22/04/2026
დღეს, 22 აპრილს, თამარიანის საჯარო სკოლაში 🌍✨ ცნობიერების ამაღლების მიზნით ტრადიციულად აღვნიშნეთ „დედამიწის დღე“ 🌱🌎💚
პრეზენტატორები იყვნენ მე-9 კლასის მოსწავლეები 👩🎓: სოფო ქიმაძე, ლიზი კვერნაძე და ბარბარე ჩაჩანიძე 🎤📚
პლაკატი შექმნა მე-8 კლასის მოსწავლემ, მარიამ ფუტკარაძემ 🎨🖌️
ასევე მონაწილეობა მიიღეს მე-2 კლასის მოსწავლეებმა 👧👦 — მათ თავიანთ შექმნილ ნახატებზე გააკეთეს საინტერესო პრეზენტაციები 🖼️🗣️
აღნიშნულ პროექტს ხელმძღვანელობდნენ ამავე სკოლის პედაგოგები 👩🏫📖: მზექალა ხაჩიძე და ნინო სეთური 🌟
02/04/2026
2 აპრილი – აუტიზმის ცნობადობის საერთაშორისო დღე აღინიშნება მთელ მსოფლიოში.
ამ დღესთან დაკავშირებით, თამარიანის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია. პრეზენტაციის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობადობის ამაღლება და აუტიზმის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელება.
ეს თემა გვახსენებს, რომ აუტიზმის მქონე ადამიანები ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან. მათი ღირსება, შესაძლებლობები და განსხვავებულობა წარმოადგენს ჩვენი საერთო მომავლის მნიშვნელოვან ნაწილს.
ნეირომრავალფეროვნება არის რესურსი და ძალა — არა შეზღუდვა. ინკლუზიური გარემოს შექმნა კი თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.
ხელმძღვანელი: სპეციალური მასწავლებელი ევა ბეჟაშვილი
23/03/2026
თამარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ტრადიციულად ყოველ წელს ვუერთდებით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს.
დღეს მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა – გიორგი ხარშილაძემ და ქეთი შუბითიძემ, ხოლო მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა – ანანო გოზალიშვილმა, სოფო ბარბაქაძემ, ქეთი ქავთარაძემ და ნინო ჩაჩანიძემ, წარადგინეს პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში ცნობიერების ამაღლებას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
პრეზენტაციას ხელმძღვანელობდნენ ამავე სკოლის მასწავლებლები – ნინო სეთური და ევა ბეჟაშვილი