03/06/2026
დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ცირა ლიპარტელიანმა კომისიის სხდომა გამართა.
სხდომაზე მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ხათუნა ლიპარტელიანმა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
01/06/2026
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართა.
სადღესასწაულო ღონისძიებები გაგრძელდა ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრში, სადაც ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ცერულმა“, სამუსიკო სკოლების მოსწავლეებმა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლის აღსაზრდელებმა მაყურებლის წინაშე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარადგინეს.
სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შემოქმედებითი აქცია მოაწყვეს და ქუჩა მოხატეს.
ღონისძიებები ასევე გაიმართა ლადო მუსელიანის სახელობის ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, სადაც პროგრამის – „ბავშვობა ყველაზე ფერადი დროა“ – ფარგლებში, სალოტბარო სკოლის აღსაზრდელებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ფილმის ,,საოცრება”ჩვენებით დასრულდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი, მერის პირველი მოადგილე მარადი ლიპარტელიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
31/05/2026
დღეს, ლენტეხში სახალხო- რელიგიური დღესასწაული ,,სკალდობა-2026 " აღინიშნა.
ისტორიულ სკალდის მთაზე, მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში, წირვა ჭყონდიდის, ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ აღავლინა.
ასევე, ფაყის ღვთისმშობლის ტაძარში წირვა აღავლინა მამა ირაკლიმ.
,,სკალდობის” სადღესასწაულო წირვას დაესწრნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, პარლამენტის წევრი გოდერძი ჩანქსელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
სკალდის მთავარანგელოზი ფარავდეს ლენტეხს და სრულიად საქართველოს!
29/05/2026
დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თორნიკე გასვიანი უძღვებოდა.
სხდომის მთავარ თემას საკრებულოს წევრთა მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და საკრებულოს რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვა წარმოადგენდა.
29/05/2026
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ცირა ლიპარტელიანმა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიასთან გაერთიანებული სხდომა გამართა.
სხდომაზე განიხილეს პროექტი — „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის შესახებ“.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული საკითხი სრულყოფილად არის მომზადებული და გატანილ იქნეს საკრებულოს მორიგ სხდომაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
28/05/2026
31 მაისს, სკალდობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სკალდზე ამსვლელ მომლოცველთა საყურადღებოდ!
გზებზე არსებული თოვლის საფარის გამო, მომლოცველთა უსაფრთხოების მიზნით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით.
ასევე, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, პოლიციის თანამშრომლები ავტომობილებს სკალდიდან უკან დაბრუნების საშუალებას მხოლოდ 13:00 საათის შემდეგ მისცემენ.
გთხოვთ, აუცილებლად გაითვალისწინოთ აღნიშნული შეზღუდვები.
ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს გილოცავთ სულთმოფენობას!
27/05/2026
🔹31 მაისს, დილის 08:00 საათზე, ქვემო სვანეთში ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფაყში და სკალდის მთაზე, ფაყობა–სკალდობის ტრადიციული სახალხო რელიგიური დღესასწაული გაიმართება.
დღესასწაული მრავალფეროვან პროგრამას მოიცავს და აერთიანებს რელიგიურ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს. მონაწილეები დაესწრებიან წირვა-ლოცვას, გაეცნობიან სვანურ ფოლკლორსა და ტრადიციებს.
სოფელ ფაყში დაგეგმილია კულტურული პროგრამა და ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იქნება სამხატვრო სკოლის მოსწავლეების, თვითნასწავლი მხატვრებისა და ხელსაქმის ოსტატების ნამუშევრები.
სკალდის მთაზე გაიმართება სპორტული შეჯიბრებები: დოღი და ჯილდაობა. გამარჯვებულები შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდებიან.
ფაყობა–სკალდობა ყოველწლიური ტრადიციული დღესასწაულია. სკალდის მთავარანგელოზის ტაძარი, რომელიც ზღვის დონიდან 2210 მეტრზე მდებარეობს, ყოველწლიურად მასპინძლობს მომლოცველებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
26/05/2026
🇬🇪 ლენტეხის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა.
გურამ გუგავას სახელობის სპორტდარბაზში გაიმართა სარაიონო შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში, სადაც მონაწილეებმა ტრადიციულ სპორტში საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინეს. გამარჯვებულები სიმბოლური საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სადღესასწაულო ღონისძიებები გაგრძელდა ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის სახლში, სადაც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
წელს, საქართველო ასევე აღნიშნავს ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს, აღნიშნული აქტივობები ემსახურება საქართველოს ისტორიის, ეროვნული ტრადიციებისა და სულიერი მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.
ღონისძიებებს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.