სსიპ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა / Kutaisi N30 public school

სსიპ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა / Kutaisi N30 public school

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სსიპ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა / Kutaisi N30 public school, Public School, მუსხელიშვილის მე-4 შეს. №1, Kutaisi.

Photos from სსიპ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა / Kutaisi N30 public school's post 07/06/2026

🫂 მშობელთა კვირეული N30 საჯარო სკოლაში!

🏫 გასულ კვირას, პირველიდან ხუთი ივნისის ჩათვლით, ჩვენს სკოლაში, მშობელთა ჩართულობის ფარგლებში, ემოციებით დატვირთული და მრავალფეროვანი მშობელთა კვირეული გაიმართა.

💡 ამ არაჩვეულებრივი ინიციატივისა და იდეის ავტორი სკოლის დირექცია გახლავთ.

🎨 I ივნისი ხელმარჯვეების დღეს დაეთმო, რომლის ორგანიზებაზეც ხელოვნების მასწავლებელმა, მაია ცერცვაძემ იზრუნა.

🧵 მოსწავლეებმა უშუალოდ მშობლებისგან ისწავლეს ხელსაქმე, საკუთარი ხელით შექმნეს სხვადასხვა ნივთი. ეს დღე ბავშვებისა და მშობლებისათვის დიდი შთაგონების წყარო აღმოჩნდა.

👩‍⚕️ 2 ივნისს, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, სოფიო კლდიაშვილისა და მათემატიკის მასწავლებლის, თამუნა ბრეგაძის ორგანიზებით, მშობელთა პროფესიების დღე აღვნიშნეთ.

💼 ამ დღეს მშობლები საკუთარი პროფესიების ნამდვილ ელჩებად მოგვევლინენ და მოწვეულ სტუმრებსა თუ ბავშვებს დეტალურად გააცნეს თავიანთი საქმიანობა.

🗣️ სხვადასხვა სფეროში მომუშავე მშობლებმა მოსწავლეებს საინტერესო ვორკშოპები შესთავაზეს და თვალსაჩინოდ აუხსნეს დამსწრე საზოგადოებას, მოსწავლეებსა და სტუმარ მშობლებს პროფესიის დაუფლების მნიშვნელობა.

🎶 3 ივნისი კი გამორჩეული მუსიკალური აქტივობით დაგვამახსოვრდა, რომლის ორგანიზატორები მუსიკის მასწავლებლები- ნინო შალიკაშვილი და მარიამ ჭეიშვილი იყვნენ.

🎵 სკოლის დერეფანში გამოცხადდა სპეციალური ნახევარსაათიანი მუსიკალური პაუზა, სადაც მშობლებმა საკუთარი ნიჭი საზოგადოებას წარუდგინეს.

🎻 მათმა შესრულებამ და სიმღერამ სკოლის სივრცეში განუმეორებელი, ამაღლებული განწყობა შექმნა.

🥗 4 ივნისს სკოლის დერეფანი ნამდვილ სამზარეულოდ გადაიქცა და მასტერშეფს ვუმასპინძლეთ, რომელსაც დაწყებითი კლასის მასწავლებელი ლია გოგავა, ინგლისური ენის მასწავლებელი ნათია ლომიძე და მათემატიკის მასწავლებელი ნათია მანაგაძე ხელმძღვანელობდნენ.

🧑‍🍳 მშობელთა წყვილებმა ერთად მოამზადეს უგემრიელესი სტარტერი, მთავარი კერძი და დესერტი. გამოვლინდა სკოლის მთავარი შეფმზარეული!

⚽ 5 ივნისს კვირეული სპორტული დღით დაგვირგვინდა, რომლის უნაკლო ორგანიზებაზე სპორტის მასწავლებლებმა: ავთო გორგიძემ და გოგა ძაგნიძემ იზრუნეს.

♟️ გაიმართა საფეხბურთო და საჭადრაკო შეჯიბრება. ჩვენი მოსწავლეების მამები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და სპორტული ჟინითა და შემართებით ღირსეული მეტოქეობა გასწიეს!

