გურიანთის ბიბლიოთეკა / Gurianta Library

გურიანთის ბიბლიოთეკა / Gurianta Library

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from გურიანთის ბიბლიოთეკა / Gurianta Library, Library, გურიანთა, Ozurgeti.

17/10/2021

დღეს, ქართული კულტურის მოამაგის, ცნობილი მეცნიერისა და ისტორიკოსის გურამ შარაძის დაბადების დღეა

გურამ შარაძემ 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, რის შემდეგაც ამავე უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა, ხოლო 1968-2007 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, სადაც გაიარა გზა მეცნიერი თანამშრომლისა და სწავლული მდივნის თანამდებობებიდან ლიტერატურულ ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციამდე.
1992-1993 წლებში, გურამ შარაძე იყო ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ხოლო 1994 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მის მიერვე დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი. გურამ შარაძე იყო მეოთხე და მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი.
1996-1997 წლებში, მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა პარიზიდან და ჰარვარდიდან ეროვნული არქივის სამშობლოში დაბრუნება.

1966 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1975 წელს სადოქტორო დისერტაცია, რომელიც მიეძღვნა თეიმურაზ ბაგრატიონის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. 1981 წელს მივლინებული იყო ოქსფორდში უორდროპების კოლექციის შესასწავლად.

1987-1990 წლებში გურამ შარაძემ დაწერა ორტომეული ნაშრომი ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, რისთვისაც მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. ასევე, გამოცემული აქვს რამდენიმე ათეული წიგნი და გამოკვლევა. 1987 წლიდან იყო საქართველო-უნგრეთის მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საზოგადოების პრეზიდენტი. უნგრეთის ინტერესების დაცვისათვის მთელ მსოფლიოში მიღებული აქვს უნგრეთის რესპუბლიკის ოქროს მედალი. ამასთან, გურამ შარაძე იყო ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, 1989 წლიდან კი
- ივანე მაჩაბლის საზოგადოების დამფუძნებელი და თავმჯდომარე. გურამ შარაძე იყო სახელმწიფო პრემიის, მემედ აბაშიძის, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის ორდენით.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ბატონი გურამის ხსოვნასა და მის მიერ ქართული კულტურის დაცვაში შეტანილ დიდ წვლილს.

მაია ზოიძე გურიანთა – სოფ.ოზურგეთი – მელექედურის საარჩევნო ოლქში მონაწილეობას გიორგი გახარი 16/08/2021

მაია ზოიძე გურიანთა – სოფ.ოზურგეთი – მელექედურის საარჩევნო ოლქში მონაწილეობას გიორგი გახარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დამოუკიდებელი დეპუტატი გურიანთია მაჟორიტარული ოლქიდამ, მაია ზოიძე, 2 ოქტომბრის ადგი....

25/07/2021
რას ნიშნავს ბულგარული ''ჩიტალიშტე'' და რა კავშირი აქვს მას ქართულ ბიბლიოთეკებთან - სტუდენტურ-ახ 22/07/2021

სასიამონო სიახლე👍❤

რას ნიშნავს ბულგარული ''ჩიტალიშტე'' და რა კავშირი აქვს მას ქართულ ბიბლიოთეკებთან - სტუდენტურ-ახ დეტალები By Super User მშობელი კატეგორია: საინფორმაციო ივლ.21 გადასვლები: 2 რას ნიშნავს ბულგარული ''ჩიტალიშტე'' და რა კავშირ.....

21/07/2021

❤️

მეგობრებო!

📌 ამჯერად, მინდა, გაგიზიაროთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც განხორციელდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომითა და ოზურგეთის ცენტრალური ბიბლიოთეკის აქტიური მხარდაჭერით.

📌 სოფლის ადმინისტრაციულ ცენტრში ფუნქციონირებს #ბიბლიოთეკა. მინდა, აღვნიშნო ის ფაქტი, რომ სკოლის მოსწავლეები აქტიურად სარგებლობენ ბიბლიოთეკით და ასევე, ყველა დაინტერესებული პირისთვის არის ხელმისაწვდომი.

