02/06/2026
📍რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ, ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქალაქ ონის მიმართულებით არსებულ გზაზე მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანებული მონაკვეთი დაათვალიერა და ალტერნატიული გზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.
ამ ეტაპზე, გეოლოგებისა და საპროექტო ჯგუფების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს მეწყრული პროცესების კვლევა და სტაბილიზაციის ეფექტური ღონისძიებების შემუშავება.
მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და არსებული რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მდინარე ხეორზე დროებითი ხიდისა და შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის განხორციელება დაგეგმილია მაქსიმალურად ეფექტურ და გონივრულ ვადებში, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება ქუთაისი–ალპანა–მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 111-ე კილომეტრზე სამუშაოების სრული მასშტაბით შესრულება.
02/06/2026
1 ივნისს წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით ქალაქ ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში ღონისძიება "მოდიოდა ნინო მთებით მოდიოდა" გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რაჭა- ლეჩხუმ სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში და სასულიერო პირები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ:
მოწვეული სტუმრები: ქუთაის-გაენათის ეპარქიასთან არსებული ტრადიციულ საგალობელთა სტუდიასთან "სიხარული" არსებული წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობის ტაძრის მგალობელთა გუნდი "სიხარული"
ხელმძღვანელი: გელათის სასულიერო აკადემია სემინარიის გალობის პედაგოგი, ლოტბარი შიო მუშკუდიანი.
ონის გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის საკათედრო ტაძრის ბავშვთა გუნდი
ხელმძღვანელი: მორჩილი მარიამ ხუფენია.
ქორეოგრაფიული ანსამბლი "ორბა"
ხელმძღვანელი: გიორგი რეხვიაშვილი.
სცენარისტი: შორენა ლობჯანიძე
01/06/2026
ონის მუნიციპალიტეტის უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლაში ბავშვთა საერთაშოროსო დღესთან დაკავშირებით გამოფენა - გაყიდვა გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ სხვადასხვა მასალით შესრულებული ნამუშევრები.
ღონისძიებას ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე - ლევან შერაზადიშვილი, მოადგილე ირმა ჩიხრაძე და რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატის - გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში - ელენე მაისურაძე დაესწრნენ.
ხელმძღვანელმა პირებმა გამოფენის მონაწილეებს ბავშვთა საერთაშორისო დღე და ნინოობა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს შემოქმედებით საქმიანობაში.
01/06/2026
დღეს, 1 ივნისს, დიდ ქართველ პედაგოგს , მწერალს, საზოგადო მოღვაწეს, რაჭის კოლორიტს სიმონ სხირტლაძეს დაბადებიდან 114 წელი შეუსრულდებოდა.
სიმონ სხირტლაძე ქართველი ხალხის საუკეთესო ტრადიციების ერთგულებით ზრდიდა ახალგაზრდობას. ეროვნული ხასიათის ყველა მადლი მის პიროვნებაში იყო თავმოყრილი.
აღსანიშნავია, რომ სიყვარულის და პატივისცემის ნიშნად თბილისში არის სიმონ სხირტლაძის ქუჩა; ონის საჯარო სკოლა დიდი სიამაყით ატარებს სიმონ სხირტლაძის სახელს და სიმბოლურია, რომ მისი ძეგლი, მისსავე მშობლიურ სოფელში - მრავალძალში, წმინდა გიორგის ტაძრის ეზოშია.
01/06/2026
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მუნიციპალურ კონცერტს დაესწრო.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ააიპ გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლის, ლიდა გონგაძის სახელობის მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის
და ზურა ბაკურაძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები.
ონის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ყველა პატარას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. უსურვებს მშვიდობიან, ძლიერ და ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრებას!
31/05/2026
1 ივნისს წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით ქალაქ ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში ღონისძიება "მოდიოდა ნინო მთებით მოდიოდა" გაიმართება.
სცენარისტი: შორენა ლობჯანიძე
მონაწილეობენ:
მოწვეული სტუმრები: ქუთაის-გაენათის ეპარქიასთან არსებული ტრადიციულ საგალობელთა სტუდიასთან "სიხარული" არსებული წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობის ტაძრის მგალობელთა გუნდი "სიხარული"
ხელმძღვანელი: გელათის სასულიერო აკადემია სემინარიის გალობის პედაგოგი, ლოტბარი შიო მუშკუდიანი.
ონის გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის საკათედრო ტაძრის ბავშვთა გუნდი
ხელმძღვანელი: მორჩილი მარიამ ხუფენია.
ქორეოგრაფიული ანსამბლი "ორბა"
ხელმძღვანელი: გიორგი რეხვიაშვილი.
დასაწყისი: 18:30 საათი
დასწრება თავისუფალია