🏆 ასევე, ძალიან მხიარული და ენერგიული აღმოჩნდა საფეხბურთო მატჩი, სადაც ჯერ მშობლებმა ითამაშეს ერთმანეთში, ხოლო შემდგომ გამარჯვებული გუნდი სკოლის მასწავლებლებს შეეჯიბრა.

👨‍👩‍👧‍👦 მსგავსი ღია კარის დღეები და მშობელთა აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში სასიცოცხლოდ აუცილებელია მოსწავლეთა ჰარმონიული განვითარებისთვის.

🌟 ამგვარი დღეები აძლიერებს კავშირს სკოლასა და ოჯახს შორის.

Photos from სსიპ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა / Kutaisi N30 public school's post 02/06/2026

🇬🇪 26 მაისი — საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული სულისკვეთებით აღინიშნა!

🏫 გასულ კვირას, სკოლის სასცენო სივრცე დროის მანქანად, უფრო სწორად კი — ისტორიულ მატარებლად გადაიქცა.

👩‍🏫 VIII-5 კლასის მოსწავლეებმა, მათი დამრიგებლის, ქიმიის მასწავლებლის — ნინო ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, დაუვიწყარი ლიტერატურული და თეატრალიზებული წარმოდგენა გვაჩუქეს.

🚂 მოსწავლეები სცენაზე წარმოსახვითი მატარებლის მგზავრებად წარმოჩნდნენ და მაყურებელს საქართველოს ისტორიული წარსულიდან დღემდე, დიდ ეპოქალურ მოგზაურობაში გაუძღვნენ.

🎭 მათ ოსტატურად გააცოცხლეს ჩვენი წარსული, ემოციურად გადმოსცეს ბატონობის მძიმე უღლისგან გათავისუფლების რთული გზა და სიამაყით მოვიდნენ ეროვნულ დამოუკიდებლობამდე — ნანატრ 26 მაისამდე.

📖 ამ შთამბეჭდავი მოგზაურობის ფონზე, ბავშვებმა მაყურებელს გაუზიარეს ეროვნულ თემატიკაზე შექმნილი პოეზიისა და ლიტერატურის ნამდვილი მარგალიტები, მოირგეს და გაითამაშეს საყვარელი პერსონაჟების სახეები.

💡 სასკოლო სივრცეში დადგმული მსგავსი პროექტები შეუფასებელია მოზარდების პიროვნული და სამოქალაქო განვითარებისათვის, რადგან ასეთ დროს მოსწავლეები მშრალი ფაქტების მიღმა იხედებიან.

❤️ ისინი ფიზიკურად და ემოციურად შეიგრძნობენ სამშობლოს ისტორიას, აცნობიერებენ თავისუფლების ფასს და უყალიბდებათ ჯანსაღი პატრიოტული სულისკვეთება.

🧠 გარდა ამისა, მსგავსი თეატრალური და ლიტერატურული აქტივობები საუკეთესო გზაა შემოქმედებითი აზროვნების, გუნდური მუშაობისა და საჯარო გამოსვლის უნარ-ჩვევების განსავითარებლად.

🖼 სცენის მხატვრული გაფორმებისა და დეკორაციაზე მუშაობისათვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ხელოვნების მასწავლებელს, მაია ცერცვაძეს.

👏 დიდი მადლობა VIII-5 კლასს და მათ დამრიგებელს, ნინო ბოჭორიშვილს, ამ ემოციური და შთამბეჭდავი დღისთვის!

Photos from სსიპ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა / Kutaisi N30 public school's post 02/06/2026

📢 მშობელები გარდატეხის ასაკის პირისპირ!

📌 ქუთაისის №30 საჯარო სკოლაში მშობელთა ჩართულობის მასშტაბური პროექტი გრძელდება. გასულ კვირას, სწორედ ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის ფარგლებში, კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა შედგა.

