03/06/2026
🚲დღეს ველოსიპედის მსოფლიო დღეა და მინდა შეგახსენო, რომ ველოსიპედით მოძრაობა მხოლოდ ბუნებაზე ზრუნვას არ გულისხმობს - ის შენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც მოქმედებს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ველოსიპედით მგზავრობისას უფრო მეტი თავგადასავალი გელოდება.
🚴🏼♀️შემდეგ ჯერზე, ესტუმრე ჩემს პარკს ველოსიპედით და შესაძლოა შენი საყვარელი გარემო სულ სხვანაირად შეიგრძნო.
#შენიმეგობარიპარკი
01/06/2026
👶🏻 ძალიან მიხარია, როდესაც ჩემს გარემოს ყველაზე პატარა ადამიანები სტუმრობენ. მათთან ხომ ჩემს ბინადრებს ყველაზე მეტად უყვართ თამაში.
🐝 დღეს, ბავშვთა დაცვის დღეს, ჩემი მცენარეები უფრო კაშკაშა ფერებით ეგებებიან პატარებს, ჩიტუნიებიც უფრო ხმამაღლა ჭიკჭიკებენ, რადგან ბავშვების ცნობისმოყვარეობა და აღმოჩენების სურვილი მათთვის ყოველთვის განსაკუთრებულია.
👯🏼♀️ჩემს ყოველ ბინადარს სჯერა, რომ თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს სივრცე, სადაც შეუძლია თავისუფლად ითამაშოს, იოცნებოს, აღმოაჩინოს და შექმნას საკუთარი მოგონებები.
#შენიმეგობარიპარკი
28/05/2026
🐝 ბუნება ყოველთვის იყო ადამიანის მთავარი ინსპირაციის წყარო. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაგალითი კი ფუტკრის ფიჭაა.
🍯 ფიჭის ექვსკუთხა სტრუქტურა ფუტკრებს საშუალებას აძლევს ნაკლები რესურსით შექმნან გამძლე კონსტრუქცია, ეფექტურად გამოიყენონ სივრცე და შეინახონ მეტი თაფლი.
🏗️ საინტერესოა, რომ იგივე პრინციპებს დღეს ადამიანები არქიტექტურაში, დიზაინსა და ინჟინერიაში იყენებენ.
✨შემდეგ ჯერზე, როცა ფუტკრის ფიჭას დაინახავ, გახსოვდეს - შენ ბუნების ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ არქიტექტურულ ნამუშევარს უყურებ.
#შენიმეგობარიპარკი
19/05/2026
🌍 ყოველწლიურად მსოფლიოში 460 მილიონ ტონაზე მეტი პლასტმასა იყრება, რომელიც ბუნებაში ასობით წელი არ იშლება.
🍄 თუმცა ამის საპასუხოთ ბუნებამ შექმნა სხვადასხვა ჯიშის სოკო, რომლებსაც მეცნიერებმა პლასტმასის გარკვეული ტიპების დაშლის უნარი აღმოუჩინეს.
🧪 ეს სოკოები სპეციალური ფერმენტების დახმარებით პლასტმასის სტრუქტურას შლიან და მას უფრო მარტივ ნივთიერებებად გარდაქმნიან.
🍀 მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ პლასტმასით დაბინძურების სრულ გადაწყვეტას არ წარმოადგენს - შესაძოა მის საწინააღმდეგოდ ბრძოლაში ყველაზე მეტად დაგვეხმაროს.
15/05/2026
🦎 შეიძლება არ შეგიმჩნევია მაგრამ იცი სინამდვილეში თუ როგორ ცვლის ურბანული გარემო ბუნებას? დღეს მინდა მოგიყვე ქალაქში მაცხოვრებელ ხვლიკებზე, რომლებმაც ქალაქურ ცხოვრებასთან ადაპტაცია შეძლეს.
🏙️ ხვლიკები, რომლებიც ქალაქებში ცხოვრობენ, ბოლო 30 წლის განმავლობაში შეიცვალნენ - მათი კიდურები და ბრჭყალები უფრო გამძლე გახდა, რათა მარტივად გადაადგილდნენ ბეტონზე, კედლებსა და სველ ზედაპირებზე.
