04/06/2026
📢დღეს, 4 ივნისს ყვარლის მთავარმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა №1 ბაგა-ბაღის უფროსი ჯგუფის აღსაზრდელებს.|მენეჯერი ეკა ჩიკვილაძე. პედაგოგები: თამარ ამირხანოვი და ანა ფანცალაშვილი.|
ბავშვებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილება, შეარჩიეს მათთვის საინტერესო წიგნები.
დასასრულს ნაჩვენები იყო მულტფილმი.
02/06/2026
📢დღეს, 2 ივნისს ყვარლის მთავარ ბიბლიოთეკას ესტუმრნენ ბაგა-ბაღის „გვირილა“ უფროსი ჯგუფის აღსაზრდელები. |მენეჯერი მაია ქაქალაშვილი. პედაგოგები: ქეთევან მირიანაშვილი და ნინო რამაზაშვილი.|
ბავშვებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკა, ესტუმრნენ საბავშვო განყოფილებას, სადაც დახვდათ სასიამოვნო გარემო და მათთვის საინტერესო უამრავი წიგნი. ისაუბრეს საყვარელ წიგნებსა და პერსონაჟებზე.
დასასრულს ნაჩვენები იყო მულტფილმი.
01/06/2026
🪄29 მაისს ყვარლის მუნიციპალიტეტის მთავარმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა №2 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს.|მენეჯერი ნანა ცისკარიშვილი, პედაგოგები: ინგა თოხარიკაშვილი და ნინო ჩიხრაძე.| პატარებმა დაათვალიერეს საბიბლიოთეკო სივრცე და საბავშვო განყოფილების წიგნადი ფონდი. ისაუბრეს მათთვის საყვარელი მოთხრობებისა და ზღაპრების პერსონაჟებზე. დასასრულს წარმოადგინეს საკუთარი შემოქმედება.
29/05/2026
🪄ჩარგალში გატარებული ერთი დღე დაუვიწყარი იქნება ყვარლის მთავარი ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის.სწორედ აქ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ვაჟას კდემ: ,,ადამიანებო, გიყვარდეთ ერთმანეთი!"
27/05/2026
🪄დღეს ყვარლის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: გოჩა შავგულიძის სახელობის ლიტერატურული სალონის |ხელმძღვანელი ზეინებ ჭიჭიკოშვილი| უფროსი და უმცროსი თაობის წევრები. აგრეთვე ყვარლის მთავარი ბიბლიოთეკის |გამგე ნინო მიქელაძე| თანამშრომლები.
დასასრულს ღონისძიებაში მონაწილეებმა ყვავილებით შეამკეს ჩვენი ეროვნული გმირის, ზურაბ ჭავჭავაძისა და დეკანოზ მამა ბენიამინის საფლავები.
ყვარლის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება და ლიტერატურული სალონი მადლობას უხდის კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორს მაია ზარდიაშვილის ყურადღებისა და გვერდში დგომისთვის.
07/05/2026
📢🪄7 მაისს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში ჩატარდა პოეზიის დღისადმი მიძღვნილი საღამო თემაზე:
„პოეზია მადლია, ნიჭია, ეძლევა მხოლოდ კაცთა ღვთიურ რჩეულთა.“