მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია/Mtskheta Municipality City Hall

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია/Mtskheta Municipality City Hall

Share

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური გვერდი

გვერდი განკუთვნილია მოსახლეობისათვის ახალი ინფორმაციის მიწოდებისა და მსჯელობებისათვის ყველა აქტუალურ თემაზე

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების საკონტაქტო ინფორმაცია

http://mtskheta.gov.ge/ka/structure/services-of-the-mayor

Photos from მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია/Mtskheta Municipality City Hall's post 05/06/2026

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - გიორგი მძევაშვილი და გოგა თალაშვილი, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში, მცხეთის ,,ჯეო ჰოსპიტალში” განთავსებულ სარეაბილიტაციო ცენტრ ,,სამიმედს" ესტუმრნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცეს, ტკბილეულის სასაჩუქრე ნაკრები გადასცეს და ცენტრი დაათვალიერეს.

ღონისძიებას, მერის მოადგილეებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჭიჭინაძე და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Photos from მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია/Mtskheta Municipality City Hall's post 05/06/2026

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქეთა მიღება გამართა.

შეხვედრის ფარგლებში გოგი აბუაშვილმა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები მოისმინა და კომპეტენციის ფარგლებში მათ დახმარება აღუთქვა.

შეხვედრები მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლას, საზოგადოების წინაშე არსებული საჭიროებების გამოვლენასა და პროცესის ეფექტურად მართვას.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება იმართება ყოველ ხუთშაბათს, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.

Photos from მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია/Mtskheta Municipality City Hall's post 04/06/2026

ბათუმში მიმდინარე საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მცხეთის მუნიციპალიტეტიდან 32 სპორტსმენი ასპარეზობს.

გახსნის საზეიმო ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი თამაზ გრძელიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების წარმომადგენლები: თინათინ ხუნდაძე და ნინო მანიაშვილი დაესწრნენ.

ახალგაზრდულ ოლიმპიადაში მცხეთა-მთიანეთის მხარის 75 სპორტსმენი 12 სახეობაში ასპარეზობს.

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით პირველად იმართება, ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტია.

ფესტივალი სპორტის 17 სახეობაში ტარდება და მასში საქართველოს 12 რეგიონის 14-17 წლის ასაკის სპორტსმენები მონაწილეობენ.

Photos from მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია/Mtskheta Municipality City Hall's post 03/06/2026

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გივი გიუტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი კვახაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი თინათინ ხუნდაძე და ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი ნანა კაპანაძე ლიეტუვაში, მცხეთასთან დაძმობილებულ ქალაქ ტრაკაის ტრადიციულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები ლიეტუვას ტრაკაის მუნიციპალიტეტის მერის, ანდრიუს სატევიჩიუსის მიწვევით ესტუმრნენ.

ფესტივალი მიზნად ისახავდა თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, საუკეთესო პრაქტიკის გაცვლასა და სამომავლო ინიციატივებისა და ერთობლივი პროექტების განხილვას.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი პროგრამა, რომელიც მოიცავდა კონცერტებს, მხატვრულ წარმოდგენებსა და სხვადასხვა კულტურულ და საზოგადოებრივ აქტივობას.

ღონისძიებაზე, ადგილობრივებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეული სტუმრები და ქალაქის პარტნიორები მონაწილეობდნენ.

Photos from მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია/Mtskheta Municipality City Hall's post 03/06/2026

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - გიორგი მძევაშვილი და გოგა თალაშვილი, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში, მცხეთის დღის ცენტრს - "მომავლის რწმენას'' ესტუმრნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცეს, ტკბილეულის სასაჩუქრე ნაკრები გადასცეს და მათი ნამუშევრები დაათვალიერეს.
ასევე, ღონისძიების ფარგლებში ბავშვების მიერ შესრულდა მუსიკალური ნომრები.

ღონისძიებას, მერის მოადგილეებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო ჭიჭინაძე და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Photos from მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია/Mtskheta Municipality City Hall's post 01/06/2026

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოგი აბუაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, თეიმურაზ ბექაურთან და მერის მოადგილეებთან - გიორგი მძევაშვილთან და გოგა თალაშვილთან ერთად, ა(ა)იპ „უმაღლესი დაოსტატების მცხეთის ჭიდაობის სკოლის“ სპორტსმენებს, ბათუმში საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გამგზავრების წინ, სპორტული ფორმები გადასცა და წარმატებები უსურვა.

უმაღლესი დაოსტატების მცხეთის ჭიდაობის სკოლის აღსაზრდელები ჭიდაობის ხუთ სახეობაში იასპარეზებენ: ძიუდოში, თავისუფალ, ბერძნულ-რომაულ, ქვიშისა და ქართულ ჭიდაობაში.

