ძლიერი საქართველო • ქუთაისი

ძლიერი საქართველო • ქუთაისი

Share

პოლიტიკური გაერთიანება "ძლიერი საქართველო"

30/09/2025

სულხან-საბა-ვაკისუბნის მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის ნანა გოდუაძის შეხვედრა სულხან-საბას მოსახლეობასთან.

11/09/2025
23/07/2025

“არა რუსულ არჩევნებს” არის ფოკუსის დაკარგვა! მოთხოვნა უნდა იყოს - “კი ახალ საპარლამენტო არჩევნებს!” და “თავისუფლება სინდისის პატიმრებს!”

არ შეიძლება ორჯერ მოიპოვო ის, რაც ერთხელ უკვე მოპოვებული გაქვს. “ქართული ოცნების”არალეგიტიმურობა დამტკიცებული და განცხადებულია საერთაშორისო დონეზე.

რეგიონების დონეზე არჩევნების ბოიკოტი ნიშნავს “ქართული ოცნების” სრულად ჩაბეტონებას ყველა დონეზე.

რა აერთიანებს პროდასავლურ ოპოზიციას? - ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და ივანიშვილის რუსული რეჟიმის გასტუმრება!
რა უშლის ამას ხელს? - თავდასხმები, შეურაცხყოფა და ბულინგი ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიის გამო!”

- მამუკა ხაზარაძე

16/07/2025
16/07/2025
16/07/2025

🟡 „სერიოზულად შეშფოთებული ვარ რამდენიმე წამყვანი ქართველი ოპოზიციონერისთვის ბოლო დროს დაკისრებული სასჯელით. ეს სასჯელები აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის მხრიდან მომავალ არჩევნებში მონაწილეობის დაბლოკვას. 23 ივნისს მე მოვუწოდე „ქართულ ოცნებას“, შეეწყვიტა სასამართლოს ბოროტად გამოყენება განსხვავებული აზრის გასაჩუმებლად და გაეთავისუფლებინა ყველა პოლიტიკური პატიმარი. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა 30 ივნისს დაიბარა საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, რათა ნათლად გამოეხატა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე წინააღმდეგობა საქართველოს სულ უფრო მავნე ტრაექტორიის მიმართ. ჩვენ კვლავ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში გაუარესებულ სიტუაციას. 1 ივლისს მე ვუხელმძღვანელე საგანგებო შეხვედრას თანამოაზრე ევროპელ დემოკრატიებთან საქართველოზე, რათა განგვეხილა არსებული სიტუაცია და რეაგირების ზომები.

15 მაისს გამოვთქვი ჩემი შეშფოთება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შესახებ ბოლო დროს მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის, შეკრების თავისუფლების შეზღუდვებისა და თვითნებური დაპატიმრებების, ასევე „ქართული ოცნების“ მაღალი დონის წარმომადგენლების მხრიდან მზარდი ანტიდასავლური რიტორიკის შესახებ. 18 ივნისს, მე-5 პრეზიდენტ ზურაბიშვილთანაც ასევე დავაფიქსირე ჩემი შეშფოთება „ქართული ოცნების“ მიერ სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის ხმის შეზღუდვის და ასევე რეპრესიული კანონმდებლობის შესახებ და გამოვხატე ჩემი მხარდაჭერა საქართველოში მისი საქმიანობის მიმართ დემოკრატიის მხარდასაჭერად. 26 ივნისს, ჩვენმა ელჩმა საქართველოში „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილთან სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. ჩვენ, პარტნიორებთან თანამშრომლობით, აქტიურად განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტს, რათა ვუპასუხოთ ბოლოდროინდელ ქმედებებს.

დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ურყევი რჩება და მზად ვართ, დავეხმაროთ მას ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიული ნორმების დაბრუნებაში“

- დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში სახელმწიფო მდივანი, სტივენ დოუტი

16/07/2025

🟡 "ივანიშვილის რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა საფრთხის წინაშე დამდგარიყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უნიკალური შესაძლებლობა.

უვიზო მიმოსვლის ფორმატი არის არა უფლება, არამედ პრივილეგია, რომელსაც სახელმწიფოები იღებენ ხოლმე კონკრეტული მოთხოვნების შესრულების შემდეგ, როგორიც არის ადამიანის უფლებათა პატივისცემა, დემოკრატიული სტანდარტის არსებობა და სხვა ევროპული ღირებულებები.

ვერ სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით რუსეთისა და ბელარუსის პოლიტიკური სისტემების მსგავსი ქვეყნები როგორადაც ივანიშვილმა საქართველო გადააქცია.

მაშინ, როცა ახლა ჩვენი მეზობელი სომხეთი მალე მიიღებს უვიზო მიმოსვლას, საქართველომ შეიძლება ეს შესაძლებლობა დაკარგოს. ევროკავშირთან გაუქმებული ფორმატები კი, სამწუხაროდ, მეტ სიღარიბეს, უმუშევრობას, იმას, რომ ათასობით ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძლება დაკარგოს შესაძლებლობა ევროპაში სასწავლებლად, სამუშაოდ, სამკურნალოდ სიარულისა, გაუქმდება დროებითი დასაქმების პროგრამები და სხვა და ამაზე პასუცისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმს ეკისრება, რაც ნათლად აისახა მინისტერიალის განცხადებაში.

ევროკავშირის აღმასრულებელი შტო უკვე მეორედ ძალიან მკაფიოდ აფიქსირებს, რომ "ქართულ ოცნებას" არ შესწევს იმის ძალა და არ აქვს შესაძლებლობა, რომ მოახდინოს ქვეყანაში ვითარების ნორმალიზება და ის ვერ მიიღებს საგარეო ლეგიტიმაციას, სანამ არ გაათავისუფლდებიან ქვეყანაში პოლიტპატიმრები და სანამ არ შეიქმნება ახალი საპარლამენტო არჩევნებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გარემო, სანამ არ გაუქმდება ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა და სანამ არ შეწყდება პოლიტიკური რეპრესიები.

შესაბამისად, მინისტერიალმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ამაზე პასუცისმგებლობა აქვს მხოლოდ და მხოლოდ "ქართულ ოცნებას" და ამასთანავე ისიც აღინიშნა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის სამართლიან პროტესტსა და ბრძოლას."

- გიორგი სიორიძე.

Want your business to be the top-listed Government Service in Kutaisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


Tsereteli #6
Kutaisi
4600