#მადლობა ყველა იმ პირსა და ორგანიზაციას, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ აღნიშნული პროექტის განხორციელებაში!

#მადლობანდობისთვის #ერთადჩვენისოფლისთვის
#მაიაზოიძე

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City hall

27/06/2021

საზაფხულო გამოწვევა ბავშვებისთვის!📚❤

აშშ-ის საელჩო აცხადებს საზაფხულო გამოწვევას კითხვაში
📚📚📚
ამერიკელები მიიჩნევენ, რომ ზაფხულის არდადეგებზე სამყაროს შესწავლის საუკეთესო საშუალება არის კითხვა. წელს ამერიკის საელჩო იწვევს ქართველ ბავშვებს, მონაწილეობა მიიღონ საელჩოს საზაფხულო კითხვის გამოწვევაში.
„წიგნებს შეუძლიათ თქვენი წაყვანა მსოფლიოს ყველა კუთხეში და სამყაროს მიღმაც. კითხვა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამოვნება ცხოვრებაში და ადრეული ასაკიდან დაწყება კითხვის ჩვევად ქცევაში გვეხმარება”- ამბობს ელჩი დეგნანი. „საზაფხულო გამოწვევა კითხვაში არის ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკული ტრადიცია. მილიონობით ამერიკელი ბავშვი ამ ზაფხულსაც კითხვაში გაატარებს. Ჩვენ ვიწვევთ ქართველ ბავშვებს, იკითხონ ჩვენთან ერთად”.

📖 Პროგრამა მარტივია: აირჩიეთ წიგნი ქართულ ან ინგლისურ ენაზე, წაიკითხეთ, შეავსეთ ამერიკული სივრციდან მიღებული წიგნის ფორმა და დაუბრუნეთ მათ 10 სექტემბრამდე. ბავშვებს შეუძლიათ, რომ წიგნები გამოიტანონ ამერიკული სივრციდან, საჯარო, სკოლის ან ოჯახის ბიბლიოთეკიდან, ითხოვონ მეგობრებისგან, ან ოჯახის წევრებისგან, შეიძინონ მაღაზიაში, ან ნახონ ნებისმიერ ხელმისაწვდომ ადგილას. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი წიგნი ინგლისურად ან ქართულად, მხატვრული ან არამხატვრული ლიტერატურა.

ნებისმიერი ბავშვი, რომელიც 100 გვერდს მაინც წაიკითხავს, მიიღებს ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის ხელმოწერილ ვერცხლის სერტიფიკატს. ბავშვები, რომლებიც 500 გვერდს მაინც წაიკითხავენ, მიიღებენ ოქროს სერტიფიკატს. ქულები ინგლისურად წაკითხული გვერდებისთვის გაორმაგდება.

Პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია, წიგნები ინგლისურ და ქართულ ენებზე და წიგნის წაკითხვის შემდეგ შესავსები ფორმები შეგიძლიათ, ნახოთ ამერიკულ სივრცეში თქვენთან ახლოს:

📘 თბილისის ამერიკული კუთხე - მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, რუსთაველის გამზირი #6
📗 მარნეულის ამერიკული კუთხე - ცენტრალური ბიბლიოთეკა, რუსთაველის ქუჩა #73
📕 რუსთავის ამერიკული კუთხე - ცენტრალური ბიბლიოთეკა, შარტავას ქუჩა #11
📙 თელავის ამერიკული კუთხე - ცენტრალური ბიბლიოთეკა, ერეკლე მეფის ქუჩა #1
📘 ყვარლის ამერიკული თარო - #1 საჯარო სკოლა, სააკაძის ჩიხი #5
📗 ამერიკის საელჩოს მოძრავი ბიბლიოთეკა (ბუქმობილი), წეროვანი, ფრეზეთი და გალავანი
📕 გორის ამერიკული თარო - ცენტრალური ბიბლიოთეკა, სტალინის ქუჩა #8
📙 ხაშურის ამერიკული კუთხე - ცენტრალური ბიბლიოთეკა, ძნელაძის ქუჩა #10
📘 ქუთაისის ამერიკული კუთხე - საბავშვო ბიბლიოთეკა, დუმბაძის ქუჩა #2
📗 ოზურგეთის ამერიკული თარო - ცენტრალური ბიბლიოთეკა, 26 მაისის ქუჩა #9
📕 ზუგდიდის ამერიკული კუთხე - ცენტრალური ბიბლიოთეკა, მერაბ კოსტავას ქუჩა #58
📙 ბათუმის ამერიკული კუთხე - ცენტრალური ბიბლიოთეკა, ვაჟა ფშაველას ქუჩა #21
📘 ხულოს ამერიკული თარო - ბიბლიოთეკის კულტურის ცენტრი, ჭავჭავაძის ქუჩა
📗 ახალციხის ამერიკული კუთხე - ცენტრალური ბიბლიოთეკა, თამარ მეფის ქუჩა #6 ა

