ბალდის კანიონი / Balda Canyon

ბალდის კანიონი / Balda Canyon

Share

ბალდის კანიონზე ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შემქმნელები.

14/01/2026

🟢გაცნობებთ,19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, ისევე როგორც შარშან და შარშანწინ, ნათლისღების რიტუალში მონაწილეებისათვის ბალდის კანიონის ტერიტორია ღიაა.
🟢რადგან "პროტესტის მონაწილეებმა" (დედებმა) კომპანიის დაცვის თანამშრომელს, ბალდის კანიონის ტერიტორიაზე შესვლის უფლება შეუზღუდეს და კანიონის შესასვლელს დაადეს ბოქლომი, რიტუალში მონაწილეებს მდინარეზე ჩასასვლელად- (როგორც გასულ წლებში სარგებლობდნენ ) შეუძლიათ ისარგებლონ, კომპანია "კანიონი 350"-ის კერძო ტერიტორიით (მამისი სილაგავას ყოფილი ტერიტორია).

29/11/2025

დღეს ბალდის კანიონზე მორიგ უკანონობას ჰქონდა ადგილი!

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დღეს, 29 ნოემბერს კომპანია "კანიონი 350"-ს გასდის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბალდის კანიონის ინფრასტრუქტურის მოწყობის უზრუნველყოფის ვადა. თუმცაღა, კანიონის ტერიტორიაზე კომპანიას მშენებლობის უფლება მომავალი წლის გაზაფხულამდე აქვს.

ამავე დროს, ბალდის კანიონის ტერიტორია ისევ იჯარითაა გაცემული და ყველანაირი მოთხოვნა, კომპანიის დაცვის წევრების კანიონის ტერიტორიაზე არ შეშვებასთან დაკავშირებით, უკანონოა. მნიშვვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა არ შედის , ქ .მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციაში!

ასევე გვინდა, განვაცხადოთ, რომ ბალდის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას რაიონში უამრავი მომხრე ჰყავს, რომელთა მიმართაც მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან არაერთგზის განხორციელებულა პროვოკაციული ქმედებები. ისინი კანონდარღვევით, ყველა ხერხს მიმართავდნენ სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის. რის გამოც ზიანდებოდა როგორც კომპანიის, ამავე დროს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები.

შესაბამისად, რეგიონში კონფლიქტური სიტუაციის გამწვავების თავიდან არიდების მიზნით, ყველანაირი სამართლებრივი ნორმების დაცვით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან შეთანხმებით, კომპანია "კანიონი 350"-მა სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე, კანიონის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები დროებით შეაჩერა!

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გაითვალისწინოს ქ. სენაკის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არ დაკმაყოფილდა პროტესტის მონაწილეთა სარჩელი იჯარის გაუქმებასთან დაკავშირებით და მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება!

დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia)
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია/City Hall Of Martvili Municipality
გიორგი ნაჭყებია / Giorgi Natchkebia

27/11/2025

🟢როგორც ცნობილია, 2022 წელს “დაცული ტერიტორიების სააგენტომ” მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე ბალდის კანიონი 40 წლით იჯარით გადასცა კერძო კომპანიას - "კანიონი 350”-ს

✅ხელშეკრულების თანახმად,
კომპანიას "კანიონი 350”-ს ბალდის კანიონის ტერიტორიაზე სამუშაოების დასასრულებლად განსაზღვრული ჰქონდა ვადა - 2025 წლის 29 ნოემბერამდე, რომლის გამოყენებაც მან ერთი კონკრეტული დაჯგუფების პორტესტის გამო ვერ შეძლო.

🟢კომპანიის თანამშრომლებს ბოლო 2 წლის განმავლობაში შეზღუდული ჰქონდათ კანიონის ტერიტორიაზე შესვლისა და მუშაობის შესაძლებლობა, ამას არც ე.წ. პროტესტის მონაწილეები უარყოფენ.

✅შესაბამისად, ბალდის კანიონზე სამუშაოების დათქმულ ვადაში ვერ შესრულება მთლიანად პროტესტის მონაწილეთა პასუხისმგებლობაა.

🟢ვიმედოვნებთ, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო გაითვალისწინებს ქ. სენაკის სასამართლოს, 2025 წლის 16 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც არ დაკმაყოფილდა პროტესტის მონაწილეთა სარჩელი იჯარის გაუქმებასთან დაკავშირებით და მის გადაწყვეტილებას კანონის სრული დაცვით მიიღებს, რაც კომპანიას მისცემს საშუალებას ბალდის კანიონის ტერიტორიაზე სამუშაოები განაახლოს.

