06/01/2025
https://maps.app.goo.gl/DJ33VPj45sXpWFJD8
Kuchatani's Public School · N 20 მეოთხე ქუჩა, Kuchatani 4808, Georgia ★★★★★ · Middle school
kuchatani.wordpress.com
✔ Official © ®
█║▌│█│║▌ kuchatani.wordpress.com
06/01/2025
https://maps.app.goo.gl/DJ33VPj45sXpWFJD8
Kuchatani's Public School · N 20 მეოთხე ქუჩა, Kuchatani 4808, Georgia ★★★★★ · Middle school
21/10/2024
კუჭატნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - ეტალონი სასკოლო საზოგადოება ყველას ულოცავს ამ დიდ წარმატებას
03/06/2024
✅კუჭატნის სკოლის ეკოკლუბი საქართველოს ნახევარფინალშია!
✅ კახეთში კი პირველები ვართ!!!
🤩წარმატებები ბავშვებო!!!
27/05/2024
2022
2024 წლის მე-12 კლასი
ფოტოკოლაჟი
26/04/2024
სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტი, ეს არის კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაო, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა სხვადასხვა ტიპის უნარ-ჩვევების განვითარებას. ეს უნარ-ჩვევებია: კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი, კომუნიკაციური.
თითოეული მათგანი, პირველ რიგში, აუცილებელია მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის. კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავების პროცესში მოსწავლე ივითარებს ინფორმაციის სწორად მოძიებისა და დახარისხების უნარებს, რაც უზრუნველყოფს, მომავალში, მის სწორად განვითარებას, ინფორმაციული თვალსაზრისით. ამ კვლევითი უნარების გამომუშავებისას მიღებული ინფორმაციისა და საკუთარი ცოდნის კოლაბორაციით, მოსწავლეს ავტომატურად უვითარდება შემოქმედებითი უნარები; თანამშრომლობითობა ის აუცილებელი უნარია, რომელიც საჭიროა ნებისმიერი ჯგუფური სამუშაოს შესასრულებლად; ამ უნარის განვითარება, მომავალში, ხელს შეუწყობს მოსწავლის ჰუმანურ პიროვნებად ჩამოყალიბებას; კომუნიკაციური უნარების განვითარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებაში მოსწავლის სწორად ოპერირებაში.
მოსწავლეებში აღნიშნული უნარების განვითარება-ჩამოყარილების მიზნით სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლისა და სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების _ ხათუნა ბერაძისა და ზაზა შულაიას ორგანიზებით ხორციელდება ეროვნული მასშტაბის საგანმანათლებლო პროექტი _ „მე და ლიტერატურა“. პროექტი 5 სხვადასხვა რეგიონის (იმერეთი, სამეგრელო, სვანეთი, კახეთი, გურია) 8 სკოლაში მიმდინარეობს. ეს სკოლებია:
• სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლა (იმერეთი);
• სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლა (სამეგრელო);
• სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოსა და სოფ. კუჭატნის საჯარო სკოლები (კახეთი);
• სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლა (სამეგრელო);
• სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთის საჯარო სკოლა (იმერეთი);
• სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს საჯარო სკოლა (სამეგრელო);
• სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლა (სვანეთი);
• სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლა (გურია);
პროექტის იდეურ-ტექნიკური მხარდამჭერია მარიამ ჩაჩანიძე _ სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლე, გაზეთ „ახალი განათლების“ მიერ გამოცხადებული საგანმანათლებლო კონკურსების სამგზის გამარჯვებული, მოსწავლეთა ურთიერთსწავლების მასშტაბური პროექტის თანაავტორი. მოსწავლეთა და პედაგოგთა აქტიური მხარდამჭერი.
პროექტის მიზანია:
• მოსწავლეთა ლიტერატურული გემოვნების დახვეწა;
• მოსწავლეებში ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და ინტერესის გაღრმავება
• არაფორმალური განათლების გამოყენებით მოსწავლეთა ცოდნის დონის გაუმჯობესება;
• მოსწავლეებში სამიზნე ცნებების: ჟანრი, კომპოზიცია, გრამატიკა, ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები გააქტიურება;
• გააზრებული კითხვის უნარების განვითარება და თვალსაწიერის გაფართოება;
• მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება;
• თანატოლებთან და უფროსებთან დადებითი, კონსტრუქციული ურთიერთობისა და გუნდური მუშაობის ხელშეწყობა;
• მოსწავლეებში შემოქმედებითი, კვლევითი და კრიტიკული უნარების აღმოჩენა და განვითარება;
• სკოლებს შორის აქტიური თანამშრომლობა
• მოსწავლეებსა და პედაგოგებში გუნდური მუშაობის ხელშეწყობა;
მოხარულები ვართ რომ აღნიშნულ პროექტში ჩართულია ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გალინა ღვინიაშვილი და VII – XI კლასის მოსწავლეები: მამუკა დარჩიაშვილი, ნინო ფარასტაშვილი, ანი ქიზიყურაშვილი, მარი მელქოშვილი, ნიკა თარზიანი, თაკო დენტოშვილი და ნათია ამბარიანცი.
23/04/2024
კუჭატნის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა
კუჭატნის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს კვირეული მიეძღვნა - ეტალონი ბავშვები ხალისით და მონდომებით ასრულებდნენ მიცემულ დავალებებს. თითოეულ აქტივობას ობიექტური ჟიური აფასებდა
14/04/2024
14 აპრილი ქართული ენის დღეა!
“სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? …..სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას…. ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს…”
ილია ჭავჭავაძე
27/12/2023
სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში მოსწავლეების თვითმმართველობას და მასწავლებელს დიანა მიქაუტიძეს Diana Miqautidze აქვთ ინგლისურის კლუბი, funny english clyb" მათთან თანამშრომლობით მოხდა ზღაპრის "peter the rabbit" ინსცენირება. ღონისძიება სპექტაკლის სახით გაცოცხლდა, რაშიც მონაწილეობა მიიღეს v და vii კლასის მოსწავლეებმა. რომლის მიზანიც იყო, მოტივაციის ამაღლება, შემოქმედებითი უნარების განვითარება, წიგნიერების დონის ამაღლება, არაფორმალური განათლების ამაღლება სკოლაში.თვითმართ ელობის მოსწავლეებმა მონაწილე ბავშვებს, მასწავლებელთან ერთად დაუმზადეს ფორმები, გააფორმეს და მოაწყეს სცენა. მადლობა სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნინო მელქოშვილის გვერდში დგომისთვის.
| Monday | 09:00 - 17:00 |
| Tuesday | 09:00 - 17:00 |
| Wednesday | 09:00 - 17:00 |
| Thursday | 09:00 - 17:00 |
| Friday | 09:00 - 17:00 |