ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall

Share

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური გვერდი

Photos from ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall's post 02/06/2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია, პირველ მოადგილე ბექა ჩხიკვიშვილთან ერთად, წარმატებულ სპორტსმენებს - საბა ტაკიძეს, ნიკოლოზ კუტუბიძეს, იური ლომაძესა და გაბრიელ თავბერიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე სპორტსმენების მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მერმა მათ წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა, მომავალ შეჯიბრებებში წარმატებები უსურვა და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

შეხვედრა სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების გენერალური დირექტორის, კობა ბალავინოვისა და სპორტსმენების მწვრთნელების მონაწილეობით გაიმართა.

Photos from ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall's post 02/06/2026

დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთისთვის ახალი სივრცე მოეწყო, რაც მოსწავლეებს სპორტულ აქტივობებში უფრო აქტიურად ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.

სკოლას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ეწვივნენ.

მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც მათ სპორტითა და აქტიური ცხოვრებით დაინტერესებას შეუწყობს ხელს.

Photos from ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall's post 02/06/2026

🩺 ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უფასო სკრინინგ აქცია მიმდინარეობს.

მუნიციპალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში მიმდინარე აქციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია, პირველ მოადგილე ბექა ჩხიკვიშვილთან და მოადგილე სოფო რამიშვილთან ერთად გაეცნო.

მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და კოლორექტული კიბოს სკრინინგ კვლევებით, ასევე მამოგრაფიითა და პაპ-ტესტირებით. 18 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის ხელმისაწვდომია B და C ჰეპატიტის, აივ ინფექცია/შიდსისა და არტერიული წნევის უფასო კვლევებიც.

სკრინინგ აქცია 1 ივნისს მუნიციპალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში გაიმართა, ხოლო 2 ივნისს დაბა ნასაკირალის საექიმო ამბულატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

აქცია ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით, ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ნიქოზის სკრინინგ ცენტრის ჩართულობით ტარდება.

Photos from ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall's post 02/06/2026

👫 ოზურგეთში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი და სახალისო ღონისძიებებით აღინიშნა.

კულტურისა და დასვენების პარკმა დღეს პატარებს უმასპინძლა. გაიმართა მუსიკალური, სპორტული, შემეცნებითი აქტივობები, საბავშვო კონცერტი და გათამაშებები.

სადღესასწაულო განწყობაზე ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, საბავშვო სტუდიებმა, ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა და თოჯინების თეატრის მსახიობებმა იზრუნეს.

ღონისძიებას ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

01/06/2026

კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობის შესახებ შეიცავს არსებით უზუსტობებს, კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფაქტებსა და მანიპულაციურ ინტერპრეტაციებს, რაც საზოგადოებაში არასწორი აღქმის ფორმირებას უწყობს ხელს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პროექტი არ უკავშირდება შენობის გარე ფასადის ცვლილებას, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ითვალისწინებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის გარე პერიმეტრის მოწესრიგებას.

სამწუხაროა, რომ გარკვეული მედიასაშუალებები მიზანმიმართულად საზოგადოებაში ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას.

Photos from ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall's post 01/06/2026

2-6 ივნისს ბათუმში საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება, რომელშიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რაიონულ და რეგიონულ ტურნირებში გამარჯვებული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალის მონაწილეებს ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მერიისა და ოლიმპიური კომიტეტის მიერ შეძენილი სპორტული ფორმები გადასცა და წარმატებები უსურვა.

„ფესტივალზე ოზურგეთიდან 36 სპორტსმენი და 10 მწვრთნელი მიემგზავრება. ისინი მძლეოსნობაში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, კრივსა და ძიუდოში იასპარეზებენ. წარმატებასა და გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენს სპორტსმენებს.“ - აღნიშნა მერმა.

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

Photos from ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall's post 01/06/2026

♟ 23-24 მაისს ოზურგეთის საჭადრაკო კლუბი 8, 10 და 16 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის სწრაფ ჭადრაკში ღია მუნიციპალურ ჩემპიონატს მასპინძლობდა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

სხვადასხვა საპრიზო ადგილზე გამარჯვებული მოჭადრაკეები ოზურგეთის მერის მოადგილემ სოფო რამიშვილმა და გურიის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ ანდღულაძემ მედლებით და სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.

მერის მოადგილემ ახალგაზრდა მოჭადრაკეებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

31/05/2026
31/05/2026

1 და 2 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით და ნიქოზის სკრინინგ ცენტრის ჩართულობით, უფასო სკრინინგ კვლევების აქცია ჩატარდება შემდეგ მიმართულებებზე:

• ძუძუს კიბოს სკრინინგი - 40-70 წლის ასაკის ქალები; მამოგრაფია და საჭიროების შემთხვევაში ექოსკოპიური გამოკვლევა;

• საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ კვლევა - 25-60 წლის ასაკის ქალებში (25-29 წლის ქალებში - ნიმუშის აღება პაპ-ტესტირებისთვის, ხოლო 30-60 წლის ასაკის ქალებში - ნიმუშის აღება HPV ტესტირებისთვის);

• პროსტატის კიბოს სკრინინგი - 50-70 წლის მამაკაცებში;

• კოლორექტული კიბოს სკრინინგი - 50-70 წლის ასაკის პირები (გამოკვლევა ფარულ სისხლდენაზე);

ასევე 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისათვის ჩატარდება ლაბორატორიული კვლევებიც:

• B და C ჰეპატიტი და აივ ინფექცია შიდსზე;

• ჰიპერტენზიის - არტერიული წნევის სკრინინგი;

🔸️ 1 ივნისი - ქ. ოზურგეთი აპოლონ წულაძის #10, მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია;

🔸️ 2 ივნისი - დაბა ნასაკირალის საექიმო ამბულატორიის მიმდებარე ტერიტორია;

სამუშაო საათები: 10:00-18:00

Photos from ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall's post 31/05/2026

ოზურგეთის მერიის ორგანიზებით თეატრის შესასვლელში ჩემპიონთა ლიგის ფინალის პირდაპირი ტრანსლაცია მოეწყო, რომელსაც ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია, მოადგილეებთან და გულშემატკივრებთან ერთად დაესწრო.

​უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „პარი სენ-ჟერმენსა“ და „არსენალს“ შორის უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გაიმართა და პენალტების სერიაში „პსჟ“-ს გამარჯვებით დასრულდა.

​ამ წარმატებით საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "პსჟ"-ს ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

Want your business to be the top-listed Government Service in Ozurgeti?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


მ. კოსტავას ქ. №1
Ozurgeti
3500