Photos from ბალდის კანიონი / Balda Canyon 's post 22/06/2025

🟢 გვსურს გაცნობოთ, რომ კომპანია "კანიონი 350" უახლოეს პერიოდში განაახლებს და წარმატებით დაასრულებს, ბალდის კანიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტს!

Photos from ბალდის კანიონი / Balda Canyon 's post 23/05/2025

🟢ბალდის კანიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით, დღიდან პროტესტის დაწყებისა, ერთი კონკრეტული ჯგუფი, რომელიც "ბალდის კანიონის მცველების" სახელითაა ცნობილი, სხვადასხა სახის დეზინფორმაციას ავრველებს.

🔴მაგალითისთვის, საზოგადოებას ხშირად აწვდიან ინფორმაციას, რომ თითქოს კომპანია "კანიონი 350"-მა ბალდის კანიონში ათასწლოვანი ხავსი ისე ჩამორეცხა, რომ მას აღარაფერი ეშველებოდა და აღარ აღდგებოდა.

❇️გვინდა გაგიზიაროთ ფოტო/ვიდეო მასალა, სადაც ნათლად ჩანს, წელიწადნახევარში აღდგენილი ხავსი,მიახლოებით ერთ წელიწადში კი ის სრულად აღდგება.

✅აქვე უნდა აღვნიშნით, რომ კომპანია "კანიონი 350"-ის მიზანი არსებული ფლორისა და ფაუნის სრულიად დაცვა და აღდგენაა- ისევე როგორც ეს, მარტვილის კანიონში მოხდა.

18/01/2025

გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს და
გაცნობებთ, რომ ტრადიციულად, ნათლისღების რიტუალის მონაწილეთათვის, ბალდის კანიონის კარი,ისევე როგორც შარშან,წელსაც ღია იქნება.

06/08/2024

🔻გუშინ, ერთ- ერთ გვერდზე, კომპანია „ კანიონი 350“- ის თანამშრომლის , ვასილი ბარანოვსკის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ვასილის მეგობარ ქალბატონს,ბალდის კანიონის კარავში მიწვეული პროვოკატორი ნინო გოგუა დაუკავშირდა. ვასილი ბარანოვსკი, ბალდის კანიონზე პირველივე დღიდან მუშაობდა და აქამდე მასთან გასაუბრების სურვილი, არავის გასჩენია. პირიქით, მას ბალდის კანიონის ე წ. მცველები უაპელაციოდ ლანძღავდნენ, აგინებდნენ, მიწასთან ასწორებდნენ და ვასილისთვის ყველაზე შეურაცხმყოფელი რაც არის, რუსს ეძახდნენ!.
✍️ტყუილად არ ვამბობთ, რომ ეს ადამიანები პროვოკატორები და ყველაფრის მკადრებლები არიან! დღიდან მათი პროტესტის დაწყებისა ლანძღავენ, აგინებენ და სახლებში უვარდებიან კომპანიის თანამშრომლებს, რისი დამადასტურებელი ფაქტები (სქრინები) ბევრჯერ დაიდო. ინდიკო ბჟალავას საკითხიც, ბალდის კანიონის მშენებლობის მომხრე ოჯახზე ზეწოლასა და დაშინებას უკავშირდება!
🔸მაშ აქამდე ვასილი რატომ გაახსენდათ? იმიტომ ხომ არა, რომ უკრაინელ ბიჭს, პატიოსან ადამიანს ყველაფერი აკადრეს? ლანძღეს და აგინეს? შერცხვათ? არა, რა თქმა უნდა. მათ სირცხვილის გრძნობა, უბრალოდ არ გააჩნიათ. ეს ქალბატონი, სალომე სიმონიასთან ერთად, პროვოკაციათა მოწყობის ხელოვანია და შესაბამისად, ახალი პროვოკაციის დასაგეგმად იღწვის.
🟢ცნობისთვის, ვასილი ბარანოვსკი ჩვენს გუნდთან ერთად 2018 წლიდან მუშაობს და არაერთი წარმატებული პროექტის მონაწილეა.

30/06/2024
27/06/2024

🇬🇪 ისტორიული გამარჯვება - საქართველო ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალშია! ✊
გილოცავთ❤️🙏

18/06/2024

განცხადება ✅

❎ როგორც დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, ბალდის კანიონის ე.წ. მცველების მორიგ შეხვედრაზე, დაქირავებულმა იდეოლოგმა და მხარდამჭერმა სალომე სიმონიამ, კომპანია „კანიონი 350“- ის თანამშრომლების დისკრედიტაციის მიზნით, საკუთარ თანამოაზრეებს პროვოკაციების დაგეგმვისა და მოწყობისაკენ მოუწოდა.

