27/11/2024
🔶️გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია ფარგლებში გენდერული თანსწორობის საბჭოს ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებთან.
🔶️ შეხვერდრა გაიმართ ქუთაისის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის, იურიდიული დახმარების სამსახურის /Legal Aid Service ქუთაისის ბიუროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში.
🔶️მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ.
შეხვედრა წარიმართა ინერაქტიულ რეჟიმში ჟესტური ენის თარჯიმნის ჩართულობით .
25/11/2024
🔸️მსოფლიო მასშტაბით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია 1991 წლიდან 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ყოველწლიურად აღინიშნება და მისი მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
🔸️ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა მიმღებ სივრცეში განთავსდა პოსტერი , რომელზეც დატანილია ძალადობის წინააღმდეგ არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ ინფორმაცია.
#გავერთიანდეთქალთამიმართძალადობისწინააღმდეგ
18/10/2024
📌 დღეს ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მაგდა კოსტავა ქუთაისის N13 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
📌 ვისაუბრეთ გენდერული თანასწორობის შესახებ კანონსა და საბჭოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
📌 შეხვედრა გაიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში.
02/10/2024
🟣განათლების სფეროში გენდერული ასპექტების მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ქალაქ ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „გენდერული ასპქტები განათლების სფეროში“.
🟣მოწვეული ტრენერის მიერ საუბარი შეეხო მარეგულირებელ კანონმდებლობას, ძირითად ტერმინებსა და განმარტებებს, განათლების სფეროს გენდერულ მნიშვნელობას, მოყვანილი იქნა სხვადასხვა ქვეყნის არაერთი მაგალითი.
🟣ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა ჯგუფურ სამუშაო ფორმატში იმსჯელეს განათლების სფეროში გენდერულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე.
01/10/2024
➡️პოლიტიკაში გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ ცნობიერების ამაღლების და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ქალაქ ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით მიმნინარე წლის 30 სექტემბერს, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „გენდერული მეინსტრიმინგი პოლიტიკაში“.
✅️ტრენინგის ფარგლებში მოწვეული ექსპერტის მიერ განხილული იქნა გენდერული მეინსტრიმინგის მნიშვნელობა, საერთაშორისო კარგი პრაქტიკის მაგალითები და ხაზი გაესვა ადმინისტრაციული ერთეულების როლს მუნიციპალურ დონეზე გენდერული თანასწორობის მისაღწევად.
✅️ტრენინგი წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ჯგუფურ ფორმატში ემსჯელათ გენდერული მეინსტრიმინგის აქტუალურ საკითხებზე.
19/09/2024
🟪მოქალაქეთა განათლების ხელმისაწვდომობისა და ეკონომიური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა, მოსახლეობის სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლებთან გაიმართა.
🟪გაზიარებულ იქნა ინფორმაცია, ქუთაისში ხელმისაწვდომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ, (უფასო) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამეთან დაკავშირებით.
🟪შეხვედრა საქართველოს განათლების ,მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პროფესიული უნარების სააგენტოს,
აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული ცენტრის,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული ცენტრისა და კოლეჯ "იბერიას" წარმომადგენელთა ჩართულობითა და თანამშრომლობით გაიმართა.
🟪ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს, შეუძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციას აღნიშნულ ბმულზე გაეცნოს
https://vet.emis.ge/ #/
30/07/2024
🔷 ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ სამუშაო შეხვედრა გამართა ქუთაისის მუნიციპალუტეტის მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად.
🔷 შეხვედრაზე ექსპერტის მიერ წარმოდგენილ იქნა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გენდერული ანალიზის სამუშაო ვერსია.
29/05/2024
🎓მზად ხართ ცვლილებებისთვის?
მაშინ შემოუერთდით ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების მოკლევადიან, უფასო კურსს!
👩🏫 კურსი განკუთვნილია ქუთაისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ დაეუფლონ ავტობუსის მძღოლის პროფესიას.
კურსი სრულად ფარავს მომზადების, გამოცდაზე გასვლის, მართვის მოწმობის და ტრანსპორტირების ხარჯებს.
🎓 კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შეეძლებათ „D“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლა და სურვილის შემთხვევაში, ავტობუსის მძღოლად დასაქმება კერძო და საჯარო სატრანსპორტო კომპანიებში.
📅 კურსი დაიწყება 2024 წლის 10 ივნისს და დასრულდება 28 ივნისს. რეგისტრაცია შეუძლიათ ქუთაისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ:
• 24+ წლის ქალებს;
• რომელთაც გააჩნიათ „B“ კატეგორიის მართვის მოწმობა;
• აქვთ მსუბუქი ავტომობილის მართვის მინიმუმ 1 წლის გამოცდილება.
📝 მონაწილეობისთვის, 7 ივნისამდე გაიარეთ რეგისტრაცია და წარადგინეთ პირადობის და „B“ კატეგორიის მართვის მოწმობის ასლები:
• ონლაინ სარეგისტრაციო ფორმით: https://form.jotform.com/241192566859368
• ელ-ფოსტით: [email protected].
• ქუთაისის მუნიციპალურ სამსახურში საბუთების წარდგენით.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და ავტომობილის მართვის უნარების შემოწმებას.
🚦არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა! გადადგით ნაბიჯი პოზიტიური ცვლილებებისთვის! მეტი ქალი სატრანსპორტო სექტორში!
👩🏫 ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების კურსი ხორციელდება „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების გენდერული საკონსულტაციო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, EY საქართველოს დახმარებითა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით.
25/04/2024
🔹ქალთა ფონდი „სოხუმი“ 2024 წლის იანვრიდან ახორციელებს პროექტს „იძულებით
გადაადგილებული ქალები და გოგონები საჭიროებაზე ორიენტირებული ადგილობრივი პოლიტიკის
შემუშავების აქტორები ქუთაისში“. 🔹აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ქუთაისი მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან, საკრებულოს მაჟორიტარებთან და დევნილ ქალთა სხვადასხვა თემის წარმომადგენლებთა
🔹️შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს დევნილ ქალთა საყოფაცხოვრებო პრობლემების შესახებ.
23/04/2024
➡️ქალაქ ქუთაისის N15 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების
კლუბი ,,მომავალი ჩვენია“ მოსწავლეთა თვითმმართველობასთან თანამშრომლობით
მოხალისეობრივ საწყისებზე ახორციელებს ერთობლივ საგანმანათლებლო საგრანტო პროექტს
,,ქალები მომავლისათვის“. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს
ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო
განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ხოლო სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი
,,თაობათა დიალოგი’’ წარმოადგენს პროგრამის რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციას
იმერეთში.
➡️აღნიშნული პროექტის ფარგმებში შეხვედრა გაიმართა ქუთაისის მუნიცაიპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან.
➡️პროექტის მიზანია :
✔️მოსწავლემ გაანალიზოს ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და მათ გარემოში არსებული
რეალობის ურთიერთშესაბამისობა;
✔️მოსწავლემ გაიაზროს, თუ როგორ იცავს კანონი ქალის ინტერესებსა და უფლებებს, რა
პასუხისმგებლობას აკისრებს მას საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე;
✔️მოსწავლემ აღიქვას ურთიერთმიმართებები პიროვნებას, საზოგადოებასა და სახელმწიფოს
შორის, მკაფიოდ დაინახოს ქალის ადგილი და როლი საზოგადოებაში.