14/05/2026
საგანმანათლებლო პროექტ " დიდგორელის” მეორე ტურში გადავიდნენ:
ზაზა ჟორჟოლიანი,
ლაშა მარგველანი
სერგი მარგიანი
ლევან ქურდიანი
ირაკლი ჯაჭვლიანი
ალექსანდრე ლუხუტაშვილი
ვულოცავთ მეორე ტურში გადასვლას⌛️🕐
11/05/2026
📚💰 დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული და ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა!
პროექტის „მოიწვიე ფინედუს დესპანი სკოლაში“ ფარგლებში, ფინედუს დესპანობა საქართველოს ბანკმა გაგვიწია. მოსწავლეებს წარუდგინეს შემეცნებითი და სახალისო პრეზენტაცია ფინანსური განათლების თემაზე.
I-IX კლასის მოსწავლეებთან ფინედუს დესპანმა ისაუბრა: 🔹 ფულის სწორად მართვაზე
🔹 სურვილებისა და საჭიროებების განსხვავებაზე
🔹 დაზოგვის მნიშვნელობაზე
🔹 საბანკო სერვისებზე
🔹 ფინანსურ უსაფრთხოებასა და ინტერნეტთაღლითობისგან დაცვის გზებზე. 💰💸✨
შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო გახადა გუნდურმა თამაშებმა და ინტერაქციულმა აქტივობებმა, სადაც მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკულადაც გამოიყენეს.
მადლობას ვუხდით ფინედუს და საქართველოს ბანკს საინტერესო, საჭირო და მოსწავლეებზე მორგებული აქტივობისთვის, რომელიც ბავშვებში ფინანსური განათლებისა და პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. 🌟
10/05/2026
,,დიდგორელი 2026" პირველი ტური🕐⌛️წარმატებები ბავშვებო💜
08/05/2026
მულახის საჯარო სკოლა გულითად მადლობას უხდის ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფს
იმ კეთილშობილური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი სკოლისა და მოსწავლეების მიმართ იჩენს.
კომპანიამ ქველმოქმედების ფარგლებში სკოლას საჩუქრად გადასცა 2 პერსონალური კომპიუტერი, წიგნები, ხოლო VIII კლასის ჩათვლით მოსწავლეს – სასაჩუქრე ნაკრები.
მაღალმთიანი ზონის სკოლებისთვის ასეთი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული ინიციატივა ბავშვებისთვის უკეთესი სასწავლო გარემოს შექმნასა და მათ მოტივაციაზე ზრუნვას ემსახურება.
მადლობას ვუხდით ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფს ყურადღებისთვის, თანადგომისა და იმ სითბოსთვის, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს აჩუქეს.