🔥 გარდატეხის ასაკი ერთგვარი უხილავი ხიდია ბავშვობასა და ზრდასრულობას შორის, ემოციებითა და გამოწვევებით სავსე პერიოდი, რომელიც მოზარდებისგან საკუთარი თავის ძიებას, ხოლო მშობლებისგან უდიდეს მოთმინებას, გაგებასა და თანადგომას მოითხოვს. ჩვენი მიზანია, ამ რთულ, თუმცა საინტერესო ლაბირინთში მშობლებს საიმედო მეგზურობა გავუწიოთ.

🗓️ პროექტის პირველი, გაცნობითი შეხვედრა 22 მაისს გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, ბატონი მიხეილ გიორგაძე და VII, VIII და IX კლასების მშობლები.

✨ შეხვედრა ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო. პრეზენტატორებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია გარდატეხის ასაკის თავისებურებების შესახებ მიმდინარე კვლევებზე დაყრდნობით.

👩🏻 მშობლებს მიეცათ შესაძლებლობა, გაეზიარებინათ პირადი გამოცდილება და განეხილათ ის გამოწვევები, რომელთაც ყოველდღიურად აწყდებიან.

🟢 ამასთანავე, ორგანიზატორებმა გააცნეს ცნობილი ადამიანების შთამაგონებელი მაგალითები და მშობლებისთვის გაიცა რეკომენდაციები იმ ფილმების შესახებ, რომლებიც მათ მოზარდებთან ურთიერთობის სირთულეების უკეთ გააზრებასა და დაძლევაში დაეხმარებათ.

🌱 პროექტი სულ ექვს შეხვედრას მოიცავს. თითოეული მათგანი დაგეგმილია იმ კონკრეტული საჭიროებების გარშემო, რომლებსაც მშობლები შვილებთან ურთიერთობისას აწყდებიან. პროექტს ხელმძღვანელობენ სკოლის პედაგოგები: ნინო ბოჭორიშვილი (ქიმია) და ნანა კახიძე (ქართული ენა და ლიტერატურა).

🤝 მადლობას ვუხდით ყველა მშობელს აქტიური ჩართულობისთვის. გვჯერა, რომ თანამშრომლობით ჩვენ შევქმნით მხარდამჭერ გარემოს ჩვენი მოსწავლეებისთვის!

📸 იხილეთ შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა.

Photos from სსიპ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა / Kutaisi N30 public school's post 31/05/2026

🌾 „ოქროსფერი თავთავი და ქარვისფერი ვაზი“ — ბუნების კლუბის დაუვიწყარი ფესტივალი!

🎉 29 მაისს N30 საჯარო სკოლაში ბუნების კლუბის ხელმძღვანელების: ბუნებისმეტყველების მასწავლებლის, მარიამ ჩოგოვაძისა (მარი ჩოგოვაძე) და დაწყებითი კლასების მასწავლებლის, თამარ გურაბანიძის (Tamuna Gurabanidze) ხელმძღვანელობით ნამდვილი დღესასწაული — „პურისა და ღვინის ფესტივალი“ გაიმართა! ეს იყო დღე, როდესაც ჩვენი ქვეყნის უძველესი ტრადიციები, ბავშვების შემოქმედება და მშობლების მზრუნველობა ერთ დიდ, თბილ ზეიმად იქცა.

👧👦 ფესტივალი ბუნების კლუბის პატარა მკვლევრების პრეზენტაციით გაიხსნა. მოსწავლეებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რატომ არის საქართველო ხორბლისა და ვაზის უძველესი სამშობლო, როგორ დააკვირდნენ ჯეჯილის ზრდას და როგორ შეისწავლეს ქვევრისა და ღვინის ტექნოლოგიის საიდუმლოებები.

🍞 ფესტივალის მთავარი მშვენება საგამოფენო კუთხე გახლდათ. კლუბის წევრების მშობლები საოცარი ენთუზიაზმით ჩაერთნენ პროექტში. მათ სპეციალურად ამ დღისთვის გამოაცხვეს უგემრიელესი, ტრადიციული ქართული პურები და მოიტანეს სათუთად შენახული ოჯახის ღვინოები.

