთსულოვნებამ ორბანის რეპრესიული სისტემა და რუსული პროპაგანდა დაამარცხა. ეს ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის თვალსაჩინო მაგალითი უნდა გახდეს. ნიჰილისტური განცხადებები, თითქოს არჩევნებით რეჟიმის შეცვლა შეუძლებელია, დღეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. საზოგადოებრივი კონსოლიდაციის პირობებში ვერანაირი ავტოკრატია ვერ გაუძლებს ხალხის ნებას; ისტორიამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილზე ბევრად ძლიერი ლიდერებიც მარცხდებიან საკუთარ ხალხთან. შესაბამისად, ხელისუფლების ყოველგვარი მცდელობა შეინარჩუნოს ძალაუფლება რეპრესიული კანონებით, ძალადობითა თუ ქიმიური საშუალებების გამოყენებით განწირულია მარცხისთვის.

ჩვენი ორგანიზაციის ლიდერები ჯერ კიდევ 2024-2025 წლებში აცხადებდნენ, რომ ცვლილება შესაძლებელია არჩევნების გზით. ეს პეტერ მადიარმა და მისმა პარტიამ, "ტისამ", რუსული ჰიბრიდული ომის პირობებშიც კი მოახერხეს.

14/04/2026

ინგა მაღრაძე - "ძლიერი საქართველო - ლელოს" ხარაგაულის ორგანიზაციის თავმჯდომარე
უნგრეთში 16 წლის შემდეგ ავტოკრატია არჩევნების გზით დამარცხდა. როგორც აღმოჩნდა, ძლიერი ავტორიტარიზმიც მარცხდება თუ საზოგადოება ერთიანდება და არჩევნების აზრს ხედავს!

მინდა გამარჯვება ჩვენც ვიზეიმოთ! იქამდე კი ბევრი შრომა და ძალისხმევაა გასაწევი. კაცს რომ ყოველდღიური ყოფითი გამოწვევები აქვს და პირდაპირი გაგებით ცა თავზე ექცევა, მაღალ პოლიტიკურ იდეალებზე საუბარი ვერაფერ ნუგეშს მისცემს. მას სამართლიანობის განცდა იქამდე დაეკარგა ვიდრე გადარჩენისთვის ბრძოლის დრო დაუდგებოდა. ცვლილების იმედი და გამარჯვების რწმენა მაშინ გაჩნდება, როცა პოლიტიკოსები ხალხის გასაჭირს გაითავისებენ. ეს კი მათთან აქტიური კომუნიკაციის, ყოველდღიური ურთიერთობის გარეშე შეუძლებელია.

"არჩევნებს აზრი არ აქვს, ისევ იქნებ გარედან მოხდეს რამე, გამოვიდეთ და დავასრულოთ ეს რეჟიმი!" - ამის იმედად ყოფნა არას გვარგებს. ბევრი მუშაობაა საჭირო: საპროტესტო კერის ყველგან გაჩაღება, ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენება ადგილებზე, ჩვენს სოფლებში, ქალაქებში. არჩევნების ბედი ყველგან წყდება - დიდ ქალაქებშიც დაპატარა დაბებშიც. ადგილობრივი პოლიტიკის კეთებით მიიღწევა დიდი ცვლილებები.

07/04/2026

ინგა მაღრაძე: "რისი მაქნისია თვითმმართველობა თუ თავისი კომპეტენციის განხორციელებისთვის ზემოდან მითითებებს საჭიროებს"

"ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით აქტიურად მიმდინარეობს სასაფლაოებზე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია" - ხარაგაულის მერის კობა ლურსმანაშვილის ამ განცხადებას "ძლიერი საქართველო - ლელოს" ხარაგაულის ორგანიზაციის თავმჯდომარე ინგა მაღრაძე ეხმიანება.

"საუბნო გზების, სასაფლაოების მოვლა - პატრონობა თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა.რისი მაქნისია თვითმმართველობა თუ საკუთარი კომპეტენციების განხორციელებისთვის ზემოდან მითითებებს საჭიროებს?! რაში სჭირდება ამას ირაკლი კობახიძის ინიციატივა? ირაკლი კობახიძემ ამისთვის ფინანსური რესურსი გამოგვიყო ცენტრალური ბიუჯეტიდან თუ რა ხდება?! თუ რამე კეთდება ამ მიმართულებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხარჯზე უნდა კეთდებოდეს, მაგრამ რეალურად, არც არაფერი კეთდება
ხალხისთვის. მარელისში შავარაძირის Საუბნო გზის მობეტონების დროს სასაფლაოს შესასვლელი ატალახებული დატოვეს, სამაგიეროდ საკუთარი კარ-მიდამოს შესასვლელ- გამოსასვლელის კეთილᲛოწყობა არ გამორჩენიათ ადგილობრივ ჩინოვნიკებსა და სოფლის მესვეურთ" - აცხადებს ინგა მაღრაძე.

12/03/2026

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში არსებულ ვითარებას, სადაც მეწყერი ჩამოწვა, "ძლიერი საქართველო - ლელოს" ტყიბულის ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა.

"ბუნებრივია შემთხვევის ადგილამდე ვერ მივდივართ, მაგრამ დავინტერესდი და ჩემი წყაროებით გავარკვიე, რომ მეწყრის შედეგად დაზიანდა 30-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. დაზიანების ხარისხი სხვადასხვაა. ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა მძიმეა. გოგოლაშვილების და ბეროძეების უბნებში შეუძლებელი იქნება ცხოვრება განვითარებული მეწყრული პროცესების გამო. ახლა მთავარია ხელისუფლებამ დროულად მიიღოს ზომები, რომ ამ ადამიანებს ძალიან მალე ჰქონდეთ თავზე ჭერი და შეექმნათ ცხოვრების ნორმალური პირობები"

06/03/2026

💬 "ჩემნაირ გაჭირვებულ ოჯახებზე ნუ აგებენ თავიანთ ბედნიერებას... სამართალს ხომ ვერ იპოვი ამ ქვეყანაში, მითუმეტეს რაიონში..."

🟡 მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ყოფა ხარაგაულის მაცხოვრებლებისთვის | რეგიონი LIVE

Want your business to be the top-listed Government Service in Kutaisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address


წერეთლის ქუჩა N6
Kutaisi