საქპატენტი • Sakpatenti

საქპატენტი • Sakpatenti

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from საქპატენტი • Sakpatenti, Government Organization, ანტიოქიის ქ. #5, Mtskheta.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი არეგულირებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლებების წარმოშობისა და განხორციელების სამართლებრივ მექანიზმებს და ხელს უწყობს ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის განვითარებასა და სრულყოფას.

ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებია:
• გამოგონება, სასარგებლო მოდელი
• სასაქონლო ნიშანი
• დიზაინი
• გეოგრაფიული აღნიშვნები და ადგილწარ

01/06/2026

"საქპატენტის" თავმჯდომარე სოსო გიორგაძე სტუმრად რადიო "იმედში" თემით საქპატენტის ბეჭდური გამოცემები და სწავლებისა და გადამზადების ცენტრის საქმიანობა
წამყვანი: დავით მაღლაფერიძე

#საქპატენტი #რადიოიმედი #სოსოგიორგაძე #ჟურნალიმემატიანე

Photos from საქპატენტი • Sakpatenti's post 27/05/2026

ზუგდიდში საქპატენტისა და საქართველოს ხელოვნების სასახლის თანამშრომლობის ფარგლებში გამოცემული ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა

ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში გაიმართა სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალ „მემატიანეს“ პირველი ნომრის პრეზენტაცია, რომელიც ეკატერინე ჭავჭავაძის 210 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ჟურნალი „მემატიანე“ დაიბეჭდა საქპატენტის პოლიგრაფიულ ბაზაზე, საქპატენტსა და საქართველოს ხელოვნების სასახლეს შორის 2025 წლის დეკემბერში გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. ჟურნალის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სასახლე-მუზეუმების გაერთიანების IV სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეები და ცენტრის თანამშრომლები. მათ წინაშე სიტყვით წარდგნენ სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დირექტორი გიორგი კალანდია და საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე. გამომსვლელებმა ისაუბრეს ეკატერინე ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მის განსაკუთრებულ როლზე ქართული კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში.

ეკატერინე ჭავჭავაძე იყო XIX საუკუნის საქართველოს არისტოკრატიის გამორჩეული წარმომადგენელი, ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილი, სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის მეუღლე და შემდგომში რეგენტი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმ პერიოდის პოლიტიკურ ცხოვრებაში. გამოცემა გამდიდრებულია უნიკალური ფოტოილუსტრაციებით, რომლებიც მკითხველს XIX საუკუნის ისტორიულ ეპოქაში მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევს. ღონისძიების სტუმრებს უმასპინძლა სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის მმართველმა დავით ოყუჯავამ ცენტრის თანამშრომლებთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ ციფრული მედიისა და ხელოვნური ინტელექტის საუკუნეში ბეჭდური გამოცემები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მისი პოპულარიზაციის ერთ-ერთი ეფექტიანი ფორმა. აქედან გამომდინარე, საქპატენტისთვის პრიორიტეტულია მსგავსი საგამომცემლო და საინფორმაციო პროექტების ხელშეწყობა, რამეთუ ეს არის პლატფორმა, რომელიც თავის თავში მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცოდნის გავრცელების შესაძლებლობას, კულტურული ფასეულობების მხარდაჭერასა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კულტურის, ისტორიისა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროებს შორის მჭიდრო კავშირის მნიშვნელობას.

სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის გამოცემის დამფუძნებლები არიან საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოება და სასახლე-მუზეუმთა გაერთიანება. გამოცემა მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით. ჟურნალი გამოიცემა კვარტალში ერთხელ.

26/05/2026

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

Photos from საქპატენტი • Sakpatenti's post 25/05/2026

საქპატენტის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი ჩინეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსმა ლევან კერესელიძემ მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ცინადოში გამართულ საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაში.

2026 წლის ინტელექტუალური საკუთრების სამუშაო შეხვედრა ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) ორგანიზებით გაიმართა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები გააერთიანა.
შეხვედრის მთავარი თემა იყო ჩინეთში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ადგილობრივი პრაქტიკის გაცნობა.

პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სესიებს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაეცნენ მასპინძელი ქვეყნის გამოცდილებას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის, გამოყენებისა და საჯარო სერვისების მიმართულებით.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა თემატური სესიები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა ინტელექტუალური საკუთრების საჯარო სერვისები, ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება და კომერციალიზაცია, ელექტრონულ კომერციაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ასევე ადგილობრივი გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა და პოპულარიზაცია.