🎊 ფესტივალის კულმინაცია დიდი დასვენება აღმოჩნდა, როდესაც ჩვენი საგამოფენო კუთხე მთელი სკოლის მასპინძლად იქცა! მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და უამრავმა სტუმარმა სიხარულით დააგემოვნეს მშობლების მიერ სიყვარულით გამომცხვარი სურნელოვანი პურები.

🎨 აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებისას ბუნების კლუბთან ითანამშრომლა სოციალურმა საწარმომ ფარსმან ფორჩხიძის ხელმძღვანელობით. ფესტივალის მხატვრულ გაფორმებაზე კი ჩვენმა ხელოვნების მასწავლებელმა, მაია ცერცვაძემ იზრუნა.

🌱 ამ პროექტმა პატარებს არა მხოლოდ ბუნებისმეტყველება და ისტორია შეაყვარა, არამედ ასწავლა გუნდური მუშაობა, სტუმართმასპინძლობა, მეგობრობა და ჩვენი ქვეყნის უდიდესი კულტურული მემკვიდრეობის დაფასება.

💛 დიდი მადლობა ბუნების კლუბის თითოეულ წევრს, საოცარ მშობლებსა და მთელ სკოლას ამ დაუვიწყარი, გემრიელი და თბილი დღისთვის!

Photos from სსიპ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა / Kutaisi N30 public school's post 24/05/2026

🌟 I-5 კლასის მოსწავლეების „ანბანის ჩვენება“

👩🏻‍🏫 კლასის ხელმძღვანელი- ნანა ჩოგოვაძე (Nana Chogovadze)

🏫 რამდენიმე თვის წინ, პაწაწინა პირველკლასელებმა მორცხვად შემოაბიჯეს ცოდნის ტაძარში. სასწავლო წლის განმავლობაში მათ წინაშე მთელი სამყარო გადაიშალა, რადგან ისწავლეს ყველაზე მთავარი - ქართული ანბანი! შეძლეს და გააღეს ცოდნის ის ჯადოსნური კარი, რომელსაც 33 საოცარი გასაღები აქვს.

📸 დღეს, წითელ ხალიჩაზე, I-5 კლასის მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებელმა წარმოაჩინეს „ქართული ანბანი“. მონაწილეებს ამშვენებდათ ანბანის ასოებით მორთული ხელნაკეთი გვირგვინები, თითოეული ასოს შესაბამისი, მივიწყებული და მშობლების ხელით შექმნილი ნივთები. მათ დაგვანახეს, რომ ქართული ანბანი არა მხოლოდ სასწავლო პროგრამა, არამედ ხელოვნებაა!

🎉 ანბანის ჩვენება იყო მხიარული, შემეცნებითი და შემოქმედებითი. „ანბანის ჩვენების“ დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ „მკითხველისა“ და „კალიგრაფიის“ სიგელები.

🤝 დიდი მადლობა თითოეულ მშობელს ჩართულობისთვის, შემოქმედებითი მიდგომისა და მხარდაჭერისთვის.

✨ გვჯერა, პირველი კლასის დასასრული დაუვიწყარი იქნება ჩვენი მოსწავლეებისთვის.

Photos from სსიპ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა / Kutaisi N30 public school's post 24/05/2026

🏫 ჩვენს სკოლაში მოქალაქეობისა და ისტორიის მასწავლებლის, თამარ კვარაკვახიძის (Tamu Na), ინიციატივით, სასკოლო უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრებისა და დისკუსიების საინტერესო ციკლი გაიმართა. პროექტში დიდი ინტერესით ჩაერთვნენ VI-2, VI-4, VII-2, VIII-3, VII-5, VIII-1, VIII-2 და VIII-3 კლასების მოსწავლეები.

🎯 პროექტის მთავარი მიზანი მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება იყო ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: სასკოლო უსაფრთხოების მნიშვნელობა, სკოლის შინაგანაწესის დაცვა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინება დასვენებებსა თუ სპორტის გაკვეთილებზე.

🤝 ამასთან ერთად, ყურადღება გამახვილდა სასკოლო საზოგადოებაში ჯანსაღი და პასუხისმგებლობიანი კომუნიკაციის, ასევე ხელოვნური ინტელექტისა და სოციალური ქსელების მიზნობრივი, გონივრული გამოყენების აუცილებლობაზე.