ამ პროექტით ამერიკის საელჩო მხარს უჭერს 2021 წელს თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად გამოცხადებას, რაც წიგნებისა და კითხვის პოპულარიზაციის დიდი ზეიმია. მოვუწოდებთ ყველას, ვისაც უყვარს კითხვა, ბავშვებს, ახალგაზრდებსა და უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ჩაერთონ ამ კამპანიაში და გააზიარონ ზაფხულში საკითხავი წიგნები სოციალურ მედიაში ჰეშთეგებით: და .

U.S. Embassy Announces Summer Reading Challenge
📚📚📚
Americans believe that reading is one of the best ways to explore the world during the summer school holiday. This year U.S. Embassy Tbilisi invites every child in Georgia to join the Embassy’s Summer Reading Challenge.

“Books can take you anywhere in the world or even out of this world. Reading can be one of the greatest joys in life, but it helps to get into the habit from an early age,” says Ambassador Degnan. “Summer reading challenges are a great American tradition and millions of children in the United States will spend this summer reading. We invite Georgian children to read along with us!”

📖 The program is simple: find any book written in Georgian or English, read it, complete a book report form, and return that form to an American Space in Georgia by September 10. Children can find books in American Spaces, public libraries, school libraries, and book shops, or they borrow books from friends or family. They are encouraged to read any type of book that interests them, either fiction or nonfiction.
Every child who reads at least 100 pages will receive a silver-level certificate of achievement signed by Ambassador Kelly Degnan. Every child who reads at least 500 pages will receive a gold-level certificate. All pages read in English will count for double!
The American Spaces where children read the most this summer will receive special equipment awards to encourage English language learning during the next school year.
For more information, books in English and Georgian, and book report forms, visit an American Space near you:

📘 Akhaltsikhe American Corner in the Central Library on Tamar Mephe Street
📕 Batumi American Corner in the Central Library on Vazha Pshavela Street
📙 The U.S. Embassy Bookmobile in Tserovani, Prezeti and Galavani
📗 Gori American Shelf in the Central Library on Stalin Street
📘 Khashuri American Corner in the Central Library on Dzneladze Street
📕 Khulo American Shelf in the Cultural Center Library on Chavchavadze Street
📙 Kutaisi American Corner in Children’s Library Dumbadze Street
📗 Kvareli American Shelf in Public School #1 on Ilia Chavchavadze Street
📘 Marneuli American Corner in the Central Library on Rustaveli Street
📕 Ozurgeti American Shelf in the Central Library on 26 May Street
📙 Rustavi American Corner in the Central Library on Shartava Street
📗 Tbilisi American Corner in the National Youth Palace on Rustaveli Avenue
📘 Zugdidi American Corner in the Central Library on Merab Kostava Street

This project is one of the ways the U.S. Embassy will support Tbilisi’s designation as the World Book Capital for 2021, a celebration to promote books and reading. We encourage all those who love to read, including adults, to join this campaign by sharing their own summer reading on social media using and

Photos from გურიანთის ბიბლიოთეკა / Gurianta Library's post 10/06/2021

სამუშაო პროცესი📚📖👨‍💻

26/05/2021

გილოცავთ!🇬🇪 #ესდღეჩვენია

Want your business to be the top-listed Government Service in Ozurgeti?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


გურიანთა
Ozurgeti

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00