✅ ცალსახად ვაცხადებთ, რომ კომპანია „კანიონი 350“ გმობს, ყველა სახის ძალადობასა და კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერ უკანონო ქმედებას.

🔻 მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, იმოქმედონ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდინონ რეაგირება და აღკვეთონ მოსალოდნელი პროვოკაციები და უკანონო ქმედებები.

⭕️ ასევე მოვუწოდებთ, კომპანიის თანამშრომლებს გამოიჩინონ სიფრთხილე და არ აჰყვნენ ბალდის კანიონის ე.წ მცველებისა და მათი მხარდამჭერების მიერ დაგეგმილ ბინძურ პროვოკაციებს. ❎

აქვე გვინდა, საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს წარმატება ვუსურვოთ, როგორც დღევანდელ სადებიუტო მატჩში, ასევე ევროპის მთელს საფეხბურთო ჩემპიონატში. ❤️ ⚽️

საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

18/06/2024

გვსურს გამოვეხმაუროთ, სოფელ ბალდაში, 2024 წლის 11 ივნისს განვითარებულ სამწუხარო მოვლენებს.

🔻 მიმდინარე წლის 11 ივნისს, კომპანიის თანამშრომლის გელა ხურცილავას სახლში მარტო მყოფ მეუღლეს, სოფო შაყულაშვილს მიუვარდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბალდის კანიონის ე.წ. მცველების, ცოტნე და ბაჩო თვარაძეების ბიძაშვილმა ინდიკო ბჟალავამ. ის, ქალბატონ სოფო შაყულაშვილს სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა. ასევე ემუქრებოდა, რომ სახლ-კარს გადაუწვავდნენ და გაასახლებდნენ სოფლიდან.

🔻 ამ ძალადობრივ ფაქტს რაც მოჰყვა, საზოგადოებას მიეწოდა არასრული და არაობიექტური სახით.
ბალდის კანიონის ე.წ. მცველები, ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ მოძალადე ინდიკო ბჟალავა, დააკავეს შეთითხნილი ბრალდებით, თითქოს ის დაზარალებულ სოფო შაყულაშვილს არ ემუქრებოდა, არ აყენებდა შეურაცხყოფას და არ აგინებდა, არამედ იგინებოდა ზოგადად და ზოგადადვე იმუქრებოდა. ამავე დროს გამოაჩინეს ცრუ მოწმე, ხურცილავების ერთადერთი კარის მეზობელი, რომელმაც თავდაპირველი ჩვენება, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ ინდიკო ბჟალავა, მართლაც მიუვარდა სოფო შაყულაშვილს და ემუქრებოდა, ჩვენთვის გასაგები მიზეზების გამო, სახალხოდ გადათქვა.

🔻 გვინდა გაცნობოთ, რომ არსებობს ვიდეოკადრები, სადაც დაფიქსირებულია, ბრალდებული ინდიკო ბჟალავა, რომელიც მიუვარდა მოქალაქე სოფო შაყულაშილს დაშინების და ზეწოლის მიზნით. ამავე კადრებში, მკაფიოდ ისმის ხურცილავების კარის მეზობლის (ცრუ მოწმის) ხმა და მოწოდება, რომ მოძალადე ინდიკო ბჟალავას, სოფო შაყულაშვილისათვის თავი უნდა დაენებებინა.
ბალდის კანიონის ე.წ. მცველები ამასაც არ დასჯერდნენ და გადაწყვიტეს საზოგადოება ასევე დაერწმუნებინათ იმაში, რომ კომპანია კანიონი 350-ის თანამშრომელი, სოფო შაყულაშვილის მეუღლე, გელა ხურცილავა და მისი ძმა გიგა ხურცილავა, საპროტესო კარავში მყოფ 25 კაციან დაჯგუფებას, პროვოკაციის მოწყობის მიზნით, კომპანიის ხელმძღვანელობამ მიუგზავნა.

🔻 გუშინ, 17 ივნისს, ტელეკომპანია, tv24 -ის ეთერში გავიდა მორიგი არაობიექტური სიუჟეტი 11 ივნისს, სოფელ ბალდაში დატრიალებულ მოვლენებთან დაკავშირებით https://www.facebook.com/watch/live/?mibextid=oFDknk&ref=watch_permalink&v=807410971358470&rdid=wZtL6P1Ra3g0E1BN თუმცა საყურადღებოა ერთი ვიდეოკადრი, რომელიც აღნიშნული ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემის სიუჟეტში მოხვდა. ამ ვიდეოკადრზე აღბეჭდილია, კომპანია "კანიონ 350"-ის თანამშრომელი და მისი ძმა, აწ უკვე ბრალდებული გელა და გიგა ხურცილავები, რომლებიც არიან დაბმულები და სასტიკად ნაწამები. სამწუხაროდ, მიკერძოებულ ტელევიზიას დაავიწყდა ამ ფაქტის აღნიშვნა, რადგან მხოლოდ ნაწილობრივი "სიმართლის" გავრცელებით იყო დაკავებული.