გარდა ამისა, შედგა პროგრამით გათვალისწინებული „Country Report“ ფორმატის შეხვედრა, სადაც მონაწილეებმა ისაუბრეს საკუთარი ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მიმდინარე პროცესებსა და მიღწევებზე. დღის წესრიგი ასევე ითვალისწინებდა საველე ვიზიტებს, მათ შორის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) ადგილობრივი ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის სადემონსტრაციო ზონაში, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გასცნობოდნენ ინტელექტუალური საკუთრების მართვის პრაქტიკულ მაგალითებს.

სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყნების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ისეთი ქვეყნებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, როგორიცაა: ბრაზილია, ჩილე, ეგვიპტე, ურუგვაი, უნგრეთი, მექსიკა, მაროკო, მოლდოვა, სერბეთი და ტაჯიკეთი, ასევე აფრიკის რეგიონული ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაცია (ARIPO), აფრიკის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაცია (OAPI) და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამდივნო.

23/05/2026

საქპატენტმა საქართველოსა და სერბეთის მთავრობებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველ რაუნდში მიიღო მონაწილეობა

ქალაქ ბელგრადში „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმებაზე მოლაპარაკების პირველი რაუნდი გაიმართა.

ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ერთ-ერთი თავი სრულად ეთმობა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში თანამშრომლობას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უფლებების დაცვის ეფექტიანი მექანიზმების განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას.

მოლაპარაკებების რაუნდში საქპატენტის მხრიდან მონაწილეობა მიიღო იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ანუკი ობოლაძემ, რომელიც ასევე შეხვდა სერბეთის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის წარმომადგენლებს. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ თანამშრომლობაზე ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით. განიხილეს ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები და მოლაპარაკების რაუნდში გათვალისწინებული ის ძირითადი ასპექტები, რომლებიც მიმართულია ინტელექტუალური საკუთრების სისტემის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე.

მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ერთობლივ განცხადებას გასული წლის დეკემბერში, ბელგრადში გამართული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა იაგოდა ლაზარევიჩმა.

შეთანხმება მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდასა და საბაჟო-საიმპორტო გადასახადებისგან თავისუფალი რეჟიმის დამკვიდრებას.

22/05/2026

👑ეკატერინე ჭავჭავაძის ცხოვრება, მისი 210 წლის იუბილე და დაკარგული სამეფო დიადემები

📜ჟურნალ „მემატიანეს“ პრეზენტაცია „იმედის დღის“ ეთერში

🎙️სტუმარი: საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე

#საქპატენტი #სოსოგიორგაძე #გიორგიკალანდია #ეკატერინეჭავჭავაძე #ხელოვნებისსასახლე #მემატიანე

Photos from საქპატენტი • Sakpatenti's post 13/05/2026

საქპატენტის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა მონაწილეობა მიიღო ჟენევაში, WIPO-ს განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების კომიტეტის (CDIP) რიგით 36-ე სესიაში

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ინიციატივით, ჟენევაში, WIPO-ს სათავო ოფისში, განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების კომიტეტის (CDIP) რიგით 36-ე სესია გაიმართა. სესიაში მონაწილეობდნენ დამკვირვებელი ორგანიზაციისა და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები, მათ შორის სესიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქპატენტის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა სალომე ციმაკურიძემ.

სესიაზე განიხილეს განვითარების დღის წესრიგის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგისა და შეფასების საკითხები, მათ შორის, WIPO-ს გენერალური დირექტორის ანგარიში, იმსჯელეს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში ორგანიზაციის წვლილის შესახებ, ასევე დასრულებული პროექტების შედეგებზე.

სესიის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალ ინიციატივებს, რომლებიც უკავშირდება ხელოვნური ინტელექტის გავლენას შემოქმედებით ინდუსტრიებსა და მხატვრული ნამუშევრების დაცვას ციფრულ ეპოქაში. ასევე, განიხილეს ინტელექტუალური საკუთრების როლი როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის, ისე შემოქმედებითი ეკონომიკისა და ინოვაციური ეკოსისტემების ხელშეწყობისა და გაძლიერების პროცესში.

დისკუსიების ფარგლებში, აღინიშნა ქალების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში. აგრეთვე, იმსჯელეს ინკლუზიური ღონისძიებების განხორციელებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ქალთა როლის გაძლიერებასა და ზოგადად, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

საქპატენტი აქტიურად მონაწილეობს კომიტეტის (CDIP) ფარგლებში ინიციირებული პროექტების განხორციელებაში. სესიაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა უწყების მზადყოფნა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს როგორც მიმდინარე, ისე სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებსა და ინიციატივებში.

