03/06/2026
ბათუმში საქართველოს პირველი ახალგარზდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.
გახსნის საზეიმო ღონისძიება "აჭარაბეთ არენაზე" გაიმართა, რომელსაც მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ერეკლე ზარანდია და ნანა ბირკაია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაესწრნენ.
ოლიმპიური ფესტივალი სპორტის 17 სახეობაში გაიმართება და მონაწილეობას 14-დან 17 წლის ჩათვლით ასაკობრივი ჯგუფის სპორტსმენები მიიღებენ.
ღონისძიებაში მონაწილეობას მარტვილის მუნიციპალიტეტიდან 6 სპორტსმენი მიიღებს. მარტვილელი სპორტსმენები ტაეკვანდოსა და კალათბურთში იასპარეზებენ.
03/06/2026
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აბედათის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
აბედათის ციხე IV-VI საუკუნეებით არის დათარიღებული და XVIII ს-ის ბოლომდე მოქმედებდა. ციხე ორი გალავნისგან შედგება. ციხის შიგნით, აღმოსავლეთის კედელში ჩაშენებულია ეკლესია, რომელიც დღემდე მოქმედია.
ციხის გალავანი მძიმე მდგომარეობაშია: დაფარულია ხე-მცენარეებით, ცვივა ქვები, ცალკეულ ადგილებში გარღვეულია, კოშკი გადახურვის გარეშეა. პირველ რიგში აუცილებელია ყველაზე მეტად დაზიანებული, სამრეკლოსა და კოშკს შორის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კედლისა და ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მდებარე კოშკის და მის მიმდებარედ ნაშთების რეაბილიტაცია - კონსერვაცია, მარნის ინტერიერში თაღოვანი ღიობის რესტავრაცია; არსებული ქვევრების გაწმენდა, კონსერვაცია; რასაც ტენდერი ითვალისწინებს.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 548 543 ლარს შეადგენს
შესყიდვის ბმული: მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აბედათის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები - http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=689085&lang=ge
02/06/2026
2-6 ივნისს, ბათუმში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მარტვილის მუნიციპალიტეტიდან 6 სპორტსმენი მიიღებს. მარტვილელი სპორტსმენები ტაეკვანდოსა და კალათბურთში იასპარეზებენ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნანა ბირკაიამ, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს მერიაში უმასპინძლა, ოლიმპიურ ფესტივალზე წარმატები უსურვა და ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის შესაბამისი ფორმები გადასცა.
ფესტივალი მიზნად ისახავს სპორტის მასობრიობის ზრდას, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას, რეგიონების აქტიურ ჩართულობას, მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენას, სპორტის, ოლიმპიური მოძრაობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
ღონისძიება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გაიმართება.
01/06/2026
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა - დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და მომავალი სწორედ ბავშვები არიან.
საქართველოში მცხოვრებ თითოეულ პატარას ვუსურვებ მშვიდობიან, ლაღ და ფერად ბავშვობას. ჩვენ კი პირობას გაძლევთ, რომ დაუღალავად ვიშრომებთ თქვენი უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
გიორგი ნაჭყებია,
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი
Send a message to learn more
31/05/2026
პოლიციელის დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ელდარ თოდუასთან და მერის მოადგილესთან ნანა ბირკაიასთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს, ბანძისა და დიდი ჭყონის განყოფილების პოლიციის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის.
„ვულოცავთ ამ პროფესიულ დღეს თითოეულ პოლიციელს, რომელიც ყოველდღიურად, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად, იცავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და სიმშვიდეს.
მადლობა თქვენი თავდადებისთვის, პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის. განსაკუთრებული პატივისცემა იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უძვირფასესი საკუთარი სიცოცხლე გაიღეს.
მშვიდობიანი სამსახური და წარმატებები თქვენს საპასუხისმგებლო მისიაში! - განაცხადა გიორგი ნაჭყებიამ.
31/05/2026
მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის უმძიმესი დღეები დგას. უდიდესია ტკივილი და მწუხარება, რასაც ჩვენი ახალგაზრდების ლევან ბერიშვილის, ნიკა ფაილოძის, მარიამ საგინაძის და ეკა ჯაჯვანის ტრაგიკულად დაღუპვის გამო განვიცდით.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია გულწრფელ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად მარტვილს.
აღნიშნული ტრაგედიის გამო, მარტვილის მუნიციპალიტეტში 1 ივნისს დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიება გადადებულია.
28/05/2026
მარტვილის მუნიციპალიტეტი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს!
1 ივნისს, პატარების გამორჩეული დღესასწაულის აღსანიშნავად, მარტვილში მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები იგეგმება.
10:00-დან 18:00-საათამდე პატარები უფასო საბავშვო ატრაქციონებით ისარგებლებენ, 12:00-დან 17:00-საათამდე ჩატარდება გასართობი პროგრამა ანიმატორების მონაწილეობით.
ამასთანავე, მთელი დღის განმავლობაში თავისუფლების ქუჩაზე იფუნქციონირებს „საბავშვო სოფელი“, სადაც პატარებს სხვადასხვა აქტივობები დახვდებათ.
26/05/2026
დამოუკიდებლობის დღე, მარტვილის მუნიციპალიტეტში, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა.
დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობები. მოეწყო ადგილობრივი გასტრონომიული ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. საფეხბურთო აკადემიის ბაზაზე გაიმართა მოზარდ სპორტსმენთა ფესტივალი, რომელშიც მონაწილე ბავშვები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
დღის მანძილზე გაიმართა კულტურის და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული ანსამბლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი.
17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
26 მაისის ღონისძიებები, მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული ბენდის საზეიმო კონცერტით დასრულდა.
26/05/2026
26 მაისის აღსანიშნავად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართება.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ელდარ თოდუამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე, დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ბიუსტები გვირგვინებით შეამკეს.
მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარის ეზოში ახალწვეულთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
ცენტრალურ მოედანზე გამოფენილია თავდაცვის ძალების შეიარაღების ტექნიკა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 14:30 საათი გაიმართება კულტურის და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული ანსამბლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი.
17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს მარტვილში შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
26 მაისის საზეიმო ღონისძიებებს დაასრულებს მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული ბენდის კონცერტი.
ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა!