02/06/2026
ამბროლაურის მუნიციპალიტეტიდან ახალგაზრდა სპორტსმენები ბათუმში გაემგზავრნენ, სადაც საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ.
გამგზავრებამდე სპორტსმენებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა ქევანიშვილი შეხვდა, ახალგაზრდებს მხარდაჭერა გამოუცხადა და ფესტივალზე წარმატებული ასპარეზობა უსურვა.
ბათუმი საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალურ ეტაპს 2-დან 6 ივნისის ჩათვლით მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში, სპორტის 17 სახეობაში, საქართველოს 12 რეგიონის ნაკრები გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. ამბროლაურელი სპორტსმენები სპორტის რვა სახეობაში იასპარეზებენ.
პროექტი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
02/06/2026
ამბროლაურის კულტურის ცენტრში, მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, რეჟისორ კახა იაკობიძის სპექტაკლის „რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“ პრემიერა გაიმართა, რომელიც ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა.
სპექტაკლის პრემიერას რაჭა-ლეჭხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელ მარიკა დვალთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
დღეს, 2018 წლის შემდეგ მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრმა სპექტაკლი მაყურებლის წინაშე პირველად წარადგინა, სამომავლოდ კი მათ მიერ არაერთი ახალი სპექტაკლის ჩვენება იგეგმება.
01/06/2026
ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში გაიმართა დემოკრატიის ფესტივალი, რომელსაც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა ქევანიშვილი, მერის პირველი მოადგილე ასლან საგანელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად მხეიძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით გოგლიძე, ასევე მოადგილეები ელიზბარ კობახიძე და პაატა მაჭანკალაძე ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებისთვის ჩატარდა საინტერესო მასტერკლასები, მათ შორის ეპოქსიდით სუვენირების დამზადება, ფარდაგების ქსოვა და თექაზე მუშაობა.
დემოკრატიის ფესტივალი პროექტის „დემოკრატიის ხმები: მედია წიგნიერებისა და სამოქალაქო შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა.
01/06/2026
გაეროს ბავშვთა ფონდისა და სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდაჭერითა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა ქევანიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად მხეიძე და თავმჯდომარის მოადგილე ელიზბარ კობახიძე დაესწრნენ.
პროგრამის ფარგლებში ბავშვები მონაწილეობდნენ მრავალფეროვან შემოქმედებით აქტივობებში. გაიმართა საგანმანათლებლო შეხვედრა, რომლის დროსაც მონაწილეებმა ბავშვთა უფლებების თემაზე კომიქსები შექმნეს.
ასევე, სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით ჩატარდა სემინარი, რომლის ფარგლებში ბავშვებმა როლური თამაშების, დისკუსიებისა და ინტერაქტიული ქვიზების საშუალებით მიიღეს ცოდნა ბავშვთა უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ.
01/06/2026
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ და ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს.
დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლისა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების-ამბროლაურის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრების გამოფენა და შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
საბავშვო ბიბლიოთეკის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები და წარმოადგინეს შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ყველა პატარას ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!