👉 ჩვენი ინფორმაციით, როდესაც პოლიცია შემთხვევის ადგილზე მივიდა, ძმები ხურცილავები დაბმულები და სასტიკად ნაწამები დახვდათ. მოძალადეებმა, პოლიციის თანდასწრებით მათზე ფიზიკურად ძალადობა გააგრძელეს, შემდეგ კი პოლიციის თანამშროლებმა სასტიკად ნაწამები და დასისხლიანებული ძმები გაიტაცეს, ჯერ ბალდის მონასტრის მიმდებარედ და შემდეგ კი სოფელ სალხინოში, მანქანაში ჰყავდათ გადამალული. არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, არ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში და ასევე არ მოხდა მათი გადაყვანა ექსპერტიზის ჩასატარებლად !!! ძმები ხურცილავების პოლიციის განყოფილებაში მიყვანის ფაქტი, გატაცებიდან დაახლოებით 12 საათის შემდეგ დაფიქსირდა. დაკავებულების მძიმე ფიზიკური მდგომარეობა დეტალურადაა აღწერილი მათი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებშიც. ყოველივე ზემოთხსენებულზე, კომპანიის ადვოკატმა, გიორგი ბარდაველიძემ, თავის ფეისბუქ გვერდის ლაივ ჩართვაში დეტალურად ისაუბრა:
https://www.facebook.com/100091059236084/videos/1274820163924845

🔻 აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ამ დრომდე არცერთი ვიდეო მტკიცებულება საქმის მასალებში არ არის, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით პოლიციამ კარავზე დამონტაჟებული ვიდეოთვალთვალის მოწყობილობა ამოიღო, ასევე ამოღებულია ინცინდენტის დროს ადგილზე მყოფი, იმ პირების ტელეფონები, რომლებიც ძმებ ხურცილავებზე ძალადობის გადაღებას ახორციელებდნენ. ჩვენმა კომპანიამ არაერთგზის მიმართა შესაბამის უწყებებს ვიდეომტკიცებულებების გადაცემის მოთხოვნით, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა. ტელეკომპანია tv24 -ის ეთერში სამოყვარულო კამერით გადაღებული შემზარავი კადრების ნაწილი მოხვდა.

👉 მოვუწოდებთ, ყველა შესაბამის ორგანოს მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება, რადგან ეს არ არის ძალადობის პირველი შემთხვევა ბალდის კანიონის ე.წ. მცველების მხრიდან. ჯერ კიდევ პროტესტის დაწყების პირველივე დღეებიდან სახლებში უვარდებოდნენ და აშინებდნენ კანიონზე დასაქმებულ პირებს და მათი ოჯახების წევრებს. ახდენდნენ პროექტის მხარდამჭერებზე ზეწოლა-დაშინებას. დღემდე უვარდებიან და ემუქრებიან აწ უკვე წინასწარ პატიმრობაში მყოფ გელა ხურცილავას მეუღლეს, მოქალაქე სოფო შაყულაშვილს და აიძულებენ იმ საჩივარის გამოტანას, რომლის საფუძველზეც დააკავეს ინდიკო ბჟალავა. ამ უკანასკნელის ძალადობრივმა ქმედებებმა გამოიწვია ზემოთ აღნიშნული სამწუხარო ინცინდენტი.

🔻 აქვე მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, მოახდინონ რეაგირება, ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლების ქმედებებთან თუ უმოქმედობასთან დაკავშირებოთ, რასაც ბატონმა გიორგი ბარდაველიძემ, თავის სოციალური ქსელის ლაივ მიმართვაში ასევე გაუსვა ხაზი.

👉 და ბოლოს, გვინდა განვაცხადოთ, რომ კომპანია ემიჯნება ყველანაირ ძალადობას და მომხდარი ფაქტის გამო, წუხილს გამოხატავს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მოწოდება არ დარჩება უყურადღებოდ და მოძალადეები დაისჯებიან სრული სიმკაცრით.

Levan Ioselianiსაქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

Want your business to be the top-listed Government Service in Martvili?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address


მარტვილი სოფელი მეორე ბალდა
Martvili
3100