🤖 შეხვედრები საინფორმაციო-სადისკუსიო ფორმატში წარიმართა. ამან მოსწავლეებს მისცა შესანიშნავი შესაძლებლობა, არა მხოლოდ მოესმინათ საჭირო ინფორმაცია, არამედ საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილებაც გაეზიარებინათ თანატოლებისთვის.

🌟 განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს X-4 და X-6 კლასების მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა. მათ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს პრეზენტაციების მომზადებაში, ასევე შეხვედრების დაგეგმვასა და ორგანიზებაში.

🌱 მსგავსი აქტივობები უდიდეს როლს თამაშობს სკოლაში უსაფრთხო, პასუხისმგებლიანი და თანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემოს ჩამოყალიბებაში, სადაც თითოეულმა მოსწავლემ კარგად იცის საკუთარი უფლებებიცა და პასუხისმგებლობაც.

👏 უღრმეს მადლობას ვუხდით X-4 და X-6 კლასების მოსწავლეებს გაწეული შრომისთვის, გამოჩენილი მაღალი პასუხისმგებლობისა და სასკოლო საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

Photos from სსიპ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა / Kutaisi N30 public school's post 20/05/2026

🎯 ჩვენი სკოლის კიდევ ერთი დიდი წარმატება!

📢 სიამაყით გაცნობებთ, რომ 9 მაისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სტუდენტთა და მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენციაზე — ‘British, American and Georgian Cultural Studies’ — N30 საჯარო სკოლის X⁵ კლასის მოსწავლემ, ანანო გიორგაძემ წარმატებით მიიღო მონაწილეობა. პედაგოგი- ნესტან კუპრაშვილი.

🌍 კონფერენცია, რომელიც ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ეგიდით ტრადიციულად ტარდება, მიზნად ისახავს ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, პრეზენტაბელურობისა და აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარების ჩამოყალიბებას და სხვადასხვა კულტურული და სოციალური ფენომენის შედარებითი ანალიზის წახალისებას.

👩‍🎓 ანანომ ღირსეულად წარადგინა ჩვენი სკოლა ამ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პლატფორმაზე და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და უფროსკლასელებთან ერთად საინტერესო პროცესებში ჩაერთო. ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის წევრებითა და უცხოელი ექსპერტებით დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე წარდგომა უდიდესი გამოცდილებაა ნებისმიერი მოსწავლისთვის.

🎉 მთელი გულით ვულოცავთ ანანოს ამ გამორჩეულ მიღწევას და მომავალშიც არაერთ აკადემიურ სიმაღლეზე ასვლას ვუსურვებთ! ✨📚

Photos from სსიპ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა / Kutaisi N30 public school's post 18/05/2026

🏫 ჩვენს სკოლაში გრძელდება მშობლებთან აქტიური თანამშრომლობა და კომუნიკაცია!

👩🏻‍💻 VIII-ე კლასის დამრიგებლის, ნინო ბოჭორიშვილისა (ნინო ბოჭორიშვილი) და სკოლის დირექტორის, ბატონი მიხეილ გიორგაძის (მიხეილ გიორგაძე) ინიციატივით, გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრა VIII-ე კლასის მოსწავლეთა მშობლებთან.

🚨 შეხვედრა მიზნად ისახავდა ბავშვის მხარდასაჭერად სკოლისა და მშობლების გაერთიანებას , რათა ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიონ მთავარ მიზანს — მოსწავლის კეთილდღეობასა და წარმატებას.

👥 დისკუსიის ფორმატში მშობლებმა და სკოლის წარმომადგენლებმა იმსჯელეს გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული სირთულეების პრევენციაზე და გამოკვეთეს თითოეული რგოლის უფლება-მოვალეობები.

🗣️ პრეზენტაციისას მშობლებს მიეწოდა ინფორმაცია სკოლაში არსებული დისციპლინური მექანიზმებისა და პრევენციული ნაბიჯების შესახებ.

