მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო Council of Mtskheta Municipality

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო Council of Mtskheta Municipality

Share

გვერდი განკუთვნილია მოსახლეობისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად და მსჯელობისთვის

Photos from მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო Council of Mtskheta Municipality's post 27/05/2026

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ელოშვილის, ხელმძღვანელობით საკრებულოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე ცვლილება შევიდა მცხეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში.

ასევე, საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფის მიზნით, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს, სოციალური პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტი ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

ამასთან, სამედიცინო მომსახურეობის თანხა დაუფინანსდებათ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებს.

25/05/2026
Photos from მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო Council of Mtskheta Municipality's post 22/05/2026

გილოცავთ შიო მღვიმელობას !

15/05/2026

17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ მცხეთაში საზეიმო მსვლელობა გაიმართება.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მოსახლეობა, თვითმმართველობასთან და სასულიერო პირებთან ერთად, ბებრისციხის მიმდებარე ტერიტორიაზე 11:00 საათზე შეიკრიბება, რის შემდეგაც საზეიმო მსვლელობით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრამდე გაემართება.

მსვლელობის დასრულების შემდეგ სვეტიცხოველში სავედრებელი პარაკლისი აღევლინება.

12/05/2026

დღეს, საქართველოს 142-ე პატრიარქი, შიო III აღსაყდრდა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში

11/05/2026

საქართველოს 142-ე პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი,მცხეთა -თბილისის მთავარეპისკოპოსი,ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო-III .

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს ,სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება .

Photos from მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო Council of Mtskheta Municipality's post 30/04/2026

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ელოშვილის, ხელმძღვანელობით საკრებულოს სხდომა გაიმართა.

სხდომის ფარგლებში ცვლილება შევიდა მცხეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში. ასევე გადაწყდა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის სამედიცინო მომსახურეობის თანხის დაფინანსების საკითხი.

ამასთან, სოფელ ნაფეტვრებში არსებულ სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს - N1 ქუჩას მიენიჭა იბერიის ქუჩის სახელწოდება, სოფელ მისაქციელში არსებულ სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს, მე-18 ქუჩას, საზოგადო მოღვაწის - ანზორ ერქომაიშვილის, ხოლო სოფელ წიწამურში მდებარე სახელწოდების არმქონე მე-8 ქუჩას ოლღა გურამიშვილის სახელი მიენიჭა.

ასევე, სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა საკრებულოს წარუდგინა მცხეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში.

Photos from მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო Council of Mtskheta Municipality's post 15/04/2026

დღეს , მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ელოშვილის ხელმძღვანელობით საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა .
🔹სხდომის ფარგლებში, საკრებულომ დაამტკიცა სოფელ მამკოდაში არსებულ ტერიტორიაზე განაშენიანების დეტალური გეგმა.
🔹ასევე, სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, განხორციელდა სოფელ წეროვანში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდება .
🔹ამასთანავე, სამედიცინო მომსახურეობის თანხა დაუფინანსდებათ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებს .

Want your business to be the top-listed Government Service in Mzcheta?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


მცხეთა, ანტიოქიის ქ. #7 Mtskheta, Str. Antioqia #7 Mzcheta
Mzcheta
3300

Opening Hours

Monday 09:30 - 18:00
Tuesday 09:30 - 18:00
Wednesday 09:30 - 18:00
Thursday 09:30 - 18:00
Friday 09:30 - 18:00