მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო/The municipality of Martvilis assembly

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო/The municipality of Martvilis  assembly

Share

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულ?

01/06/2026

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა!
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს!
ბავშვები ჩვენი მომავალი, ჩვენი უდიდესი სიმდიდრე და იმედი არიან. თითოეული მათგანის კეთილდღეობაზე, განათლებასა და უსაფრთხო გარემოზე ზრუნვა ჩვენი უპირველესი მოვალეობაა.
ყველა პატარას ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ყველა კეთილი ოცნების ასრულებას!
თქვენ ხართ ჩვენი ხვალინდელი დღე!

Photos from მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო/The municipality of Martvilis  assembly's post 31/05/2026

31 მაისი პოლიციელის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ელდარ თოდუამ, მერმა გიორგი ნაჭყებიამ, მერის მოადგილე ნანა ბირკაიამ, საკრებულოს წევრებმა და მერიის თანამშრომლებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს, ასევე ბანძისა და დიდი ჭყონის განყოფილებების თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცეს.

„მადლობას გიხდით მოქალაქეებისა და ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე დგომისთვის, დაუღალავი შრომისა და სიმამაცისთვის. გისურვებთ წარმატებებს ჩვენი ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

31/05/2026

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მუნიციპალიტეტში დატრიალებული უდიდესი ტრაგედიის გამო, რაც ჩვენი ოთხი ახალგაზრდის - ლევან ბერიშვილის, ნიკა ფაილოძის, მარიამ საგინაძის და ეკა ჯაჯვანის ტრაგიკულმა დაღუპვამ გამოიწვია.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო და აპარატი გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად მარტვილს.
აღნიშნული ტრაგედიის გამო 1 ივნისს დაგეგმილი ყველა სადღესასწაულო ღონისძიება გადადებულია.

28/05/2026

მარტვილის მუნიციპალიტეტი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს!

1 ივნისს, პატარების გამორჩეული დღესასწაულის აღსანიშნავად, მარტვილში მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები იგეგმება.

10:00-დან 18:00-საათამდე პატარები უფასო საბავშვო ატრაქციონებით ისარგებლებენ, 12:00-დან 17:00-საათამდე ჩატარდება გასართობი პროგრამა ანიმატორების მონაწილეობით.

ამასთანავე, მთელი დღის განმავლობაში თავისუფლების ქუჩაზე იფუნქციონირებს „საბავშვო სოფელი“, სადაც პატარებს სხვადასხვა აქტივობები დახვდებათ.

Photos from მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო/The municipality of Martvilis  assembly's post 26/05/2026

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.

დილიდან მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ელდარ თოდუამ ,მერმა გიორგი ნაჭყებიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, საჯარო მოხელეებთან, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან და ადგილობრივ მოქალაქეებთან ერთად მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ბიუსტები, ასევე ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე, დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვიგვინებით შეამკეს.

წელს პირველად მარტვილში სამხედრო სავალდებულო გაწვევის რეკრუტებმა ფიცი დადეს მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში.

დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობები. ქალაქის ცენტრში მოწყო ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ქონდა მოინახულებინა ეთნოგრაფიული კუთხე.

საფეხბურთო აკადემიის ბაზაზე გაიმართა მოზარდ სპორტსმენთა ფესტივალი, რომელშიც მონაწილე ბავშვები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
დღის მეორე ნახევარში გაიმართა საზეიმო კონცერტი მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით , 17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნა და შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა

25/05/2026
Photos from მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო/The municipality of Martvilis  assembly's post 24/05/2026

მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით რიგით მე-8 ფესტივალი „ჭყონდიდი“ გაიმართა.

ფესტივალი ახალგაზრდა ქორეოგრაფის, გიორგი წივწივაძის ხსოვნას მიეძღვნა, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივმა და მოწვეულმა ქორეოგრაფიულმა ჯგუფებმა მიიღეს.

ღონისძიების ბოლოს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნანა ბირკაიამ ფესტივალის მონაწილეები დიპლომებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.

Photos from მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო/The municipality of Martvilis  assembly's post 22/05/2026

მიმდინარე წლის 22 მაისს 12:00 საათზე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა , რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ელდარი თოდუა უძღვებოდა.
აღსანიშნავია, რომ სხდომის მიმდინარეობას, თვითმმართველობის მუშაობის სპეციფიკის გაცნობის მიზნით, სოფელ სალხინოს ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეები და პრორექტორი ქრისტინე ძიძიგური ესწრებოდნენ. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გაცნობოდნენ მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 22 მაისის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - ელდარი თოდუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ბონდო თოფურია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ/
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“-სთვის (ს.ნ.:235447628), მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, სოფელ კიწიის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს.კ: 41.18.36.043) და მასზე განთავსებული ნაგებობების უსასყიდლო უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი - სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/
4. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების პირველი კვარტლის ანგარიშის მოსმენის თაობაზე;
/მომხსენებელი-ბონდო თოფურია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ/

Photos from მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო/The municipality of Martvilis  assembly's post 22/05/2026

22 მაისს, 11:00 სთ-ზე,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ბიუროს სხდომა გაიმართა , რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ელდარი თოდუა უძღვებოდა.
ბიურომ დაამტკიცა საკრებულოს მორიგ სხდომაზე გასატანი შემდეგი საკითხები :
1. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; /მომხსენებელი - ელდარი თოდუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/

2. მარტვილის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“-სთვის (ს.ნ.:235447628), მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, სოფელ კიწიის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს.კ: 41.18.36.043) და მასზე განთავსებული ნაგებობების უსასყიდლო უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; /მომხსენებელი - ელდარი თოდუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/

3. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების პირველი კვარტლის ანგარიშის მოსმენის თაობაზე. /მომხსენებელი - ელდარი თოდუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/

Photos from მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო/The municipality of Martvilis  assembly's post 21/05/2026

21 მაისს 12:00 საათზე , მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სხდომას კომისიის თავმჯდომარე დავით ხორავა უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი:

1. მარტვილის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“-სთვის (ს.ნ.:235447628), მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, სოფელ კიწიის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს.კ: 41.18.36.043) და მასზე განთავსებული ნაგებობების უსასყიდლო უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. /მომხსენებელი- დავით ხორავა, საკრებულოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/

Want your business to be the top-listed Government Service in Martvili?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


Tavisufleba Street 10
Martvili