📢 შეხვედრაზე განხილული იქნა სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული საფეხურები და კრიზისულ სიტუაციებში ფსიქოლოგის ან სოციალური მუშაკის ჩართვის მნიშვნელობა, რათა სათანადოდ შეისწავლონ მოზარდთა ემოციური ფონი და მხარი დაუჭირონ ბავშვს.

💡 შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სასკოლო საზოგადოების განვითარებისთვის მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობას.

✅ მშობლები გაეცნენ სკოლაში მოქმედ საგანმანათლებლო პროექტებსა და კლუბებს, მათ შორის ოარასკევის ღია კარის დღეს, ფორუმ-თეატრსა და დაგეგმილ ინიციატივებს, როგორიცაა მშობელთა "რა? სად? როდის?".

🎯 სამომავლოდ, კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე, დაიგეგმა შემდეგი აქტივობები:

🔹 კვლევების ჩატარება;

🔹 ფორუმ-თეატრისა და დისკუსიების მოწყობა;

🔹 ფსიქოლოგთან შეხვედრები მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების მონაწილეობით.

🙏 მადლობას ვუხდით თითოეულ მშობელს ჩართულობისთვის, რადგან მხოლოდ სკოლისა და ოჯახის მჭიდრო თანამშრომლობით არის შესაძლებელი საუკეთესო შედეგების მიღწევა ბავშვების კეთილდღეობისთვის.

Photos from სსიპ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა / Kutaisi N30 public school's post 18/05/2026

🎨 ჩვენს სკოლაში გრძელდება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საყვარელი ტრადიცია. უკვე 10 წელზე მეტია, რაც ჩვენი პროექტი "ხელმარჯვე ოსტატები" წარმატებით მიმდინარეობს და აღმოაჩენს ახალ ტალანტებს. წელსაც, ჩვენი სკოლის დაწყებითი საფეხურის, კერძოდ კი II, III და IV კლასის მოსწავლეები, დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან ამ შემოქმედებით თავგადასავალში.

✨ პროექტის ფარგლებში, პატარები თავიანთი მარჯვე ხელებით, უშუალოდ ადგილზე ქმნიან მათთვის სასურველ ნამუშევრებს. მათ ეძლევათ სრული თავისუფლება, შეზღუდვების გარეშე გამოხატონ საკუთარი შინაგანი სამყარო, იდეები და უნარები. ეს არის სივრცე, სადაც ფანტაზიას საზღვრები არ აქვს და ყველა იდეა დასაფასებელია.

🌱 მსგავსი შემოქმედებითი აქტივობები უდიდეს როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში. ხელნაკეთი ნივთების შექმნა ავითარებს წვრილ მოტორიკას, სივრცით აზროვნებას და კონცენტრაციის უნარს. ამასთანავე, საკუთარი იდეის მატერიალურად ქცევა პატარებს უმაღლებს თვითშეფასებას, ასწავლის დამოუკიდებლად მუშაობას, დროის მართვას და ეხმარება ემოციების ჯანსაღად, ხელოვნების ენით გამოხატვაში.

📊 მიუხედავად სრული შემოქმედებითი თავისუფლებისა, პროექტში მოსწავლეების შეფასება ხდება ობიექტურად და სამართლიანად, წინასწარ გაწერილი მაქსიმალური 15-ქულიანი სისტემით. ნამუშევრები ფასდება კონკრეტული კრიტერიუმებით (1-დან 3 ქულამდე), რომლებიც მოიცავს იდეის ორიგინალურობას, თემის გასაგებად გადმოცემას, შესრულების სისუფთავეს, მასალის საინტერესოდ გამოყენებასა და, რაც მთავარია, ბავშვის პირად მონდომებას. ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ თითოეული ბავშვის შრომა სათანადოდ და თანასწორად დაფასდეს.

👏 ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით და მოუთმენლად ველით მათ ახალ, ფერად და ორიგინალურ შედევრებს!

Photos from სსიპ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა / Kutaisi N30 public school's post 18/05/2026

👪 მშობელთა ჩართულობის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, სკოლაში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი და საინტერესო შეხვედრა შედგა.