🍀 ეს ცვლილებები მათი თვითგადარჩენისთვის აუცილებელი აღმოჩნდა, რადგან ქალაქური გარემო ბუნებრივ საცხოვრებელ სივრცეს მნიშვნელოვნად განსხვავდება.
#შენიმეგობარიპარკი
05/05/2026
🌃 ქალაქის ხმაურს ადამიანები მარტივად ეჩვევიან, თუმცა დღეს პატარა ჩიტუნიებზე მინდა მოგიყვე, რომლებიც ამ გარემოსთან ადაპტირდნენ.
🐦⬛ დიდ ქალაქებში მცხოვრებმა ჩიტუნიებმა დროთა განმავლობაში უფრო ხმამაღლა ჭიკჭიკი დაიწყეს, რათა გადაფარონ ქალაქის ხმაური და ერთმანეთთან კომუნიკაცია შეძლონ.
🕊️ ეს ცვლილება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - კომუნიკაციის საშუალებით, ისინი პარტნიორის პოვნას, გამრავლებას და საფრთხის თავიდან აცილებას ახერხებენ.
🎶 გარდა ამისა, ჩიტების ჭიკჭიკი ჩვენც დადებითად გვმუხტავს.
#შენიმეგობარიპარკი
30/04/2026
🐘 სპილოს ეშვები უნიკალურობის გარდა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სპილოსთვის საკვების მოპოვებაში, წყლის მოძიებაში და გარემოსთან ადაპტაციაში.
🌍 თუმცა ბოლო საუკუნეში, სპილოზე მოხშირებული ნადირობა, სწორედ მისი ეშვის გამო დაიწყო, რამაც ისინი თითქმის გადაშენების პირამდეც კი მიიყვინა.
🪨 აფრიკაში მყოფმა სპილოებმა გადაწყვიტეს ეშვების გარეშე დაბადებულიყვნენ და ბოლო ათწლეულები სწორედ ასე ებრძვიან მონადირეებს.
#შენიმეგობარიპარკი
24/04/2026
🌅 სითბური ტალღა გლობალური დათბობის ის მოვლენაა, რომელიც ოკეანის ბინადრებს საკვებს უქრობს და მათთვის შეუსაბამო ტემპერატურად ქმნის.
🐠 მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვენი საყვარელი მულტფილმის გმირმა ნემომ და მისი ჯიშის თევზებმა, ამ პრობლემის გადასაჭრელად, საკუთარი სხეულის დაპატარავებით, ევოლუცია განიცადეს. შედეგად, ისინი ნაკლებ ენერგიას გამოყოფენ და აუცილებლად ასათვისებელი საკვების რაოდენობაც შემცირდა.
🌊 ეს ევოლუცია მათ თვითგადარჩენას 78%-ით ზრდის.
🐥 აქვე გეტყვი, რომ მსგავსი ევოლუცია ჩიტების ზოგიერთ ჯიშშიც შეიმჩნევა.
#შენიმეგობარიპარკი
22/04/2026
🌎 დღეს, მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. ეს დღე ჩემთვის გამორჩეულია, რადგან ვხედავ თუ როგორ ერთიანდებიან ადამიანები ბუნების დასაცავად.
🐝 ეს დღე გვახსენებს, რომ აუცილებელია ჩვენს ბუნებას მოვუსმინოთ, რადგან ის თავის ბინადრებთან ერთად მილიონობით წელია ქმნის იმას, რასაც ჩვენ ჯერ კიდევ ვსწავლობთ.
🍀 სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ახალი კამპანია “ბუნების საოცარი ქმნილებები” წამომეწყო, სადაც უკეთესად მოგიყვები ბუნების და მისი გამორჩეული ბინადრების საოცარ ისტორიებს.
#შენიმეგობარიპარკი #დედამიწისდღე
14/04/2026
📖 დღეს დედაენის დღეა, რომელიც ჩემს გარემოში მყოფი ყველაზე პატარა მკითხველებისთვის, მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის მიერ შექმნილი - ანო და ვანოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათ მსგავსად ხომ ყველა პატარა ქართველი, დედაენით იწყებს კითხვის სწავლას.
📚ჩემს გარემოში სტუმრობისას მოინახულე ანო და ვანო, მათ გვერდით ჩამოჯექი და ერთად წაიკითხეთ წიგნი.
#შენიმეგობარიპარკი