გურია • ძლიერი საქართველო

გურია • ძლიერი საქართველო

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from გურია • ძლიერი საქართველო, Political organisation, ილია ჭავჭავაძის ქუჩა N8 ბ; N2, Ozurgeti.

26/05/2026
25/05/2026

"რა თქმა უნდა, კითხვაზე, თუ რა მტკიცებულებებია ჩემი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ, პროკურატურას პასუხი არ აქვს იმიტომ, რომ ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს, ვერ იქნება - უსაფუძვლო ბრალდებაა და მტკიცებულებებიც არ არსებობს. რა თქმა უნდა, ყველა ამბობს, რომ უსაფუძვლო ბრალდებაა, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, ხელშესახები ისიც კი არ არსებობს, რომ ამ ბრალდების საფუძველი მოიძებნოს. სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო დღევანდელმა მოქმედმა ხელისუფლებამ, რომ ეს პროცესი, რომელიც ძალიან აზიანებს ჩვენს ქვეყანას, აწარმოოს. ვფიქრობ, ეს არის უზარმაზარი ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, არ შეიძლება ასეთი ფაბრიკაციის საფუძველზე პროცესის წარმოება მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური ლიდერები იყვნენ ზეწოლის ქვეშ. ეს არ ქმნის არანაირ ზეწოლას, ეს აზიანებს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს და ძირს უთხრის ჩვენს ქვეყანას. უფრო მეტსაც გეტყვით, თუ რაიმე არის ქვეყნის საბოტაჟი, არის ასეთი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ახლა პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ.

ცხადია, ასეთი პროცესის დახურვა აწყობს იმ მხარეს, რომელმაც ეს პროცესი დააორგანიზა იმიტომ, რომ მართლაც გამორჩეული პროცესია თავისი აბსურდულობით" — ბადრი ჯაფარიძე

22/05/2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ძლიერ საქართველო-ლელოს” მაია რამიშვილი წარმოადგენს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ “ძლიერი საქართველო - ლელოს” გამოკლებული წევრის ნაცვლად მაია რამიშვილის უფლებამოსულობა სცნო.
მაია რამიშვილი დაბადებულია 1966 წელს, მუშაობდა თბილისის მე-18 საჯარო სკოლაში პედაგოგად, შემდეგ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლად ჯვარცხმის ადმინისტრაციულ ერთეულში. "ქართული ოცნების" არასწორი პოლიტიკის გამო მან ეს თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
მაია რამიშვილი 8 შვილის დედაა.

22/05/2026

რასაც ახლა რეგიონებში ვუყურებ არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ გამოცხადებული გენოციდის მცდელობა!

Photos from ირაკლი კუპრაძე / Irakli Kupradze's post 22/05/2026
20/05/2026

"ოცნება" ტყუის და სიმართლეს მალავს დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების შესახებ.

გვსურს წარმოგიდგინოთ დოკუმენტი, რომელიც დათარიღებულია 2024 წლის 19 ნოემბრით, სადაც მკაფიოდ წერია, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც პრეპარატი Exondys 51 აღიარებულია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ. აღნიშნული პრეპარატი ოფიციალურად არის რეგისტრირებული და აღიარებული საქართველოში.

"ოცნება" ტყუის, როდესაც აცხადებს, რომ ამ დაავადების სამკურნალო რეგისტრირებული და აღიარებული მედიკამენტი არ არსებობს, არც საქართველოში და არც მსოფლიოში.

ეს არის ამორალური სიცრუე, რომელსაც "ქართული ოცნება" ეუბნება ამ ბავშვებს და მათ ოჯახებს.

ჩვენ მოვითხოვთ, შემოიტანოთ აღნიშნული მედიკამენტი, რომელიც უკვე გამოიყენება ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, და რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს სხვადასხვა ქვეყანაში. მით უფრო, რომ ეს პრეპარატი თქვენი მხრიდან აღიარებულია ჯერ კიდევ ორი წლის წინ.

"ძლიერი საქართველო - ლელო" მოითხოვს ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას.

ეს არის არჩევანი - ბიუროკრატიისა და გულგრილობის გაგრძელებასა და ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას შორის. ამ არჩევანში შეცდომის ფასი ძალიან მაღალია.
სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს დრო ტყუილისთვის - ახლა საჭიროა ქმედება" — ვატო სურგულაძე

Want your business to be the top-listed Government Service in Ozurgeti?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


ილია ჭავჭავაძის ქუჩა N8 ბ; N2
Ozurgeti

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00