სესიის დასრულების შემდეგ მიიღეს სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნითი გადაწყვეტილებები, რომლებიც შემდგომ განსახილველად წარედგინება WIPO-ს გენერალურ ასამბლეას.

აღსანიშნავია, რომ განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების კომიტეტი 2007 წელს WIPO-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით შეიქმნა და წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტიტუციურ პლატფორმას, რომელიც საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და განვითარების პოლიტიკის კოორდინაციას.

Photos from საქპატენტი • Sakpatenti's post 08/05/2026

საქპატენტის ტერიტორიაზე ქართული ღვინის ეროვნული დღის აღსანიშნავად „ჩინური ხალიანის“ ვაზის ჯიშის ნერგები დარგეს

საქპატენტის თავმჯდომარემ, თანამშრომლებთან ერთად, მცხეთის სათავო ოფისის ეზოში გაშენებულ ვენახში, „ჩინური ხალიანის“ ვაზის ჯიშის ნერგები დარგო. ამ პატარა ტერიტორიაზე უკვე ხარობს 33 ქართული ჯიშის ყურძენი და საქპატენტში ვენახის მოვლა, დამუშავება, მოყვანა წლებია ტრადიციად იქცა. აღსანიშნავია, რომ საქპატენტის დღევანდელი აქტივობა ეხმიანება 8 მაისის დღესასწაულს. ეს დღე მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა.
საქართველო მსოფლიოში ღვინის სამშობლოდაა აღიარებული, რომელსაც 8000-წლიანი უწყვეტი ისტორია აქვს და ეროვნული იდენტობისა თუ კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს ღირებულებად ითვლება.

ქართული უნიკალური ღვინოები რეგისტრირებულია საქპატენტში, როგორც ადგილწარმოშობის დასახელებები. ეს სტატუსი გამოიყენება ისეთი პროდუქტის მოსანიშნად, რომელიც იწარმოება კონკრეტულ არეალში და ამ ადგილთან განსაკუთრებული მახასიათებლების, მაღალი ხარისხისა და უნიკალურობის გამო ასოცირდება. საქართველოში რეგისტრირებულია 33 ადგილწარმოშობის დასახელების უნიკალური ღვინო.

World Intellectual Property Organization – WIPO 05/05/2026

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფებების დაცვის შესახებ ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. საქპატენტმა ამ მიმართულებით ძირეული რეფორმა 2023 წელს განახორციელა.

World Intellectual Property Organization – WIPO 2 likes. "From Artist to Advocate: How Dato Evgenidze Is Championing Musicians’ Rights in Georgia"

Photos from საქპატენტი • Sakpatenti's post 01/05/2026

საქპატენტმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

საქპატენტის სათავო ოფისს ენერგეტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის „საინჟინრო მენეჯმენტის“ სტუდენტები სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ეწვივნენ. საქპატენტში სტუდენტები გაეცნენ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების, დიზაინის, გამოგონებებისა და, ასევე მცენარეთა ახალი ჯიშების მიმართულებით მიმდინარე საქმიანობას.

ვიზიტის მიზანია სტუდენტებისთვის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ჩარჩოსა და სამუშაო პროცესების საქმიან გარემოში გაცნობა. მსგავსი პრაქტიკა ხელს უწყობს როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ისე ინტელექტუალური საკუთრების სისტემის ფუნქციონირების შესახებ კომპლექსური ხედვის ჩამოყალიბებას. ამასთან, სტუდენტებმა მოისმინეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ტექნოლოგიური ინოვაციების კომერციალიზაციას.

აღნიშნული აქტივობა განხორციელდა საქპატენტსა და სტუ-ს შორის 2021 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც მხარეები მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით ახორციელებენ ერთობლივ საგანმანათლებლო და პრაქტიკულ ინიციატივებს.

საქპატენტისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდებში ინტელექტუალური საკუთრების სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათი ჩართულობის ხელშეწყობა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში, სტაჟირებებსა და პრაქტიკულ აქტივობებში.

Want your business to be the top-listed Government Service in Mtskheta?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


ანტიოქიის ქ. #5
Mtskheta
3300

Opening Hours

Monday 09:30 - 18:30
Tuesday 09:30 - 18:30
Wednesday 09:30 - 18:30
Thursday 09:30 - 18:30
Friday 09:30 - 18:30