ქუთაისის სააპელაციო სასამართლო - Kutaisi Court of Appeals

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო  - Kutaisi Court of Appeals

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ქუთაისის სააპელაციო სასამართლო - Kutaisi Court of Appeals, Government Organization, ნიუპორტის №32, Kutaisi.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო საქართველოში მოქმედი ორი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოდან ერთ-ერთია. იგი განიხილავს დასავლეთ საქართველოში მოქმედი პირველი ინსტანციის სასამართლოების გადა-წყვეტილებებზე სააპელაციო საჩივრებს.
სააპელაციო სასამართლო ინსტანცია საქართველოში 2005 წლის პირველ ნახევარში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად ამოქმედდა. ამ ცვლილებების შედეგად, საქართველოს სასა

Photos from ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი • USAID Unity Through Diversity Program's post 07/12/2023

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დაარსების ისტორია, მისი მუშაობის სპეციფიკა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და მოზარდებისთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხები - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკომ ახალგაზრდული ცენტრის სასწავლო ვიზიტს უმასპინძლა.

31/12/2022

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!
ჯანსაღ, წარმატებულ და ბედნიერ მომავალს გისურვებთ თითოეულ თქვენგანსა და სრულიად საქართველოს!

Photos from ქუთაისის სააპელაციო სასამართლო  - Kutaisi Court of Appeals's post 15/12/2022

სასამართლოსთან სკოლის მოსწავლეების ინფორმაციულ-შემეცნებითი კონტაქტი მომავალ თაობაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანი საქმეა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, წლებია, ყურადღებით ეკიდება ამ თემას. ამჯერად, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-კოლეჯის სასწავლო ვიზიტი სასამართლოში სამოქალაქო კვირეულის ფარგლებში შედგა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შენობაში გაცნობითი ტური და საინტერესო შეხვედრა სასამართლოს თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკოსთან - ასეთი იყო კიდევ ერთი ღონისძიების დღის წესრიგი. სამომავლოდ, დაიგეგმა სასამართლოს სხდომათა დარბაზში იმიტირებული პროცესის გამართვა, რომლის ორგანიზებაში მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბს პროფესიონალურ დახმარებას პრაქტიკოსი იურისტები გაუწევენ.

Photos from ქუთაისის სააპელაციო სასამართლო  - Kutaisi Court of Appeals's post 07/06/2022

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო აგრძელებს შეხვედრებს სასკოლო საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში. ამჯერად, სასამართლოს სასწავლო ვიზიტით ეწვივნენ ქალაქის 31-ე სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი მოსწავლეები. ტურის ფარგლებში, ბავშვები გაეცნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დაარსების ისტორიას, მისი მუშაობის სპეციფიკას, დაათვალიერეს სხდომათა დარბაზები. შეხვდნენ სასამართლოს თავმჯდომარეს ირაკლი ბონდარენკოს და უშუალოდ მისგან მიიღეს პროფესიონალის პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, მათ შორის, სასამართლო კოლეგიების განსჯადობისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესახებ.

სასამართლო სისტემაში ერთიანი ქოლ-ცენტრი ამოქმედდა 19/04/2022

სასამართლოს მომხმარებლის მხრიდან საკმაოდ მაღალია სატელეფონო კომუნიკაციის მოთხოვნა. ერთიანი პლატფორმის შექმნის მიზანი კი ინფორმაციის დროული და ეფექტიანი მიწოდების უზრუნველყოფაა.
ქოლ-ცენტრის მომსახურება დაინტერესებულ პირებს დაეხმარება დაზოგონ დრო და მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.

სასამართლო სისტემაში ერთიანი ქოლ-ცენტრი ამოქმედდა საერთო სასამართლოების საინფორმაციო ცენტრი - ნომერზე 15 45 - მოქალაქეებს გაუმჯობესებულ სატელ

Photos from ქუთაისის სააპელაციო სასამართლო  - Kutaisi Court of Appeals's post 30/12/2021

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებისგან“ დაწესებულ ნომინაციაში - „ღია სასამართლო ინსტანცია“ - 2021 წლის გამარჯვებულად გამოცხადდა.
,,სასამართლომ აჩვენა ინსტიტუციური და პროფესიული თანამშრომლობის სტანდარტი, - განმარტავს ორგანიზაციის ადმინისტრაცია. - „სასამართლოს მეგობრის“ სტატუსით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარვუდგინეთ გელათის ტაძრის ირგვლივ მიღებულ გადაწყვეტილებებზე სამართლებრივი დასკვნა, რაც სრულად გაიზიარა განმხილველმა შემადგენლობამ. ცალკე აღნიშვნის ღირსია სასამართლოს მენეჯმენტის პროცესის მონაწილე მხარეებთან კომუნიკაციის სტანდარტი, რაც ხორციელდება კარგი თანამშრომლობის პრინციპების გათვალისწინებით.''
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სახელით, წლის ტრადიციულ ღონისძიებას დაესწრო სასამართლოს მენეჯერი გიორგი ზარნაძე.
ვულოცავთ სააპელაციო სასამართლოს მთლიან შემადგენლობას ამ აღიარებას და, ჩვენი მხრივ, მადლობას ვუხდით ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატებს'' ნდობისა და თანამშრომლობისთვის.

17/11/2021

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ამერიკის ფედერალურ მოსამართლეს - ვირჯინია ქოვინგტონს უმასპინძლა. მისი ვიზიტი USAID-ის პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში მიმდინარეობდა. ვირჯინია ქოვინგტონი შეხვდა და ესაუბრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს ამირან ძაბუნიძესა და მოსამართლეებს, დაესწრო სასამართლო პროცესებს. გაცვლითი ინფორმაციული დიალოგის თემები იყო საქმეთა ეფექტიანი ადმინისტრირება და მენეჯმენტი, მოსამართლეთა დატვირთულობა და მათი რაოდენობის გაზრდის საჭიროება, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება სასამართლოს სერვისების შესახებ, სასამართლოს სხდომებში მონაწილე პირებთან ეფექტიანი კომუნიკაცია და სხვა.
ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების ხელშეწყობის პროგრამასა( PROLoG) და საქართველოს სასამართლოების სისტემას შორის თანამშრომლობა 2015 წლიდან დაიწყო და დღემდე ეფექტურად გრძელდება სამართლიანი სასამართლო პროცესისა და ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფისათვის.

HR.gov.ge - სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო 10/11/2021

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადება

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო აცხადებს კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:

საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მთავარი კონსულტანტი, მოსამართლის თანაშემწე,
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - 6 საშტატო ერთეული.

მოსამართლის თანაშემწე, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 4 საშტატო ერთეული.

სხდომის მდივანი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული.

კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების (განყოფილება) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სექტორის სპეციალისტი, პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი - 1საშტატო ერთეული.

სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ბმულზე:

HR.gov.ge - სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო სამსახურში უზრუნველყოფილია თანაბარი დასაქმების პირობები და დასაქმების მსურველთა განცხადებების განხი.....

Photos from იუსტიციის უმაღლესი საბჭო - სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი's post 08/10/2021

საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სარემონტო- სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და შეაფასა. ამასთან, სასამართლოს თავმჯდომარესა და მენეჯერთან შეთანხმებით, დაიგეგმა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

Want your business to be the top-listed Government Service in Kutaisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


ნიუპორტის №32
Kutaisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00