ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall

Share

Photos from ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall's post 01/06/2026

#1ივნისი
#ბავშვთადაცვისდღე
#ქუთაისი2026

Photos from ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall's post 01/06/2026

ქუთაისში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი, გასართობ- შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა.

ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მოეწყო სპორტული და სამხატვრო სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვები, ჩატარდა ქუთაისში არსებული ბავშვთა ვოკალური სტუდიების კონცერტი და თოჯინების თეატრის სპექტაკლი "რწყილი და ჭიანჭველა", პატარებს დაურიგდათ ტკბილეული.

ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, მოადგილეებთან და ქუთაისის დელეგატთან საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძესთან ერთად, მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა 2026- ის და პატარა არქიტექტორთა კონკურსის "დიორამას"გამარჯვებულები დააჯილდოვა.

ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში პატარებს ატრაქციონები მთელი დღის განმავლობაში უფასოდ მოემსახურება.

01/06/2026
Photos from ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall's post 31/05/2026

ქუთაისი დასავლეთ საქართველოს მასტერ ლიგას მასპინძლობს.

ჩემპიონატის გახსნას " მართვეს" საწვრთნელ ბაზაზე ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილე დავით ნიშნიანიძე დაესწრნენ.

დასავლეთ საქართველოს მასტერ ლიგაში ქუთაისისა და სხვა მუნიციპალიტეტების 14 გუნდი მონაწილეობს. ჩემპიონატმა სტარტი დღეს აიღო და 6 ნოემბერს დასრულდება.

დასავლეთ მასტერ ლიგის მხარდამჭერი, ტრადიციულად , ქუთაისის მერიაა. ჩემპიონატის სპონსორები არიან:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი.

Photos from ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall's post 31/05/2026

ქუთაისის მერიისა და კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით ქალაქმა კალათბურში გელა დარსაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა.

შეჯიბრებები სამი დღის განმავლობაში მე-11 სპორტულ სკოლაში მიმდინარეობდა, მასში 2014 წელს დაბადებული სპორტსმენები საქართველოდან, ესტონეთიდან, აზერბაიჯანიდან, პოლონეთიდან და ყაზახეთიდან მონაწილეობდნენ. მესამე ადგილზე საქართველოს, მეორეზე კი, ყაზახეთის გუნდები გავიდნენ, ტურნირის გამარჯვებული ესტონეთი გახდა.

საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტის წევრმა ზაზა ლომინაძემ, მერის მოადგილეებმა შალვა მშვილდაძემ და დავით ნიშნიანიძემ დააჯილდოვეს.

Photos from ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall's post 29/05/2026

#ქართულიხმები
#ქუთაისი2026

Photos from ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall's post 28/05/2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტთან, მეუფე იოანესთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

შემოქმედებით- საგანმანათლებლო ღონისძიება "საქართველო უპირველეს ყოვლისა" ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიერ იყო ორგანიზებული.

საღამოს, რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიფუნქციურ ცენტრში გაიმართა, მოსწავლეები, სტუდენტები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Want your business to be the top-listed Government Service in Kutaisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


რუსთაველის 3
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00