2-6 ივნისს ბათუმში დაგეგმილ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან სპორტსმენები 12 სახეობაში მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება. ფესტივალში 14-დან 17 წლამდე დაახლოებით 1200 პირი მიიღებს მონაწილეობას.

ოლიმპიურ ფესტივალზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები სპორტის ცალკეულ სახეობებში, მთავარი პრიზი კი გადაეცემა რეგიონს, რომელიც საუკეთესო შედეგს აჩვენებს ქულათა ჯამური მაჩვენებლით.

Photos from მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია/Mtskheta Municipality City Hall's post 01/06/2026

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, გოგი აბუაშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, თეიმურაზ ბექაურთან და მერის მოადგილეებთან - გიორგი მძევაშვილთან და გოგა თალაშვილთან ერთად, საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრ "იალონს" ეწვია, ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა და ბენეფიციარებს ტკბილეულის სასაჩუქრე ნაკრები გადასცა.

ასევე, თარიღთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლები მცხეთის ცენტრალურ სკვერში საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.

,,მიხარია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა. ისეთი ლამაზები და კარგები ხართ, რომ ჩვენც გვაბედნიერებთ. გილოცავთ, ბავშვებო, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, ბედნიერ ბავშვობასა და მშვიდობიან სამყაროს გისურვებთ,”- განაცხადა გოგი აბუაშვილმა.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მცხეთის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული მუნიციპალიტეტში 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. სხვადასხვა თემატური აქტივობა მცხეთაში, მუხრანში, ნატახტარში, ქსანსა და საგურამოში გაიმართება.

Photos from მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია/Mtskheta Municipality City Hall's post 01/06/2026

მცხეთის მუნიციპალიტეტში, ლისი-მუხათწყარო-მსხალდიდის სააავტომობილო გზაზე, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების გამო, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

ამ ეტაპისათვის მძღოლებს მოძრაობის გაგრძელება შეუძლიათ, მეღვინეების უბნის გავლით, მხალდიდის, ნახშირგორისა და ნაფეტვრების მიმართულებით.

ლისი-მუხათწყარო-მსხალდიდის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა პრობლემის აღმოფხვრისთანავე აღდგება.

29/05/2026

მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით, დაგეგმილია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ჩატარება.

ღონისძიების პროგრამა:

1 ივნისი

12:00 - 17:00 - მცხეთის ცენტრალურ სკვერში გაიმართება საბავშვო გასართობი აქტივობები: მცხეთის კულტურის სახლის მოსწავლეთა კონცერტი, მცხეთის თოჯინების თეატრი, შოუ-პროგრამა, საპნის ბუშტები, ქიმიური შოუ, მცხეთის დრამატული თეატრის კოსტუმირებული შოუ, სახეზე მოხატვა, ზღაპრის გმირები, ანიმატორები;

12:00 - მცხეთის მაყვალა მრევლიშვილის სახელობის
საბავშვო ბიბლიოთეკა სტუმრად საბავშვო ბაგა-ბაღში;

13:30 - ნატახტრის კულტურის სახლში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება;

2 ივნისი

14:00 - ნატახტრის კულტურის სახლში გაიმართება ბავშვთა თეატრალური დასის სპექტაკლი „კომბლე“;

16:30 - მუხრანის კულტურის სახლში გაიმართება ბავშვთა თეატრალური დასის სპექტაკლი „კომბლე“.

3 ივნისი

15:00 - საგურამოს დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლის კონცერტი;

4 ივნისი

17:00 - ქსნის კულტურის სახლში გაიმართება მცხეთის დრამატული თეატრის სპექტაკლი;

5 ივნისი

16:00 - კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრში გაიმართება მულტიფუნქციური ცენტრის შემოქმედებითი ანსამბლების, ჯგუფების, სოლო შემსრულებლების კონცერტი.

დასწრება თავისუფალია!

Photos from მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია/Mtskheta Municipality City Hall's post 28/05/2026

მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციურ ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ კონცერტში მიიღეს მონაწილეობა.

შემოქმედებით საღამოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, მხარის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, მცხეთის მერის მოადგილე გიორგი მძევაშვილი, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ რეგიონულ კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები.

შემოქმედებითი საღამო სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, მცხეთა-მთიანეთის დელეგატისა და მუნიციპალიტეტების მერების ინიციატივით, პირველად 2025 წლის 27 მაისს ჩატარდა და ტრადიციული სახე მიიღო. ღონისძიებას გასულ წელს ქალაქმა მცხეთამ, ხოლო მიმდინარე წელს ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლმა უმასპინძლა.

Want your business to be the top-listed Government Service in Mzcheta?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


მცხეთა, ანტიოქიის ქ. N 7 Mtskheta, Str. Antioqia N 7
Mzcheta
3300

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00