🌿 პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი მნიშვნელობა წარმოადგენს. ამჯერად, რიგით მეორე შეხვედრაზე, პროექტის ჯანსაღი ცხოვრების მიმართულების ხელმძღვანელებმა, სკოლის დირექციამ და მშობლებმა ერთობლივად იმსჯელეს იმ გამოწვევებსა თუ შესაძლებლობებზე, რომლებიც ჩვენი შვილების ჯანსაღ მომავალს უკავშირდება.

💼 შეხვედრას უძღვებოდნენ ჩვენი სკოლის პედაგოგები: ინგლისურის მასწავლებელი სალომე ორმოცაძე და ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი გურანდა შანიძე.

📋 შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებმა საინტერესო გაცნობითი სავარჯიშო შეასრულეს, რის შემდეგაც მშობლებმა გულახდილად ისაუბრეს საკუთარ ჯანსაღ თუ არაჯანსაღ ჩვევებზე, გაუზიარეს ერთმანეთს პირადი გამოცდილება და ერთად განსაზღვრეს პროექტის მოლოდინები.

📊 შეხვედრაზე დრო დაეთმო იმ კვლევის შედეგების პრეზენტაციას, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების თემაზე ჩატარდა.

📝 აღსანიშნავია, რომ კვლევაში ანონიმურად მონაწილეობდნენ ერთი და იმავე კლასის როგორც მშობლები, ისე მოსწავლეები. მონაცემთა შედარებამ ძალზე საინტერესო სურათი აჩვენა: გაანალიზდა მშობლების წარმოდგენები შვილების ყოველდღიურობაზე და თავად ბავშვების რეალური პასუხები ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა ჯანსაღი კვება, სპორტული აქტივობის როლი ცხოვრებაში, ძილის დარღვევები და მიჯაჭვულობა თუ ეკრანთან გატარებული დრო.

🏫 ამ ყოვლისმომცველი ანალიზის შემდეგ, სკოლამ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა სპეციალური პრეზენტაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ამას მოჰყვა ღია და გულწრფელი დიალოგი. ნათლად გაჟღერდა მშობელთა სათქმელი. მათ ხაზი გაუსვეს იმ რეალურ პრობლემებსა და სირთულეებს, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან შვილების აღზრდის პროცესში ამ მიმართულებით.

🤝 შეხვედრის დასკვნითი ნაწილი მთლიანად ერთობლივ მუშაობასა და გუნდურ აქტივობას დაეთმო. მშობლებმა და ხელმძღვანელებმა ერთიანად გამოკვეთეს განსაკუთრებულად პრობლემური საკითხები და ერთადვე დასახეს მათი გადაჭრის შესაძლო, პრაქტიკული გზები და ვარიანტები.

✅ აქტივობის დასასრულს გამოყენებული იქნა ე.წ. მაშველი ბარათები, რაც მშობელთა იდეებისა და სურვილების მოსმენას დაეთმო. მათ დააფიქსირეს, თუ ვისთან ისურვებდნენ შეხვედრას მომდევნო ეტაპებზე — გამოითქვა დიდი სურვილი ფსიქოლოგთან (ემოციების მართვის კუთხით), კვების ექსპერტსა და ექიმთან შეხვედრების ორგანიზებისა.

📸 სკოლისა და ოჯახის ასეთი მჭიდრო, გააზრებული თანამშრომლობა საუკეთესო საწინდარია ჩვენი მოსწავლეების სწორი და ჯანსაღი განვითარებისთვის.

🙏 დიდი მადლობა თითოეულ მშობელს აქტიურობისთვის, ღირებული იდეებისთვის და იმ დიდი ენერგიისთვის, რომელიც ამ შეხვედრას ახლდა. გთავაზობთ შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას.

Want your business to be the top-listed Government Service in Kutaisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Address


მუსხელიშვილის მე-4 შეს. №1
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 09:00 - 19:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 19:00
Thursday 09:00 - 19:00
Friday 09:00 - 19:00