23/04/2026
მიმდინარე წლის 23 აპრილს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა მაისურაძე.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ.
2.,,ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 19 მარტის №8 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3.,,ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 19 მარტის №9 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია 2026 წლის I კვარტლის სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესახებ.
5.ონის მუნიციპალიტეტის ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოში“ განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია.
20/04/2026
მიმდინარე წლის 20 აპრილს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა.
სხდომას უძღვებოდა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი.
სხდომაზე კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია:
1. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია, ონის მუნიციპალიტეტის ააიპ ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მიერ 2025 წელს გაწეული მუშაობის და 2026 წლის სამომავლო გეგმების შესახებ.
17/03/2026
ყველა ჩვენგანისთვის მძიმე დღეა…
ერთი ეპოქა დასრულდა, რომელიც შექმნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II, რომლის სულიერი ძალა და სიბრძნე მრავალი წლის განმავლობაში იყო ნუგეში და იმედი უამრავი ადამიანისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის.
ვუსამძიმრებ ჩვენს ხალხს და ეკლესიას,
სრულიად ქრისტიანულ სამყაროს.
11/03/2026
მიმდინარე წლის 11 მარტს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი .
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ,,ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 დეკემბრის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
26/02/2026
მიმდინარე წლის 26 თებერვალს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი .
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ერთი ერთეული ამწე კალათის შპს „ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობაში (უსასყიდლოდ), თხოვების ფორმით გადაცემის საკითხის შეთანხმების თაობაზე.
2. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ"
3. „ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამით სარგებლობისათვის ტრანსპორტით გადაადგილების ხელშეწყობის სოციალური პროგრამა“.
4. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია, ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა, სპორტის, ბავშვთა უფლებების დაცვის სამსახურის მიერ 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
5. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
6. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ირმა ჩიხრაძის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შესახებ.